1. ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.
2. თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად.
3. ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.
4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.
5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.
6. ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.
7. თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(292)
- საქმე №2კ-849აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2026
…პირდაპირი მოწმეები, – სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ხოლო 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს მტკიცებულებათა იმ…
- საქმე №2კ-717აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
…ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით. მ. ა–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. მ. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის…
- საქმე №2კ-106-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.10.2025
…და ფაქტობრივი გარემოებები: 1.2. 2025 წლის 23 აპრილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცემულია ა. ა–ის დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან ერთობლიობაში 263-ე მუხლის I ნაწილითა და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების (1) (5) პუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი…
- საქმე №ას-945-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
…მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; პირველი მოპასუხე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა…
- საქმე №2კ-420აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
…დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ქ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“,,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შვიდი ეპიზოდი). 5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები: საკასაციო სასამართლო…
- საქმე №2კ-366აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
- საქმე №2კ-256აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
- საქმე №2კ-267აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
- საქმე №2კ-254აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2025
- საქმე №2კ-275აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2025
- საქმე №ას-156-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №2კ-92-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №2კ-1384აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2025
- საქმე №2კ-77-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2025
- საქმე №ას-146-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2025
- საქმე №2კ-1382აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2025
- საქმე №2კ-1166აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №2კ-1011აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2025
- საქმე №2კ-1105აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2025
- საქმე №2კ-218-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №ბს-548(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ას-1213-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №2კ-808აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2024
- საქმე №2კ-468აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2024
- საქმე №ბს-778(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №2კ-482აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.09.2024
- საქმე №2კ-301აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №2კ-239აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2024
- საქმე №ას-921-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №2კ-29-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
- საქმე №2კ-11აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
- საქმე №2კ-371აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2024
- საქმე №2კ-1380აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2024
- საქმე №2კ-18-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2024
- საქმე №2კ-1105აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №2კ-255აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2024
- საქმე №2კ-1144აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2024
- საქმე №2კ-901აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2024
- საქმე №2კ-5-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №ას-1273-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 292-დან.