თავი VII — დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა
1. ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას.
2. წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.
3. დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(213)
საქმე №2კ-508აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2024
…და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 343260 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენით: 2.1. ქ. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 24, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება სსკ-ის 24-ე მუხლზე. 2.2. ქ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ…
საქმე №2კ-5-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
…თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2022 წლის 21 ოქტომბერს ყ–ს რესპუბლიკის ს–ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ვ. ტ–ი ცნობილი იქნა ეჭვმიტანილად ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის ანუ სხვა პირის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობა)…
საქმე №ბს-1034(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2022
…პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით (საქმე 1/ბ-512-2016 წ.) გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი, ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება და გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ი საქართველოს სისხლის…
საქმე №2კ-537აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2022
…ვერ დაეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ე. კ–სის მიერ 2012 წლის 10 დეკემბერს საჯარო რეესტრში წარდგენილ განაცხადზე ე. კ–სის სახელით შესრულებული ხელმოწერა, სავარაუდოდ, ლ. გ–სს ეკუთვნის. სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. ზემოაღნიშნული ფაქტები კი ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ. გ–სმა…
საქმე №2კ-548აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
…და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენას. 7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დაზარალებულების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან მიმართებით და მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-3, მე-20 და 24-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის…
საქმე №2კ-564აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2021
საქმე №ას-1813-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2021
საქმე №17აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2020
საქმე №ას-28-25-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2018
საქმე №25აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2017
საქმე №2კ-228აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2016
საქმე №4აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2016
საქმე №137აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2016
საქმე №2კ-380აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2015
საქმე №2კ-225აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2015
საქმე №2კ-163აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2015
საქმე №2კ-25აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2015
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 24, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-24/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია