დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №16I-26 4 მაისი, 2026 წელი
გ. ვ., №16I-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. გ.ს (V. G., ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე) – ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ინდოეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2025 წლის 10 თებერვალს ი-ის რესპუბლიკის ქ. ი-შის შ. ს. ს-ის სასამართლოს დამატებითი სხდომების მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 120-B და 149-ე მუხლებთან ერთობლიობაში 148-ე მუხლით (შეიარაღებული ბუნტი), 201-ე მუხლით (მტკიცებულების განადგურება), 307-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა), 450-ე მუხლით (საცხოვრებელში შეჭრა დანაშაულის ჩადენის მიზნით), 506-ე მუხლით (დაშინება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.2. 2025 წლის 30 სექტემბერს ინდოეთის რესპუბლიკის ა-აში დამატებითი რაიონული და სესიების მოსამართლის – ანშუ შუკლას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლთან ერთობლიობაში 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 392-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი საშიში იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.3. 2025 წლის 9 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის იამუნა ნაგარის სასამართლოს მთავარი მაგისტრატი მოსამართლის მოადგილის – დ-ა დას რ-ს – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის ციხეების შესახებ 1894 წლის კანონის 42A მუხლით (პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.4. 2025 წლის 20 სექტემბერს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლით (მტკიცებულებების განადგურება), 337-ე მუხლით (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა), 506-ე მუხლით (დაშინება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე და 29-ე მუხლებით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.5. 2025 წლის 20 სექტემბერს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს (VAINKET GARG) დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლთან ერთობლიობაში 506-ე მუხლით (დაშინება, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.6. 2025 წლის 19 მაისს ინდოეთის რესპუბლიკის ქ. ბილასპურის (იამუნანაგარის რაიონი) პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – გულშან ვერმას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის პენჯაბის აქციზის შესახებ 1914 წლის კანონის 61-ე მუხლთან და კატასტროფის მართვის შესახებ 2005 წლის კანონის 51-ე მუხლთან ერთობლიობაში ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ალკოჰოლური სასმელების უკანონო შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.7. 2025 წლის 18 მარტს ი-ის რესპუბლიკის ქ. ჩ-ის ს. ს-ის სასამართლოს დამატებითი სესიის მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლთან ერთობლიობაში 307-ე მუხლით და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.8. 2025 წლის 13 თებერვალს ი-ის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლთან ერთობლიობაში 148-ე მუხლით (შეიარაღებული ბუნტი), 324-ე (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით), 332-ე (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი მოხელის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით), 353-ე მუხლებით (საჯარო მოხელეზე თავდასხმა, ჩადენილი მოხელის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით) და 506-ე მუხლით (დაშინება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.9. 2025 წლის 3 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნ-ის (ა-ას რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25 (1B) (a) მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.10. 2025 წლის 8 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის იამუნა ნაგარის მთავარი სასამართლო მაგისტრატ ინდუ ბალას მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის lll (2)(a), 111 (2)(b) და 61(2) მუხლებთან ერთობლიობაში 308 (4) მუხლით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 351 (3) მუხლით (დაშინება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.11. 2025 წლის 27 იანვარს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ას რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 (3) მუხლთან და 190-ე მუხლთან ერთობლიობაში 103 (1) და 109 (1) მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით), 191 (3) მუხლით (შეიარაღებული ბუნტი, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.12. 2025 წლის 27 იანვარს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლთან ერთობლიობაში 318 (4) მუხლით (თაღლითობა/შეცდომაში შეყვანა), 336 (3) მუხლით (დოკუმენტის გაყალბება), 338-ე მუხლით (სპეციალური დოკუმენტის გაყალბება), 340 (2) მუხლით (ყალბი დოკუმენტის ან ელექტრონული ჩანაწერის ნამდვილის სახით გამოყენება) და პასპორტის შესახებ 1967 წლის კანონის მე-12 მუხლით (ყალბი დოკუმენტების გამოყენება პასპორტის მისაღებად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.13. 2025 წლის 9 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის იამუნა ნაგარის სასამართლოს, დამატებითი მთავარი სასამართლო მაგისტრატის – დ-ა დას რ-ს – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლით (სასამართლოს მიერ პროკლამაციის გაცემის შემდგომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.14. 2025 წლის 8 ოქტომბერს ი-ს რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ა) სასამართლოს პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – დოქტორ ჯიტენდერ კუმარის – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლთან და 111 (3) მუხლთან ერთობლიობაში 308 (5) მუხლით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 351 (3) მუხლით (დაშინება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.15. 2025 წლის 4 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 (3) მუხლთან, 111 (5) მუხლთან და 61 (2) მუხლთან ერთობლიობაში 287-ე მუხლით (ცეცხლთან ან აალებად ნივთიერებასთან დაუდევარი ქმედება), 324 (4) და 324 (5) მუხლით (ზიანის მიყენება), 308 (5) მუხლით (გამოძალვა) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.16. 2025 წლის 4 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 (5) მუხლთან, 111 (3) და 111 (5) მუხლებთან ერთობლიობაში 109 (1) მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.17. 2025 წლის 4 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 (3) მუხლთან და 3 (5) მუხლთან ერთობლიობაში 109 (1) მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით), 308 (4) მუხლით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე და 29-ე მუხლებით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.18. 2025 წლის 8 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის ა-ას პირველი კლასის სასამართლოს მაგისტრატის – მანჯიტ პალის – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 308 (4) მუხლით (გამოძალვა) და 351 (2) მუხლით (დაშინება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.19. 2025 წლის 24 ივლისს ი-ს რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ა) სასამართლოს პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – დოქტორი ჯიტენდერ კუმარის – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61 (2) (a) მუხლებთან ერთობლიობაში 308 (5) მუხლით (გამოძალვა) და 351 (3) მუხლით (დაშინება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.20. 2025 წლის 9 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის ბილასპურის (იამუნანაგარი) სასამართლოს პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – სიდჰანტ როიალის – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61 (2) მუხლთან, 3 (5) მუხლთან და 111 (2), 111 (4) და 111 (5) მუხლებთან ერთობლიობაში 109 (1) მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით), 308 (5) მუხლით (გამოძალვა), 351 (3) მუხლით (დაშინება), 238 (b) მუხლით (მტკიცებულების განადგურება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25 (6), (7) მუხლებით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. 2025 წლის 10 თებერვლის დაკავების ბრძანება:
2017 წლის 26 მაისს ვ. გ. და მისი თანამზრახველები, რომლებიც იყვნენ შეიარაღებული, შეიჭრნენ დაზარალებულის კუთვნილ ოფისში, თავს დაესხნენ მას და მოკვლის განზრახვით ამ უკანასკნელის მიმართ განახორციელეს რამდენიმე გასროლა. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის, კიდურების არეში. ბრალდებული, ვ. გ. 2017 წლის 24 ივნისს დააკავეს. ზემოაღნიშნულ ბრალდებულს ბრალი წარედგინა იამუნანაგარის რაიონულ სასამართლოში. დაკავებულმა ბრალდებულმა აღიარა, რომ ვ. გ. მონაწილეობდა ამ საქმეში და იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე. დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ორი ვაზნა ამოღებულია ვ. გ.სგან. გამოძიების თანახმად, ის იყო ერთ-ერთი შეიარაღებული პირი, რომელმაც ესროლა დაზარალებულს და მის მეგობარს. ამასთან, ვ. გ.ს თანამზრახველმა გაანადგურა მობილური ტელეფონი, რომელსაც იყენებდა დანაშაულის ორგანიზებისთვის.
1.2. 2025 წლის 30 სექტემბრის დაკავების ბრძანება:
2017 წლის 24 მარტს ვ. გ-მა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა ყაჩაღობა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დაზარალებულის ავტომობილს, მობილურ ტელეფონს და სამკაულებს.
1.3. 2025 წლის 9 ოქტომბრის დაკავების ბრძანება:
2018 წლის 18 სექტემბერს, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის – ვ. გ.ს – პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ფეხსაცმლიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონის SIM ბარათი.
1.4. 2025 წლის 20 სექტემბრის დაკავების ბრძანება:
2019 წლის 5 მაისს ვ. გ-მა და მისმა თანამზრახველებმა, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მოტოციკლებით, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლეს დაზარალებულს, რის შემდგომაც ვ. გ-მა მოაგროვა გასროლილი მასრები და გადაყარა უცნობ ადგილას.
1.5. 2025 წლის 20 სექტემბრის დაკავების ბრძანება (2):
2019 წლის 28 ივნისს ვ. გ. და მისი თანამზრახველები დაზარალებულს დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.
1.6. 2025 წლის 19 მაისის დაკავების ბრძანება:
2020 წლის 18 მაისს ვ. გ. დაკავებულ იქნა საკუთარ ავტომობილში ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლის უკანონო შენახვისა და COVID-19 დაავადების გავრცელების შეკავების მიზნით ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის.
1.7. 2025 წლის 18 მარტის დაკავების ბრძანება:
2020 წლის 2 ივნისს ვ. გ-მა და მისმა თანამზრახველმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მოკვლის განზრახვით ესროლეს დაზარალებულს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
1.8. 2025 წლის 23 ივლისის დაკავების ბრძანება:
2023 წლის 19 ივნისს, ვ. გ. და მისი თანამზრახველები ბასრი საგნის გამოყენებით თავს დაესხნენ და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს, როდესაც ეს უკანასკნელი ა-ას ცენტრალურ ციხეში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
1.9. 2025 წლის 3 ივლისის დაკავების ბრძანება:
2024 წლის 15 მაისს ვ. გ.სგან ამოღებულ იქნა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
1.10. 2025 წლის 8 ოქტომბრის დაკავების ბრძანება:
ვ. გ. და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, 2025 წლის 19 სექტემბერსა და 2025 წლის 26 სექტემბერს სხვადასხვა მობილური ნომრიდან დაუკავშირდნენ დაზარალებულს და განახორციელეს გამოძალვა და მუქარა. გამოძიების ფარგლებში, ამ საქმეზე 5 ბრალდებული დააკავეს. მათი მფლობელობიდან ამოიღეს ორგანიზებული ჯგუფის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვ. გ. იყო აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელიც ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვით იყო დაკავებული.
1.11. 2025 წლის 27 იანვრის დაკავების ბრძანება:
2025 წლის 24 იანვარს ვ. გ-მა და მისმა თანამზრახველებმა განახორციელეს დაზარალებულის განზრახ მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ, მოტივირებული იყო მხარეებს შორის წარსული პირადი მტრობით. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ იქნა 21 ბრალდებული. გამოძიების შედეგად, დაზარალებულებისა და დაკავებული ბრალდებულების ჩვენებებისა და ხმოვანი ჩანაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ვ. გ. იყო მკვლელობის შესახებ შეთქმულების მთავარი მონაწილე. იგი ხელმძღვანელობდა მკვლელობის ჩამდენ პირთა ჯგუფს და ამარაგებდა მათ თანამედროვე უკანონო იარაღით. დაზარალებულს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის მანქანით მგზავრობდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, ვ. გ-მა ქვეყანა მკვლელობის ჩადენამდე დატოვა თაღლითური გზით მოპოვებული პასპორტის გამოყენებით.
1.12. 2025 წლის 27 იანვრის დაკავების ბრძანება (2):
2024 წლის 5 დეკემბერს ვ. გ-მა განახორციელა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ქირავნობის ხელშეკრულების გაყალბება და აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სახელმწიფო უწყებაში წარდგენით, ასევე, ყალბი მისამართის მითითებითა და ნასამართლეობის დამალვით შეცდომაში შეიყვანა საჯარო მოხელეები, რომლებმაც მას დაუმზადეს ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი.
1.13. 2025 წლის 9 ოქტომბრის დაკავების ბრძანება:
სასამართლომ ვ. გ. გამოიძახა სასამართლო სხდომაზე, თუმცა, 2025 წლის 28 თებერვალს იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
1.14. 2025 წლის 8 ოქტომბრის დაკავების ბრძანება:
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ. გ. სძალავდა ფულს დაზარალებულს, საზღვარგარეთ ყოფნისას ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაზარალებულს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა და მისმა შვილმა ვ. გ.სგან 2025 წლის 4 მარტს არაერთი ზარი და მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს.
1.15. 2025 წლის 4 ივლისის დაკავების ბრძანება:
2025 წლის 21 მარტს, დაახლოებით, 07:00 საათზე უცნობმა პირებმა დაზარალებულის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მიმდინარე საქმეზე, სულ 13 ბრალდებული დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ დანაშაული ჩადენილი იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვ. გ.. ამასთან, ვ. გ-მა ეს თავდასხმა დაგეგმა, რადგან დაზარალებულმა არ შეასრულა მისი მოთხოვნა ფულადი თანხის გადაცემის შესახებ. მოცემულ ეტაპზეც დაზარალებული პოლიციის აქტიური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
1.16. 2025 წლის 4 ივლისის დაკავების ბრძანება (2):
2025 წლის პირველ მაისს, დაახლოებით, 04:30 საათზე, ბრალდებულებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს დაზარალებულის მაღაზიას. მიმდინარე საქმეზე დააკავეს 6 ბრალდებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ. გ-მა შეიძინა თანამედროვე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და პროფესიონალ მსროლელებს დაავალა დაზარალებულის დაწესებულებაზე თავდასხმა, რადგან დაზარალებული არ ასრულებდა მის მოთხოვნას ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე.
1.17. 2025 წლის 4 ივლისის დაკავების ბრძანება (3):
2025 წლის 24 მაისს ვ. გ.ს დავალებით, მისმა თანამზრახველებმა გამოძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაზარალებულს მოკვლის განზრახვით ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღებიდან. შემთხვევის დროს, დაზარალებული იმყოფებოდა თავის რესტორანში დილით, როდესაც სამმა დაუდგენელმა პირმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა მისი მიმართულებით. მიმდინარე საქმეზე 9 ბრალდებულია დაკავებული. დაკავებულებმა აღიარეს, რომ მათ დაზარალებულს რესტორანში ცეცხლი ვ. გ.ს დავალებით და მის მიერ მიწოდებული იარაღით გაუხსნეს.
1.18. 2025 წლის 8 ოქტომბრის დაკავების ბრძანება:
2025 წლის 12 ივნისს ვ. გ-მა აპლიკაცია W--ში განხორციელებული ზარის საშუალებით მოსთხოვა ფულადი თანხა და დაემუქრა დაზარალებულს მისი ან მისი ოჯახის წევრების მოკვლით, თუ მოთხოვნები არ შესრულდებოდა. როდესაც დაზარალებულმა მის ზარებს არ უპასუხა, ვ. გ-მა მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა ამ უკანასკნელს.
1.19. 2025 წლის 24 ივლისის დაკავების ბრძანება:
2025 წლის 18 ივლისს ვ. გ-მა და მისმა თანამზრახველებმა მოკვლის მუქარით დაზარალებულისგან მოითხოვეს ფულადი თანხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ. გ-მა დაზარალებულისგან ფულადი თანხა მოითხოვა. როდესაც დაზარალებული არ დაემორჩილა, მან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ პირებს დაავალა დაზარალებულის თვალთვალი და მისი მოკვლა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია სამი ბრალდებული.
1.20. 2025 წლის 9 ოქტომბრის დაკავების ბრძანება:
2025 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ორი უცნობი ახალგაზრდა მოტოციკლით მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილას და ამ უკანასკნელის სახლს ექვსი ტყვია ესროლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ბრალდებული 2025 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვ. გ. დაზარალებულის ვაჟისგან ფულს ითხოვდა. როდესაც დაზარალებულმა არ შეასრულა მისი მოთხოვნა, ვ. გ-მა დაიქირავა პირები, რათა დაშინების მიზნით დაზარალებულის საცხოვრებელი სახლისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ამასთან, ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა გაანადგურა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული მოტოციკლის სანომრე ნიშანი.
3. საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2025 წლის 29 სექტემბერს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია ვ. გ.ს ექსტრადიციის თაობაზე.
3.2. 2025 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ინდოეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. გ..
3.3. ბათუმის საქალაქო სასამართლო 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ვ. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
3.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება დარჩა უცვლელად.
3.5. 2025 წლის 5 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ვ. გ.ს ექსტრადიციის თაობაზე ინდოეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ვ. გ.ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 30 მარტამდე, ხოლო 2026 წლის 26 მარტის განჩინებით – 9 თვემდე, 2026 წლის 30 ივნისამდე.
3.7. 2026 წლის 16 იანვარს და 2 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ინდოეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ვ. გ.ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა 2026 წლის 6 თებერვალს და 2026 წლის 17 მარტს.
3.8. ვ. გ. ამჟამად მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3.9. 2026 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – თემურ ცინდელიანმა, რომელმაც მოითხოვა ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობა.
3.10. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ვ. გ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – მ. ბ-ე პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საკითხს ეხებოდა. მათ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს.
3.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 10 თებერვალს ი-ის რესპუბლიკის ქ. ი-შის შ. ს. ს-ის სასამართლოს დამატებითი სხდომების მოსამართლის მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 120-B და 149-ე მუხლებთან ერთობლიობაში 148-ე მუხლით (შეიარაღებული ბუნტი), 307-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა), 450-ე მუხლით, 506-ე მუხლით (დაშინება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/გამოყენება).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 30 სექტემბერს ინდოეთის რესპუბლიკის ა-აში დამატებითი რაიონული და სესიების მოსამართლის – ანშუ შუკლას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლთან ერთობლიობაში 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 392-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი საშიში იარაღის გამოყენებით).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 20 სექტემბერს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა), 506-ე მუხლით (დაშინება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე და 29-ე მუხლებით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 18 მარტს ინდოეთის რესპუბლიკის ქ. ჩანდიგარჰის სანჯაი სანდჰირის სასამართლოს დამატებითი სესიის მოსამართლის მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლთან ერთობლიობაში 307-ე მუხლით და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით).
დასაშვებად იქნეს ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 13 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლთან ერთობლიობაში 148-ე მუხლით (შეიარაღებული ბუნტი), 324-ე (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით), 332-ე (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი მოხელის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით), 353-ე მუხლებით (საჯარო მოხელეზე თავდასხმა, ჩადენილი მოხელის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით) და 506 მუხლით (დაშინება).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 3 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25 (1B) (a) მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 8 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის იამუნა ნაგარის მთავარი სასამართლო მაგისტრატ ინდუ ბალას მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის lll (2)(a), 111 (2)(b) და 61 (2) მუხლებთან ერთობლიობაში 308 (4) მუხლით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 351 (3) მუხლით (დაშინება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 27 იანვარს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 (3) მუხლთან და 190-ე მუხლთან ერთობლიობაში 103 (1) და 109 (1) მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით), 191 (3) მუხლით (შეიარაღებული ბუნტი, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 27 იანვარს (2) ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე 31 მუხლთან ერთობლიობაში 318 (4) მუხლით (თაღლითობა/შეცდომაში შეყვანა), 336 (3) მუხლით (დოკუმენტის გაყალბება), 338-ე მუხლით (სპეციალური დოკუმენტის გაყალბება), 340 (2) მუხლით (ყალბი დოკუმენტის ან ელექტრონული ჩანაწერის ნამდვილის სახით გამოყენება) და პასპორტის შესახებ 1967 წლის კანონის მე-12 მუხლით (ყალბი დოკუმენტების გამოყენება პასპორტის მისაღებად).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 8 ოქტომბერს ი-ს რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ა) სასამართლოს პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – დოქტორ ჯიტენდერ კუმარის – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლთან და 111 (3) მუხლთან ერთობლიობაში 308 (5) მუხლით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 351 (3) მუხლით (დაშინება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 4 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 (3) მუხლთან, 111 (5) მუხლთან და 61 (2) მუხლთან ერთობლიობაში 287-ე მუხლით (ცეცხლთან ან აალებად ნივთიერებასთან დაუდევარი ქმედება), 324 (4) და 324 (5) მუხლით (ზიანის მიყენება), 308 (5) მუხლით (გამოძალვა) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 4 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 (5) მუხლთან, 111 (3) და 111 (5) მუხლებთან ერთობლიობაში 109 (1) მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 4 ივლისს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 (3) მუხლთან და 3 (5) მუხლთან ერთობლიობაში 109 (1) მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით), 308 (4) მუხლით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე და 29-ე მუხლებით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 8 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის ა-ას პირველი კლასის სასამართლოს მაგისტრატის – მანჯიტ პალის – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 308 (4) მუხლით (გამოძალვა) და 351 (2) მუხლით (დაშინება).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 24 ივლისს ი-ს რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ა) სასამართლოს პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – დოქტორი ჯიტენდერ კუმარის – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61 (2) (a) მუხლებთან ერთობლიობაში 308 (5) მუხლით (გამოძალვა) და 351 (3) მუხლით (დაშინება).
დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 9 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის ბილასპურის (იამუნანაგარი) სასამართლოს პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – სიდჰანტ როიალის – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61 (2) მუხლთან, 3 (5) მუხლთან და 111 (2), 111 (4) და 111 (5) მუხლებთან ერთობლიობაში 109 (1) მუხლით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით), 308 (5) მუხლით (გამოძალვა), 351 (3) მუხლით (დაშინება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25 (6), (7) მუხლებით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა).
დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 10 თებერვალს ი-ის რესპუბლიკის ქ. ი-შის შ. ს. ს-ის სასამართლოს დამატებითი სხდომების მოსამართლის მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლით (მტკიცებულების განადგურება) და 450-ე მუხლით (საცხოვრებელში შეჭრა დანაშაულის ჩადენის მიზნით).
დაუშვებლად იქნეს ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 9 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის იამუნა ნაგარის სასამართლოს მთავარი მაგისტრატი მოსამართლის მოადგილის – დ-ა დას რ-ს – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის ციხეების შესახებ 1894 წლის კანონის 42A მუხლით (პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების ფლობა).
დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 20 სექტემბერს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლით (მტკიცებულებების განადგურება).
დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 20 სექტემბერს ი-ის რესპუბლიკის ნარაინგარის (ა-ს რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლთან ერთობლიობაში 506-ე მუხლით (დაშინება, ჩადენილი ჯგუფურად).
დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 19 მაისს ინდოეთის რესპუბლიკის ქ. ბილასპურის (იამუნანაგარის რაიონი) პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის გულშან ვერმას მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის პენჯაბის აქციზის შესახებ 1914 წლის კანონის 61-ე მუხლთან და კატასტროფის მართვის შესახებ 2005 წლის კანონის 51-ე მუხლთან ერთობლიობაში ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ალკოჰოლური სასმელების უკანონო შენახვა).
დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 9 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის იამუნა ნაგარის სასამართლოს, დამატებითი მთავარი სასამართლო მაგისტრატის – დ-ა დას რ-ს – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლით (სასამართლოს მიერ პროკლამაციის გაცემის შემდგომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა).
დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2025 წლის 9 ოქტომბერს ინდოეთის რესპუბლიკის ბილასპურის (იამუნანაგარი) სასამართლოს პირველი კლასის სასამართლო მაგისტრატის – სიდჰანტ როიალის – მიერ გაცემულ დაკავების ბრძანებასთან მიმართებით რელევანტური იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. გ.ს ექსტრადიციის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 238 (b) მუხლით (მტკიცებულების განადგურება).
3.12. საკასაციო საჩივარი:
3.12.1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული ვ. გ.ს ადვოკატი – მ. ბ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმებას ექსტრადიციის დასაშვებობის ნაწილში. დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ვ. გ.ს მიმართ ინდოეთის რესპუბლიკაში ადგილი ჰქონდა დევნასა და უფლებების დარღვევას. გარდა ამისა, დაცვის მხარე უთითებს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ვ. გ.ს უფლებების დარღვევის რისკი, მათ შორის – სიკვდილით დასჯის საფრთხე. კასატორის მოსაზრებით, ვ. გ.ს მიმართ განხორციელებულ სისხლისსამართლებრივ დევნას აქვს პოლიტიკური მოტივი. საჩივარში ხაზგასმულია, რომ ინდოეთის რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებებში პირობები არასათანადოა და ვ. გ. ვერ მიიღებს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. საჩივარში მითითებულია ცალკეული ანგარიშებიც, რომლებიც ასახავს ინდოეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების ზოგად მდგომარეობას.
3.12.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – თემურ ცინდელიანმა – წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით. პროკურორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის აპელირება ვ. გ.ს პოლიტიკური ნიშნით დევნაზე; ექსტრადიციის შემთხვევაში ვ. გ.ს მაქსიმალურ სასჯელად შეიძლება დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა და არა სიკვდილით დასჯა; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვ. გ.ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ინდოეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას; ინდოეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა, საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დადებული, ვ. გ.ს ექსტრადიციის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინეს გარანტიები, მათ შორის, ვ. გ.ს უფლებების დაცვის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ვ. გ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და იარსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ანდა პოლიტიკური ნიშნით დევნის რისკი. იმავდროულად, ვ. გ.ს ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. ვ. გ.ს მიერ ჩადენილი ის ქმედებები, რომლის გამოც დასაშვებად იქნა ცნობილი მისი ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც ინდოეთის რესპუბლიკის, ისე – საქართველოს კანონმდებლობით და თითოეული დანაშაულისთვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წელზე მეტი ვადით.
3. იმავდროულად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ინდოეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქის – ვ. გ.ს – დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა. ამასთან, ვ. გ.ს მიერ ჩადენილ იმ ქმედებებთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც დასაშვებად იქნა ცნობილი მისი ინდოეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, დაცულია ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ ექსტრადირებული პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1989 წლის 7 ივლისის №14038/88 გადაწყვეტილება Soering v. the United Kingdom, §91). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №59166/12 გადაწყვეტილება J.K. and others v. Sweden, §91). ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის №46827/99 და №46951/99 გადაწყვეტილება Mamatkulov and Askarov v. Turkey, §73). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის №36378/02 გადაწყვეტილება Shamayev and Others v. Georgia and Russia, §350).
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ. გ.ს ადვოკატის – მ. ბ-ის – მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები და ფოტომასალა არ მიუთითებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ვ. გ.ს მიმართ არასათანადო მოპყრობის ან სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე. ინდოეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებმა ჯეროვნად შეასრულეს პოზიტიური ვალდებულებები: დროულად მოახდინეს რეაგირება, ჩაატარეს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, დააიდენტიფიცირეს და დააკავეს დამნაშავე პირები, რომლებიც წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ინციდენტი იყო კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირების შედეგი და არა – სახელმწიფო ორგანოების ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული. სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების დროული და ეფექტური რეაგირება მანიშნებელია იმისა, რომ მისი უფლებები მომავალშიც სათანადოდ იქნება დაცული.
6. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად, ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე წარუდგინა სარწმუნო გარანტიები, რომლის თანახმად, ვ. გ.ს მიმართ საქმე აღიძვრება მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომელთა გამოც მოხდება მისი ექსტრადიცია; ხელახალი ექსტრადიცია ან მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემა საქართველოს თანხმობის გარეშე არ განხორციელდება, ასევე:
ა) ვ. გ.ს სიცოცხლის უფლება სრულად იქნება დაცული და ინდოეთის მთავრობა ყველა გონივრულ ძალისხმევას გამოიყენებს მისი სიცოცხლისა და ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად პატიმრობის პერიოდში;
ბ) ვ. გ. არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და გამოყენებული იქნება ყველა პრაქტიკული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ იგი არ დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობის რაიმე ფორმას. მის წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ ნებისმიერი ბრალდება დაუყოვნებლივ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნება გამოძიებული და, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად იქნება დასჯილი. ამგვარი სასამართლო პროცესის შემდეგ დაკისრებული არცერთი სასჯელი არ გაუქმდება, მათ შორის შეწყალებით ან ამნისტიით;
გ) მისი პატიმრობის პირობები, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე ექსტრადიციიდან, სრულად იქნება შესაბამისობაში ევროპული ციხის წესებთან;
დ) მას შეეძლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო პროცესის ყველა გარანტიით, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით;
ე) ექსტრადიციის შემდეგ პატიმრობის შემთხვევაში, მას ექნება სრული წვდომა შესაბამის სამედიცინო მომსახურებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იქნება;
ვ) საქართველოს კომპეტენტურ დიპლომატიურ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, საკონსულო მონიტორინგის მეშვეობით, გააკონტროლონ ვ. გ.ს უფლებების დაცვა, რაც, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს ნებისმიერ დროს მის მონახულებას პატიმრობის ადგილას და საჭიროების შემთხვევაში, მისი პატიმრობის პირობების შემოწმებას.
7. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდოეთის რესპუბლიკა საქართველოს აძლევს გარანტიას, რომ ვ. გ.ს მიმართ არ იქნება გამოყენებული სიკვდილით დასჯა იმ დანაშაულებზე, რომელთათვისაც ის ექსტრადირებულ იქნება ინდოეთში.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ინდოეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი გარანტიები არის ერთგვარი უზრუნველყოფა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ვ. გ.ს საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებები სრულად იქნება დაცული.
9. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მექანიზმები. კერძოდ:
9.1. ინდოეთის რესპუბლიკაში ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ინდოეთის ეროვნული ადამიანის უფლებათა კომისია (NHRC), რომელიც „ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ“ აქტის საფუძველზე დაფუძნებული ავტონომიური საჯარო ორგანოა. იგი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტს, რომელიც მიზნად ისახავს ინდოეთის კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებების – სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსების – დაცვასა და ხელშეწყობას. სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, კომისია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მიმართვის საფუძველზე იძიებს ადამიანის უფლებათა დარღვევებს და საჯარო მოხელეების მხრიდან მათი პრევენციის არასათანადო განხორციელებას. ასევე, სასამართლოს თანხმობით, მას შეუძლია ჩაერთოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში. კომისია ახორციელებს მონიტორინგულ ვიზიტებს სასჯელაღსრულებისა და სხვა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ დაწესებულებებში, რათა შეაფასოს თავისუფლებაშეზღუდული პირების პირობები. ამდენად, მისი საქმიანობა მიმართულია სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისკენ.
9.2. გარდა ამისა, ინდოეთის რესპუბლიკა არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (ICCPR) წევრი სახელმწიფო. აღნიშნული პაქტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც გლობალურ დონეზე უზრუნველყოფს ფუნდამენტურ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. იგი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტთან ერთად ქმნის „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილს“. პაქტის რატიფიცირებით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ი-ის რესპუბლიკა, იღებენ ვალდებულებას დაიცვან ძირითადი ადამიანის უფლებები, მათ შორის: სიცოცხლის, ღირსების, თანასწორობის, გამოხატვის, შეკრებისა და რელიგიის თავისუფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; წამებისა და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლება; გენდერული თანასწორობა; სამართლიანი სასამართლოს უფლება; ოჯახური ცხოვრების დაცვა და უმცირესობათა უფლებები. სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური ზომები, რათა უზრუნველყონ აღნიშნული უფლებების ეფექტიანი დაცვა და რეალიზაცია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული ვ. გ.ს ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული ვ. გ.ს ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე