დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.11.2015
საქმის ნომერი
2კ-225აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №225აპ-15. ქ. თბილისი

კ-ი დ., 225აპ-15 5 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ჯ-ს

ადვოკატების – გ. ჩ-ს, შ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. კ-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ პირდაპირ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნა და მიღება, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან, გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად და აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა; ასევე – სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის პირდაპირი მოთხოვნა და მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რომ ამ მოხელემ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი, რათა ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ მიღწეულ იქნეს რაიმე ქმედების განხორციელება ან რაიმე ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა; ასევე – საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი დოკუმენტების მოტყუებითი გამოყენებით და საბაჟო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

2. მ. ჯ-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 24-ე,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქრთამის აღებაში დახმარება, კერძოდ, მოხელის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მიღებაში დახმარება, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის მიმცემის და სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს ქმედება, აგრეთვე გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად და განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა; ასევე – საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი დოკუმენტების მოტყუებითი გამოყენებით და საბაჟო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; ასევე – ჯგუფთან ერთად სხვა საგადასახადო ისეთი დოკუმენტების დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება; მ. ჯ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 24-ე,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიესაჯა 12 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით, ხოლო 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით, ხოლო სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – გაუნახევრდა და განესაზღვრა: სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით – 9 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით, ხოლო 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მ. ჯ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნა: დ. კ-ს საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღებს: რევოლვერს NAGAN == (იარაღის N --; მოწმობის N --); ცეცხლსასროლ შაშხანას (იარაღის N --, მოწმობის N--); ცეცხლსასროლ კარაბინს BROWNING BAR 2 (იარაღის N--, მოწმობის N--); ცეცხლსასროლ პისტოლეტს SIG P 210-4, (იარაღის N--, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს CESKA-ZBROJOVKA(CZ) 75B, (იარაღის N--, მოწმობის N--); ცეცხლსასროლ კარაბინს H/K SLB 2000 LIGHT (იარაღის N --; მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს BERETTA 92FS, (იარაღის N--, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს H/K MARK-23 (იარაღის N --, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს DESERT EAGLE --, (იარაღის N--, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს GLOCK 21, (იარაღის N --, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ კარაბინს SKS --, (იარაღის N--, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს H/K ----, (იარაღის N --, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს CESKA-ZBROJOVKA(CZ) 75 AUTOMATIC, (იარაღის N 4639 M, მოწმობის N IB0129969); ცეცხლსასროლ თოფს MC 6-01, (იარაღის N --, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს TANFOGLIO FORCE COMPACT 45, (იარაღის N --, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ პისტოლეტს WALTHER P-38, (იარაღის N --, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ შაშხანას ANTONIO ZOLI ----, (იარაღის N --, მოწმობის N --), ცეცხლსასროლ კარაბინს MOSIN KO-44, (იარაღის N --, მოწმობის N --); ცეცხლსასროლ კარაბინს MAUSER К-98, (იარაღის N --; მოწმობის N --); დ. კ-ს (პ/ნ--) მეუღლის – ს. ჩ-ს (პ/ნ --) სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებას: ქ. თბილისში, --- (ყოფილი --) ქ. N12-ში, 19.17 კვ.მ. ფართობის N-- ავტოსადგომს, , ს/კ --; ქ. თბილისში, --- ქ. N12-ში, 19.17 კვ.მ. ფართობის N-- ავტოსადგომს, ს/კ --; ქ. თბილისში, -- (ყოფილი --) ქ. N12-ში, ბინა N17-ს (დუპლექსი – 332.17 კვ.მ. ფართი და ტერასა – 159.36 კვ.მ.), ს/კ --; ავტომანქანა BMW 650 I-ს, სახელმწიფო ნომრით ---, ვინ კოდი ---; შპს ,,---ში“ (--) ს. ჩ-ს კუთვნილ 35 %-იან წილს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინების საფუძველზე დადებული ყადაღა მოეხსნა დ. კ-ს (პ/ნ --) საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, კერძოდ: ქ.თბილისში, -- სოფელ --ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს (2004 წლის 28 აპრილი, საკადასტრო კოდი --); --, სოფ. ---ში მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს, (2011 წლის 28 ნოემბერი, ს/კ --); --, სოფელ --ში, ,,--“ ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს (2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული, ს.კ. --); თბილისში, -- №7-ში, მე-8 სართულზე – 201.16 კვ.მ. ფართს (2012 წლის 05 სექტემბერი); თბილისში, -- №7-ში მდებარე 203.1 კვ.მ. სხვენს (2012 წლის 05 სექტემბერი, ს/კ --); დ. კ-ს კუთვნილ სადამფუძნებლო წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს ,,--” (ს/ნ --), შპს ,,--” (ს/ნ --), შპს ,,--” (ს/ნ --); დ. კ-ს სახელზე არსებულ ყველა სახის ანგარიშს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა მოქმედ საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ: სს ,,--”, სს ,,--” ბანკში, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,-- ”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--” და სს ,,--”; დ. კ-ს მამის – შ. კ-ს (პ/ნ --) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ, შ. კ-ს სახელზე რეგისტრიტებულ ავტომანქანა mercedes-benz S 500-ს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით --, რეგისტრაციის თარიღი -- და ავტომანქანა toyota land cruiser gxr 4.5-ს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით --, რეგისტრაციის თარიღი --.

6. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნა: მ. ჯ-ს (პ/ნ --) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ქ.თბილისში, დიღმის მასივის, -- კვარტალში 155.30 კვ.მ. №-- არასაცხოვრებელ ფართს (საკუთრების წარმოშობის საფუძველი – ნასყიდობის ხელშეკრულება --); ყაზბეგის რაიონის სოფელ --ში, ბინა №--ის მე-3 სართულს, საერთო ფართი – 76.10 კვ.მ. (საკუთრებაში გადაეცა ნასყიდობის ხელშეკრულებით --) (ს/ნ --); იმავე მისამართზე 21.20 კვ.მ. ფართობის №-- ავტოსადგომს; ქ. თბილისში, -- ქუჩა №4-ში, მე-2 სართულზე მდებარე, 33.82 კვ.მ. ფართობის №-- ავტოსადგომს (-- ნასყიდობის ხელშეკრულება); ავტომანქანა ,,PORSCHE PANAMERA 4 S-ს”, სახელმწიფო ნომერი --, შასის №--; მ. ჯ-ს კუთვნილ სადამფუძნებლო წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს ,,--” (ს/ნ --); შპს ,,--” (ს/ნ ---); შპს ,,-” (ს/ნ --); შპს ,,--’’ (ს/ნ --); შპს ,,--” (ს/ნ --); შპს ,,--” (ს/ნ --); შპს ,,--” (ს/ნ --); შპს ,,--” (პ/ნ --); მ. ჯ-ს სახელზე არსებული ყველა საბანკო ანგარიშს, რომლებიც არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ მოქმედ საბანკო დაწესებულებებში, კერძოდ: სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”, სს ,,--”; მ. ჯ-ს (პ/ნ --) შვილის – გ. ჯ-ს (პ/ნ --) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: გ. ჯ-ს სახელზე რეგისტრირებულ, ყაზბეგის რაიონის სოფელ --ში მდებარე 76.10 კვ.მ. ბინა №---ს (ს/ნ --.), ყაზბეგის რაიონის სოფელ --ში მდებარე 21.20 კვ.მ. ფართობის ავტოსადგომს (ს/ნ --), ქ. თბილისში, -- №15-ში მდებარე -- ნაწილს; მ. ჯ-ს მეუღლის – თ. ჯ-ს სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს ,,OPEL KADETT 1.3 S“, სახელმწიფო ნომერი ---.

7. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის სექტემბერში ი. ი-ე და ნ. დ-ი შეთანხმდნენ, რომ დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით – ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო, ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაც, თავის მხრივ, მყიდველთა მოტყუებას წარმოადგენდა, რადგან, არსებული საერთაშორისო სტანდარტებით, საკონიაკე სპირტის დამზადება შეიძლება მხოლოდ ყურძნის მასალისგან.

8. ნ. დ-ს და ი. ი-ს ათვისებული ჰქონდათ ფალსიფიცირების გზით საკონიაკე სპირტის დამზადების ტექნოლოგიები, კერძოდ: თუ როგორ უნდა დამზადებულიყო ეთილის (ხორბლის) სპირტისაგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხე, რითიც მცირდებოდა კონიაკისებური სპირტის თვითღირებულება, მაგრამ მნიშვნელოვნად იზრდებოდა მისი რაოდენობა. მათ მოიძიეს ინფორმაციები ასეთი სახის უკანონო ბიზნესის დასაწყებად, კერძოდ: გაარკვიეს ეთილის სპირტის ღირებულება შიდა ბაზარზე – 1.20 აშშ დოლარი; შეისწავლეს, რომ უკრაინული საწარმო „--დან“ -- რკინიგზის სადგურამდე გადმოგზავნილი 1 ლიტრი ხორბლის სპირტი დაჯდებოდა 0,64 აშშ დოლარი; შეიმუშავეს სქემა, როგორ შემოსულიყო სპირტი უკრაინიდან საქართველოში ისე, რომ აქციზი და დღგ არ გადაეხადათ; გაარკვიეს, როგორ მომხდარიყო გაფორმებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციაზე გამოწერილი შიდა საბაჟო დეკლარაციების აღრიცხვის მოწმობის ფიქტიური დახურვა, რომ, თითქოს გადამუშავების რეჟიმში შემოსული ეთილის სპირტი, როგორც მუხის მწარე ნაყენი, გავიდა ქვეყნიდან, რაც მისცემდათ საშუალებას, შიდა ბაზარზე, იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის გარეშე, თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვათ ეთილის სპირტი.

9. ი. ი-ე დაუკავშირდა მ. ჯ-ს და გაანდო დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის რეჟიმში, სახელმწიფო საბიუჯეტო გადასახადების გადახდისგან თავის ასარიდებლად. განუმარტა ასევე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო შპს „---” სახელით გაფორმებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციაზე გამოწერილი შიდა საბაჟო დეკლარაციების აღრიცხვის მოწმობის ფიქტიური დახურვა, რომ გადამუშავების რეჟიმში შემოსული ეთილის სპირტი, როგორც მუხის მწარე ნაყენი, თითქოს საექსპორტოდ გავიდა საზღვარგარეთ. მ. ჯ-ს მოეწონა ხსენებული სქემა და მის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდა.

10. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ. დ-მა და ი. ი-მ თბილისის საგადასახადო ინსპექციის თბილისის რეგიონალურ ცენტრში რეგისტრაციაში გაატარეს: 2006 წლის ---, თ. მ-ს სახელით – შპს „--“ (ს/ნ --) და 2006 წლის --, ა. ი-ს სახელით – შპს „--“ (ს/კ --). წინასწარ მოფიქრებული სქემით, ი. ი-მ და ნ. დ-მა უკრაინულ საწარმო „--“ შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი, საიდანაც შპს „--” სახელზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმით 2007 წლის 8 იანვარს საქართველოში შემოვიდა – 240 ტონა, ხოლო 2007 წლის 5 თებერვალს – ასევე, 240 ტონა სპირტი.

11. 2007 წლის 7 თებერვლიდან 2007 წლის 11 მაისის ჩათვლით საქართველოში შემოტანილ იქნა 2.445.065 ლიტრი ეთილის სპირტი, 2007 წლის 8 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.353.269 ლიტრი, 2008 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 6 დეკემბრამდე – 410 252 ლიტრი, ხოლო 2008 წლის 9 დეკემბერს – 163 230 ლიტრი.

12. აღნიშნულ ორგანიზებულ ჯგუფში 2011 წლიდან ჩაერთო შპს ,,--“ (ს/ნ --). 2011 წლის ზაფხულში ნ. დ-ი და მ. ჯ-ი დაუკავშირდნენ შპს ,,---“ (ს/ნ --) დამფუძნებლებს – დ. ფ-სა და მ. გ-ს, რომლებსაც შესთავაზეს, ამ უკანასკნელთა საწარმოს საკუთრებაში არსებული -- ქარხანაში მელასასაგან გამოეხადათ ეთილის სპირტი და მიეწოდებინათ იგი შპს ,,--ისათვის’’ -- ქარხანაში. ამ გზით დამზადებული ეთილის სპირტისაგან შემდგომი ტექნოლოგიური მანიპულაციებით დაამზადებდნენ კონიაკისებური სპირტის მსგავს სითხეს.

13. შპს ,,--“ მელასასაგან დაამზადა 1 950 000 ლიტრი ეთილის სპირტი, რაც მიეწოდა შპს ,,--“. აღნიშნული უკანონო ოპერაციის შენიღბვის მიზნით, დამზადებულ ეთილის სპირტს ფიქტიურად უჩვენებდნენ ექსპორტზე გასულად.

14. 2007 წლის 8 იანვრიდან 2012 წლის 18 ივნისამდე პერიოდში შპს ,,--“ სახელზე უკრაინის საწარმოებიდან – ,,---“, ,,---“, ,,----“, „--“, ,,--", ,,--“, ,,--", ,,--", ,,--", ,,--”, ,,--", ,,--", ,,--", ,,--", ,,--" და ,,--”, საბაჟო წესების დარღვევით, სულ შემოტანილ იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, ხოლო შპს ,,---” – 1 950 000 ლიტრი.

15. ი. ი-სა და ნ. დ-ს მიერ შერჩეული ტექნოლოგის – მ. ხ-ს დახმარებით ხდებოდა ეთილის სპირტის დამუშავება, კერძოდ: ზემოაღნიშნულ ეთილის სპირტს ნაწილობრივ ურევდნენ შპს „--“ მიერ მომზადებულ საკონიაკე სპირტს, დარბილებულ წყალს, ზრდიდნენ რაოდენობას და ტექნოლოგიური მანიპულაციების მეშვეობით ღებულობდნენ საკონიაკე სპირტის მსგავს სითხეს, რომელიც შპს „---ის“ სახელით, როგორც საკონიაკე სპირტი, გაიტანეს საექსპორტოდ. ამავე დროს შპს „--’’ მიერ გადამუშავების საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სპირტისაგან ვითომდა დაამზადეს მუხის მწარე ნაყენი, რაც, ფაქტობრივად, არც დამზადებულა. ასევე ყალბად ფიქსირდებოდა, რომ შპს ,,--’’ მიერ დამზადებული ეთილის სპირტი სგპ ,,--“ გავლით თითქოს ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას, რეალურად კი აღნიშნული ეთილის სპირტი იცლებოდა -- ქარხანაში.

16. იმ დროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლ. ლ-ს ხელშეწყობითა და დავალებით, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 2004 წლის 19 მარტიდან 2010 წლის 30 ივნისამდე, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სპეციალურად შეირჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „--“ თანამშრომლები: დ. ს-ე, ზ. კ-ი, მ. მ-ი და ზ. კ-ე (მებაჟეთა შერჩევის თაობაზე ნ. დ-ი ლ. ლ-ს სამუშაო ოთახში იმყოფებოდა 2008 წლის 4 აპრილს და 2009 წლის 10 ივნისს), რომლებსაც დაევალათ, უკანონოდ მოეხდინათ შპს „--” და შპს ,,--” სახელით გაფორმებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციაზე გამოწერილი შიდა საბაჟო დეკლარაციების აღრიცხვის მოწმობების უკანონო დახურვა, რითიც დაეხმარებოდნენ გადამუშავების რეჟიმში შემოსული ეთილის სპირტის თითქოსდა ექსპორტის რეჟიმით მუხის მწარე ნაყენის გატანაში, რაც შპს ,,--“ და შპს ,,---” აძლევდა საშუალებას, ეთილის სპირტი საბაჟო წესის დარღვევით გაეშვათ თავისუფალ მიმოქცევაში შიდა ბაზარზე.

17. დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულების მიზნით, შპს „--” სახელით, ი. ი-ს, მ. ჯ-ს, ა. ი-სა და ნ. დ-ს ორგანიზებით, ყაზახეთში რეგისტრირებულ კომპანია „--” 2006 წლის 14 დეკემბრის რიცხვით გაფორმდა ფიქტიური – ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ხელშეკრულება, თითქოსდა დამზადებული მუხის მწარე ნაყენის მიწოდებაზე, რაზეც, როგორც დირექტორმა, ხელი მოაწერა თ. მ-მა. 2011 წლის 17 აგვისტოს ასეთივე ხელშეკრულება ყალბად გაფორმდა შპს ,,---“ და ,,--’’-თან, რომელიც ვალდებულებას იღებდა, ეთილის სპირტი მიეწოდებინა ყაზახეთში რეგისტრირებულ კომპანია „--”. ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა შპს ,,--” დირექტორმა კ. ჩ-მ. ასეთი მიწოდებები რეალურად არ უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ი. ი-სა და ნ. დ-ს დავალებით, ა. ი-ი 2007-2012 წლებში როგორც შპს ,,--“, ისე – შპს „--” სახელით, გადამუშავების შემდგომ აფორმებდა ექსპორტის ყალბ საბაჟო დეკლარაციებს და მის თანმხლებ დოკუმენტებს, რის შემდეგაც უკავშირდებოდა სგპ ,,--“ მებაჟეებს: დ. ს-ს, ზ. კ-ს, ზ. კ-ს და მ. მ-ს, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში აწვდიდა ზემოაღნიშნული ფირმების ყალბად შედგენილი დეკლარაციების შიდა საბაჟო აღრიცხვისა და კონტროლის მოწმობებს. მ. გ-სა და დ. ფ-ს დავალებით, ა. ი-ი მებაჟეებს ასევე აწვდიდა კ. ჩ-ს მიერ 2011-2012 წლებში შპს ,,--” სახელით ყალბად გაფორმებულ, მელასასაგან დამზადებული ეთილის სპირტის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციებს, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად.

18. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად, მებაჟეებს ევალებოდათ: საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება, საბაჟო პროცედურებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადებისა და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება), საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა. ნაცვლად ამისა, ზემოხსენებული მებაჟეები პირდაპირ ეხმარებოდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს საბაჟო წესის დარღვევაში; პროგრამა „ასიკუდას“ მეშვეობით ახდენდნენ მოწმობების აღრიცხვიდან ყალბად მოხსნას; აღნიშნული მანიპულაციით დოკუმენტურად ფიქსირდებოდა სპირტით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა, რაც რეალურად არ განხორციელებულა.

19. ამ ხერხით შპს „--” სახელით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა – ი. ი-მ, ა. ი-მა, მ. ჯ-მა და ნ. დ-მა 2007 წლის 8 იანვრიდან 2012 წლის 18 ივნისამდე პერიოდში გადამუშავების საბაჟო რეჟიმში შემოიტანეს 27 708 442 ლარის სატარიფო ღირებულების 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, რომელიც საბაჟო წესების დარღვევით გაიტანეს თავისუფალ მიმოქცევაში. მაკონტროლებელი ორგანოების თვალის ახვევის მიზნით, ი. ი-მ, ა. ი-მა, მ. ჯ-მა და ნ. დ-მა ჯგუფურად, ყალბად შეადგინეს საბაჟო დეკლარაციები და სატრანსპორტო ზედნადებები (ეგრეთ წოდებული CMR). კერძოდ, საბაჟო დეკლარაციები: N:--;---; ---; ---; ---; ---; ---; ---; --; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; --; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ----; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ----; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ----; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---, რომ თითქოს 29 721 619.74 ლარის სატარიფო ღირებულების 27 269 992.79 ლიტრი მუხის მწარე ნაყენი გაჰქონდათ ყაზახეთში რეგისტრირებულ კომპანია „---“ მიწოდების მიზნით.

20. მათვე 2009 წელს შეადგინეს ყალბი ექსპორტის საბაჟო დეკლარაციები და სატრანსპორტო ზედნადებები (ეგრეთ წოდებული CMR), საბაჟო დეკლარაციები N:---; ---; --- შპს ,,---“ მიერ ყაზახეთში რეგისტრირებულ კომპანია „---“ თითქოსდა 519 280 ლიტრი 1 645 081 ლარის ღირებულების კონიაკის სპირტის მიწოდების შესახებ.

21. ამ ხერხით შპს ,,---” სახელით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2011 წლის 20 სექტემბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში ფიქტიურად მიაწოდეს 1 950 000 ლიტრი ეთილის სპირტი ,,---’’-ს ყაზახურ საწარმო ,,---“ მისაწოდებლად, რაზეც მათ ყალბად გააფორმეს ექსპორტის დეკლარაციები, კერძოდ: --- ; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; რეალურად ზემოხსენებული რაოდენობის ეთილის სპირტი მიეწოდა --- ქარხანას, სადაც საქმიანობას ახორციელებდნენ შპს ,,---’’ და შპს ,,---’’.

22. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „---” მებაჟის – დ. ს-ს მიერ 2007-2009 წლებში ფიქტიურად მოიხსნა შპს ,,---” სახელით შედგენილი აღრიცხვის მოწმობები, რომლებითაც ყაზახეთის სახელმწიფოში რეგისტრირებულ საწარმო ,,---’’ სახელზე თითქოსდა საექსპორტოდ გავიდა მუხის მწარე ნაყენი, რაც რეალურად არ მომხდარა და აღნიშნული ქმედებით შპს ,,---” შიდა ბაზარს მიაწოდა 9 380 671 ლიტრი ეთილის სპირტი, რითიც გადაუხდელი გადასახდელებით სახელმწიფოს მიადგა 16 439 715 ლარის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი; მის მიერვე 2009 წელს ფიქტიურად მოიხსნა შპს ,,---’’ სახელით შედგენილი აღრიცხვის მოწმობები, რომლებითაც ყაზახეთის სახელმწიფოში რეგისტრირებულ საწარმო ,,---’’ სახელზე თითქოსდა საექსპორტოდ გავიდა საკონიაკე სპირტი, რაც რეალურად არ მომხდარა. აღნიშნული ქმედებით შპს ,,---’’ იმპორტის რეჟიმში არ მოუქცევია (არ განუბაჟებია) 469 280 ლიტრი საკონიაკე სპირტი, რითიც გადაუხდელი გადასახდელებით სახელმწიფოს მიადგა 2 795 497 ლარის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი.

23. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „--” მებაჟის – ზ. კ-ს მიერ 2009 წლის სექტემბერში ფიქტიურად მოიხსნა შპს ,,---” სახელით შედგენილი აღრიცხვის მოწმობები, რომლებითაც ყაზახეთის სახელმწიფოში რეგისტრირებულ საწარმო ,,---’’ სახელზე თითქოსდა საექსპორტოდ გავიდა მუხის მწარე ნაყენი, რაც რეალურად არ მომხდარა და აღნიშნული ქმედებით შპს ,,---” შიდა ბაზარს მიაწოდა 163 965 ლიტრი ეთილის სპირტი, რითიც გადაუხდელი გადასახდელებით სახელმწიფოს მიადგა 289 562 ლარის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი; მის მიერვე 2009 წელს ფიქტიურად მოიხსნა შპს ,,---’’ სახელით შედგენილი აღრიცხვის მოწმობები, რომლებითაც ყაზახეთის სახელმწიფოში რეგისტრირებულ საწარმო ,,---’’ სახელზე თითქოსდა საექსპორტოდ გავიდა საკონიაკე სპირტი, რაც რეალურად არ მომხდარა. აღნიშნული ქმედებით შპს ,,---’’ იმპორტის რეჟიმში არ მოუქცევია (არ განუბაჟებია) 50 000 ლიტრი საკონიაკე სპირტი, რითიც გადაუხდელი გადასახდელებით სახელმწიფოს მიადგა 514 262 ლარის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი.

24. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „--” მებაჟის – ზ. კ-ს მიერ 2009-2010 წლებში ფიქტიურად მოიხსნა შპს ,,---” სახელით შედგენილი აღრიცხვის მოწმობები, რომლებითაც ყაზახეთის სახელმწიფოში რეგისტრირებულ საწარმო ,,--’’ სახელზე თითქოსდა საექსპორტოდ გავიდა მუხის მწარე ნაყენი, რაც რეალურად არ მომხდარა და აღნიშნული ქმედებით შპს ,,---” შიდა ბაზარს მიაწოდა 3 355 675 ლიტრი ეთილის სპირტი, რითიც გადაუხდელი გადასახდელებით სახელმწიფოს მიადგა 5 980 952 ლარის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი.

25. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „---” მებაჟის – მ. მ-ს მიერ 2010-2012 წლებში ფიქტიურად მოიხსნა შპს ,,---” სახელით შედგენილი აღრიცხვის მოწმობები, რომლებითაც ყაზახეთის სახელმწიფოში რეგისტრირებულ საწარმო ,,---” სახელზე თითქოსდა საექსპორტოდ გავიდა მუხის მწარე ნაყენი, რაც რეალურად არ მომხდარა და აღნიშნული ქმედებით შპს ,,--” შიდა ბაზარს მიაწოდა 6 968 001 ლიტრი ეთილის სპირტი, რითიც გადაუხდელი გადასახდელებით სახელმწიფოს მიადგა 23 372 392 ლარის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი; მის მიერვე 2011 წლის 20 სექტემბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში ფიქტიურად იქნა მოხსნილი შპს ,,---” სახელით შედგენილი აღრიცხვის მოწმობები, რომლებითაც თითქოსდა ეთილის სპირტი საექსპორტოდ გავიდა ყაზახეთის სახელმწიფოში რეგისტრირებულ საწარმო ,,--’’ სახელზე, რაც რეალურად არ მომხდარა და აღნიშნული ქმედებით შპს ,,---” შიდა ბაზარს მიაწოდა სულ 1 950 000 ლიტრი ეთილის სპირტი, რითიც სახელმწიფოს გადაუხდელი გადასახდელების შედეგად (დღგ-ს ნაწილში) მიადგა მნიშვნელოვანი – 19 292 ლარის ზიანი.

26. ხსენებული სგპ ,,---” მებაჟეთა მიერ 2007-2012 წლებში საექსპორტოდ გატანილად ნაჩვენებია და რეალურად შიდა ბაზარზე იქნა მიქცეული შპს „---“ კუთვნილი, 27 708 442 ლარის სატარიფო ღირებულების 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, ხოლო 2011 წლის 20 სექტემბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში – შპს ,,---” კუთვნილი, 2 417 285.96 ლარის სატარიფო ღირებულების 1 950 000 ლიტრი ეთილის სპირტი.

27. თავიანთი ქმედებით მითითებულმა მებაჟეებმა დახმარება აღმოუჩინეს შპს „---“, შპს „---“ და შპს ,,---”, რათა გადამუშავების რეჟიმში შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ეთილის სპირტი და საკონიაკე სპირტი კონტრაბანდულად გაეშვათ თავისუფალ მიმოქცევაში შიდა ბაზარზე, რითიც სახელმწიფოს გადაუხდელი საბაჟო გადასახდელების შედეგად მიადგა 49 411 672 ლარის ზიანი.

28. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მ. ჯ-მა. სააპელაციო საჩივრით მან ითხოვა დ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ასევე – მ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დ. კ-სა და მ. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

30. კასატორი – პროკურორი მ. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებითა და 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, ხოლო მ. ჯ-ს – საქართველოს სსკ-ის 24-ე,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებითა და 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი მსჯელობს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ვინაიდან დაცვის მხარეს საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის. შესაბამისად, პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებაზე მ. ჯ-ს მსჯავრდების ნაწილში.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს დ. კ-ს უდანაშაულობისა და მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 24-ე,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ. კ-სა და მ. ჯ-ს მიერ (საქართველოს სსკ-ის 24-ე,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში) მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

4. მოწმე ნ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი შეუთანხმდა ი. ი-ს სპირტის ბიზნესის ერთობლივად წარმოებაზე. ვინაიდან, საკონიაკე სპირტზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, მათ დაიწყეს ფიქრი, თუ სად უნდა შეეძინათ დიდი ოდენობით უსაბუთო ხორბლის სპირტი და შეიმუშავეს შესაბამისი სქემა, რომლის მიხედვითაც, გადამუშავების რეჟიმში სპირტს შემოიტანდნენ სხვა ქვეყნიდან, ადგილზე დაამზადებდნენ მუხის მწარე ნაყენს, რისი ტექნიკური საშუალებაც ჰქონდათ და ფიქტიურად დააფიქსირებდნენ მის საქართველოდან გატანას. რეალურად მუხის მწარე ნაყენი დარჩებოდა საქართველოში, მისგან დაამზადებდნენ საკონიაკე სპირტს და შემდეგ გაუშვებდნენ საექსპორტოდ. მოფიქრებული სქემის განსახორციელებლად მათ სჭირდებოდათ ისეთი პიროვნება, რომელიც დაეხმარებოდათ საბაჟოზე პრობლემების მოგვარებაში და ნახეს კიდეც ასეთი ადამიანი მისი მეგობრის - გ. პ-ს შვილის დაბადების დღეზე. აღნიშნული პიროვნება იყო მ. ჯ-ი - იმჟამინდელი ფინანსური პოლიციის უფროსის - დ. კ-ს დის ქმარი, რომელსაც მათ მიერ შედგენილი სქემა მოეწონა და დ-ს განმარტებით, დ. კ-თან საუბრის შემდეგ, დახმარებას დაჰპირდა. ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე, მოხდა კომპანიების - შპს ,,---’’ და შპს ,,--’’ შექმნა, რომელთაგანაც ერთ-ერთის დირექტორად ფორმალურად დაინიშნა - ა. ი-ი, მეორე კომპანიის გაფორმება კი მოხდა მისი მეგობრის ბებიის - თ. მ-ს სახელზე. 2007 წლის იანვარში მ. ჯ-მა ის და ი. ი-ე მიიყვანა თავდაცვის სამინისტროში და შეახვედრა დ. კ-ს, რომელმაც მათი თანდასწრებით დაურეკა ფინანსური პოლიციის უფროსს - დ. ქ-ს და მასთან მისვლა სთხოვა. დ. ქ-ე ძალიან მალე გამოცხადდა --- კაბინეტში, რომელსაც ---მა დაავალა, მოესმინა მათთვის და ყველაფერში დახმარებოდა. რამდენიმე წუთში დაემშვიდობნენ კ-ს და --- დატოვეს. მეორე დღეს დაურეკა მ. ჯ-მა, შეხვდა რუსთაველის პროსპექტზე და გადასცა იმ მებაჟეების კოორდინატები, რომლებიც საბაჟოდან ტვირთის ფიქტიურად მოხსნას დააფიქსირებდნენ. ამის შემდეგ საქართველოში შემოჰქონდათ ეთილის სპირტი და შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ. მებაჟეების ცვლილების შემთხვევაში მ. ჯ-სგან იღებდა იმ ახალი მებაჟეების ტელეფონის ნომრებს და პირად მონაცემებს, რომლებსაც უნდა მოეხდინათ სააღრიცხვო ბარათების ფიქტიური მოხსნა. 2011 წლიდან კი მ. ჯ-თან ერთად დაუკავშირდა ,,---” დამფუძნებლებს - დ. ფ-ს და მ. გ-ს, აზერბაიჯანიდან შემოიტანეს მელასა და დაიწყეს ეთილის სპირტის წარმოება. სქემის თანახმად, ,,---” იტვირთებოდა მანქანები, ილუქებოდა და ფიქტიურად გადიოდა ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა, რეალურად ხსენებული სპირტი -- არსებულ ქარხანაში იცლებოდა. შპს ,,---” მიერ შემოტანილი სპირტიც შედიოდა მათთან ქარხანაში, ხდებოდა სახეცვლილება, კეთდებოდა კონიაკის სპირტი და გადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ნ. დ-ს განმარტებით, სპირტის ბიზნესის მფარველობისათვის დ. კ-სთვის გადასაცემად მ. ჯ-ს თავიდან 1 ლიტრ სპირტზე აძლევდნენ 0,3 აშშ დოლარს, შემდეგ - 0,6 აშშ დოლარს, ბოლოს კი - 0,7 აშშ დოლარს, რამაც მთლიანობაში დაახლოებით 12 000 000 -დან 13 000 000 აშშ დოლარამდე შეადგინა, მაგრამ ჯ-ს მიერ კ-სათვის თანხის გადაცემის მომენტს არასდროს დასწრებია. მოწმის განმარტებით, მუშაობის პერიოდში მ. ჯ-მა უთხრა მათ, რომ 30 ცენტი იყო მიუღებელი და თანხა გაზარდეს 60 ცენტამდე. მ. ჯ-ი და ი. ი-ე წავიდნენ დ. კ-თან, რომელსაც ი. ი-მ უთხრა, რომ გადაიხდიდნენ 60 ცენტს, რაზედაც დ. კ-მა დადებითი პასუხი უთხრა, მოგვიანებით შეიცვალა პირობა და უხდიდნენ 70 ცენტს. 2008 წელს, ომის დროს, გაყიდვები შემცირდა და მ. ჯ-ს სთხოვეს, რომ გადასახდელი თანხა შეემცირებინათ და თანხა დაუწიეს 58 ცენტამდე. მისივე ჩვენებით, 2009 წელს ი-სა და ჯ-ს მოუვიდათ უთანხმოება, რის გამოც მ. ჯ-მა შემოუთვალა ი. ი-ს, რომ 1 მილიონ დოლარად დაეთმო თავისი წილი ზემოაღნიშნულ კომპანიებში. დაფიქსირდა შპს ,,---’’ ოფიციალურ დამფუძნებლად და, შესაბამისად, ფინანსური საკითხების განკარგვაც გადაიბარა. 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდგომ, ი. ი-ს მოთხოვნის საფუძველზე მ. ჯ-მა უკან დაუბრუნა კუთვნილი წილი.

5. მოწმე ი. ი-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ. კ-ს --- დაახლოებით რვაჯერ ან ათჯერ შეხვდა, ზუსტად არ ახსოვს. პირველ შეხვედრაზე მხოლოდ თვითონ და მ. ჯ-ი იმყოფებოდნენ, რა დროსაც --- დეტალურად აუხსნა სპირტის ბიზნესის დეტალები, რაც კ-მა დადებითად შეაფასა. ი. ი-მ ციფრიც გაიმეორა, რომ სხვადასხვა უწყების მხარდაჭერის სანაცვლოდ გადაიხდიდა 1 ლიტრ სპირტზე 30 ცენტს. დ. კ-მა უთხრა, რომ რთული საქმე იყო და საჭირო იყო პარტნიორებთან შეთანხმება. 3-4 დღის შემდეგ ის, დ-ი და მ. ჯ-ი ისევ შეხვდნენ დ. კ-ს, რომელმაც დაახვედრა დადებითი პასუხი და უთხრა, რომ --- გაფრთხილებულია, საბაჟოზეც მიეხმარებოდნენ და დაურეკა მაშინდელი --- უფროსს - დ. ქ-ს, რომელიც 5 წუთში მივიდა და დ. კ-მა უთრა მას, რომ გაეკეთებინა, რასაც ი. ი-ე და ნ. დ-ი ეტყოდნენ. მოწმის განმარტებით, მას ან ნ. დ-ს დ. კ-სთვის უშუალოდ თანხა არ გადაუციათ. თანხას აძლევდნენ მ. ჯა-ს, რომელსაც მიჰქონდა იგი დანიშნულებისამებრ. ამ სქემით მუშობდნენ გაზაფხულამდე. მაისის თვეში დაურეკა ნ. დ-მა, რომელმაც უთხრა, რომ მ. ჯ-მა დაურეკა და უთხრა, რომ ციფრები აღარ იყო მათთვის საინტერესო. მ. ჯ-ი ფაქტობრივად მათ დ. კ-ს დანაბარებს ეუბნებოდა. მას არ ჰქონდა უფლება თვითონ გამოეჩინა ინიციატივა. ამის შემდეგ ი. ი-მ და ნ. დ-მა გადაწყვიტეს, რომ გაეორმაგებინათ გადასახადი. შეხვდნენ ისევ ის და მ. ჯ-ი დ. კ-ს და შესთავაზეს ციფრი. შენობიდან გამოსულები არ იყვნენ, რომ დ. კ-მა დაურეკა და დადებითი პასუხი უთხრა. ეს ციფრები პერიოდულად იცვლებოდა, ხან - იზრდებოდა, ხან - აკლდებოდა, რაც თანხმდებოდა დ. კ-თან. მოწმის განმარტებით, დ. კ-სთვის მ. ჯ-ს ხელით გაგზავნილი აქვს 12 000 000-დან 13 000 000 აშშ დოლარამდე. თანხის კ-სთვის გადაცემას თვითონ არასოდეს დასწრებია. მოწმემ განმარტა, რომ მან იცის, რომ მათ ბიზნესს მფარველობდა დ. კ-ი და თანხა რომ არ მისულიყო ადრესატამდე, მათ შეფერხება შეექმნებოდათ.

6. მოწმე ა. ი-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2006 წლის ნოემბერში ნ. დ-ს და ი. ი-ს მითითებით დაინიშნა შპს ,,---” დირექტორად, ხოლო მფლობელები იყვნენ - ნ. დ-ი და ი. ი-ე. ნ. დ-მა გააცნო ყველა საჭირო ადამიანი, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა. აღნიშნული საწარმო ახორციელებდა კონიაკის სპირტის ბიზნესს. ვინაიდან ,,---ს“ დირექტორი - თ. მ-ი იყო ასაკოვანი ქალი, მის საქმეებსაც, ნ. დ-ს დავალებით, თავად ასრულებდა. 2007 წლის ზამთარში ნ. დ-მა მიაწოდა ყაზახეთში რეგისტრირებული კომპანიის ,,--” რეკვიზიტები და უთხრა, რომ შეედგინა კონტრაქტი შპს ,,--” და შპს ,,---” შორის მუხის მწარე ნაყენის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, შპს ,,---” შემოიტანა ეთილის სპირტი. ნ. დ-მა მისცა მებაჟის - დ. ს-ს ნომერი, რომელსაც მიაწოდა ცხრა ავტომანქანის ნომერი და მათი მძღოლების პირადობის დამადასტურებელი საბუთები, რის შემდეგაც საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,---“ დაიხურა აღრიცხვის მოწმობები, ანუ ტვირთმა დოკუმენტურად დატოვა საქართველოს ტერიტორია, რეალურად კი ტვირთი ,,---“ მიმართულებით არ გაგზავნილა. იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟოზე მუდმივად მიმდინარეობდა კადრების როტაცია, ნ. დ-ი აძლევდა სხვადსხვა მებაჟის ნომერს, თავდაპირველად მისცა დ. ს-ს, შემდეგ - ზ. კ-ს, შემდეგ - ზ. კ-ს და ბოლოს - მ. მ-ს. 2009 წელს ი. ი-ე კომპანიაში ჩაანაცვლა მ. ჯ-მა, რის შემდეგაც მ. ჯ-მა სრულად გადაიბარა ის ფუნქციები, რაც ი. ი-ს გააჩნდა. იმის გამო, რომ სპირტის ფასი უკრაინაში გაიზარდა, ნ. დ-ი და მ. ჯ-ი დაუკავშირდნენ დ. ფ-ს და მ. გ-ს და --- ქარხნიდან ნედლეულის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაფორმდა ხელშეკრულება --- და ობშორულ კომპანია ,,---”-ს შორის, რომელიც ვალდებულებას იღებდა სპირტი მიეწოდებინა ყაზახეთში რეგისტრირებულ კომპანია ,,---”. --- ქარხანა ფიქტიურად ახორციელებდა ექსპორტს - ასხავდა სპირტს მანქანებში და საბუთების მიხედვით აწვდიდა ,,--”. რეალურად ტვირთი არ ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას და მიდიოდა -- ქარხანაში. მოწმის განმარტებითვე, იმისათვის, რომ ბუღალტრულად გაესწორებინათ ხარჯები, ადგენდნენ ყალბი შესყიდვის აქტებს მოსახლეობისაგან ყურძნის შეძენის თაობაზე.

7. მოწმე ლ. ლ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2007 წელს დაიბარა მისმა უშუალო უფროსმა დ. ქ-მ და უთხრა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭირო იყო კონკრეტული სახელმწიფო დავალების შესრულება, რაც გამოიხატებოდა სპირტის ბიზნესისათვის საბაჟოზე დახმარების აღმოჩენაში. კერძოდ, მებაჟეს საბაჟოდან ფიქტიურად უნდა მოეხსნა ტვირთი. -- უფროსთან საუბრის შემდეგ ის დაუკავშირდა ,,---“ საბაჟოს უფროსს, რომელმაც ჩააწერინა მებაჟის რეკვიზიტები, რომელიც მ. ჯ-ს გადასცა. მისივე განმარტებით, იგი დ. კ-ს იცნობდა და იცნობს, თუმცა ხსენებულ საკითხზე მას რაიმე ტიპის დავალება დ. კ-სგან არ მიუღია. ქ-ს დავალება ვინ მისცა, მისთვის უცნობია, ვინაიდან ასეთ დროს შეკითხვებს არ სვამენ.

8. მოწმეებმა - ნ. ნ-მა (შპს ,,---” მუშაობდა მთავარ ბუღალტრად), მ. ხ-მა (შპს ,,--” მუშობდა ტექნოლოგად) და ა. შ-მ (,,--’’ სახელით ბანკებთან აგვარებდა ურთიერთობას) სასამართლოში ისაუბრეს მათ სამსახურებრივ მოვალეობებზე და რაიმე რელევანტური ინფორმაცია დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ.

9. მოწმეებმა - დ. ს-მ, ზ. კ-მ, ზ. კ-მა, მ. მ-მა განმარტეს, რომ სხვადასხვა დროს მუშაობდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,--“. მათ პერიოდულად უკავშირდებოდა ს. ი-ი, რომელსაც მათთან მიჰქონდა შპს ,,--”, შპს ,,--” და -- ქარხნის საბუთები, რის საფუძველზეც ფიქტიურად ხსნიდნენ სააღრიცხვო მოწმობებს. ამდენად, საბუთებში არსებული სატვირთო მანქანები არ გადადიოდნენ საზღვარზე, ფიქტიურად ხდებოდა მანქანებისა და საქონლის კონტროლიდან მოხსნა და მათ მიერ სააღრიცხვო მოწმობის ბეჭდით დამოწმება; ამავე საკითხზე (საბაჟო წესების დარღვევაზე) მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია მოწმეებმა - პ. კ-მ (-- რეგიონალური ცენტრის უფროსი), ი. კ-მ (საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,--“ ამოწმებდა თანამშრომლების საქმიანობას) და ზ. ც-მა (-- დეპარტამენტის ხელმძღვანელი).

10. მოწმე ჯ. ე-ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობდა -- მოადგილედ და ამავდროულად - --- სამსახურის უფროსად. 2011 წლის გაზაფხულზე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ზ. ც-მა აჩვენა ცხრილი, რომლის მიხედვითაც, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,--“ ორი წლის განმავლობაში, ერთი და იგივე მებაჟე ოფიცერი ემსახურებოდა სპირტის ბიზნესით დაკავებულ კომპანიებს და აფორმებდა დეკლარაციებს. ინფორმაციის მიღების შემდეგ, გადაწყვიტა გასაუბრებოდა ზ. ა-ს, რადგან ყველაფერი ეს საეჭვოდ მოეჩვენა. ზ. ა-მა განუცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ და უკეთესი იქნებოდა, თუ --- სამსახური ამ საკითხის გარკვევაში არ ჩაერეოდა. მოწმემ განმარტა ისიც, რომ საუბრისას ზ. ა-ს დ. კ-ს სახელი არ უხსენებია.

11. მოწმე დ. ფ-ს ჩვენების შესაბამისად, 2009 წელს მან და მ. გ-მ დააარსეს ---, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო ეთილის სპირტის წარმოება. მას და მის პარტნიორს დაუკავშირდა ნ. დ-ი და შესთავაზა თანამშრომლობა იმ ფორმით, რომ მათ კომპანიას უნდა ეწარმოებინა ეთილის სპირტი, რომლის გატანაც ფიქტიურად მოხდებოდა საექსპორტოდ. მათი ფუნქცია შემოიფარგლებოდა იმით, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტით შემოიტანდნენ ნედლეულს - ე.წ. მელასას, აწარმოებდნენ ეთილის სპირტს, გააკეთებდნენ საბაჟო დასუფთავების პროცედურებს კომპანიაში, მათ მიერ მიწოდებულ ტრანსპორტში მოაქცევდნენ აღნიშნულ პროდუქციას და გაუშვებდნენ დეკლარაციებთან ერთად, რასაც დასთანხმდენენ. სპირტი მათი ქარხნის ტერიტორიას ტოვებდა და მიდიოდა ---- ქარხანაში, მაშინ, როცა ფიქსირდებოდა ექსპორტზე გასულად.

12. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა მოწმე მ. გ-მ.

13. მოწმე კ. ჩ-ს ჩვენებით, 2011 წლის აგვისტოდან არის --- დირექტორი, ხოლო დამფუძნებლები არიან მ. გ-ე და დ. ფ-ე. ქარხანა აწარმოებდა ეთილის სპირტს. ,,მელასას” შემოტანა ხდებოდა აზერბაიჯანიდან. ხსენებულმა კომპანიამ ყაზახურ კომპანიასთან დადო ხელშეკრულება, რომელსაც თავად მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, 2011 წლის აგვისტოდან ეთილის სპირტის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო ყაზახეთის რესპუბლიკაში, თუმცა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლებისგან იცის, რომ სპირტი საქართველოს საზღვარს არ კვეთდა და მიდიოდა -- ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, დ. კ-ს არ იცნობს და რაიმე სახის უკანონო დავალება დ. კ-ს სახელით არ მიუღია.

14. მოწმე მ. ბ-ს ჩვენების შესაბამისად, 2010 წლიდან იყო მინდობილი პირი ,,---’’, რომელიც ახორციელებდა საკონიაკე სპირტის და კონიაკის ექსპორტს, 2011 წლიდან კი - შპს ,,--’’ დირექტორი. მისივე განმარტებით, შპს ,,--” მუხის მწარე ნაყენის ექსპორტი არ განუხორციელებია. მის ფუნქციაში შედიოდა ბანკებთან ურთიერთობა და ფინანსური საკითხების მოგვარება. ამდენად, ბანკებიდან ახდენდა თანხების სისტემატურად გამოტანასა და შეტანას. გამოტანილი თანხა მიჰქონდა დამფუძნებლებთან - ი. ი-სა და ნ. დ-თან, ი. ი-ს მიერ წილის დათმობის შემდეგ კი - მ. ჯ-თან. მუშაობის პერიოდში ფიზიკური პირებისთვის თანხა არ გადაურიცხავს. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ნ. დ-ს მიერ მიცემულ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ბანკში, გადარიცხა დაახლოებით 60 000 აშშ დოლარი, რომლის დანიშნულებაც არ იცის. მხოლოდ თანხის გადარიცხვისას გახდა მისთვის ცნობილი, რომ აღნიშნული ანგარიში ეკუთვნოდა დ. კ-ს. ამასთან, მოსაზრება, რომ ბიზნესს დ. კ-ი მფარველობდა, საერთო მდგომარეობიდან გაკეთებული დასკვნის შედეგია და რაიმე ფაქტის ან წყაროს მითითება არ შეუძლია.

15. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უშუალოდ დ. კ-ს მიერ ქრთამის შესაძლო მოთხოვნისა და მიღების თობაზე მიუთითებს მხოლოდ მოწმეების - ნ. დ-სა და ი. ი-ს ჩვენებები, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ -- გამართული პირველი შეხვედრა, როდესაც ი. ი-ს მითითებით მოხდა შეთანხმება დ. კ-თან ე.წ. სპირტის ბიზნესის თაობაზე, შედგა დ. კ-ს, მ. ჯ-სა და ი. ი-ს შორის; შესაბამისად, ნ. დ-მა მხოლოდ ი. ი-გან გადმოცემით იცის ამ შეხვედრის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ნ. დ-ს ჩვენება წარმოადგენს მოწმის ირიბ ჩვენებას.

18. ანალოგიური ვითარებაა ი. იმნაძის ჩვენების იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც იგი მიუთითებს, რომ მან ერთ-ერთი მორიგი შეხვედრისას გაორმაგებული თანხა შესთავაზა ქრთამის სახით დ. კ-ს. ამ შეხვედრასაც, მოწმის განმარტებით, ესწრებოდნენ დ. კ-ი, მ. ჯ-ი და თავად ი. ი-ე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნ. დ-მა ამ შეხვედრის თაობაზეც მხოლოდ ი. ი-სგან გადმოცემით იცის; შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ნ. დ-ს ჩვენება წარმოადგენს მოწმის ირიბ ჩვენებას.

19. ირიბია ასევე ნ. დ-სა და ი. ი-ს ჩვენებების ის ნაწილი, რომელშიც ისინი განმარტავენ, რომ თანხების გაზრდა ხდებოდა დ. კ-ს მოთხოვნით, ვინაიდან ასეთის შემსწრე და თვითმხილველები თვითონ არ ყოფილან და ეს ფაქტი მათთვის ცნობილია მ. ჯ-სგან (რომელიც არ არის დაკითხული).

20. ხოლო რაც შეეხება ნ. დ-სა და ი. ი-ს ერთობლივ შეხვედრას დ. კ-თან, ამ შეხვედრაზე, მოწმეთა განმარტებით, ქრთამის მოთხოვნის ან მიღების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როგორც მათი ჩვენებით ირკვევა, აღნიშნულ შეხვედრაზე დ. კ-მა მათ გააცნო იმდროინდელი -- უფროსი დ. ქ-ე, რომელსაც კ-მა უთხრა, რომ მოესმინა ი. ი-სა და ნ. დ-სთვის და დახმარებოდა.

21. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა დ. კ-ს მიერ ქრთამის მოთხოვნის ფაქტის დასადასტურებლად.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ასევე დ. კ-ს მიერ ქრთამის აღების ფაქტი, კერძოდ:

23. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მოწმემ - ნ. დ-მა და ი. ი-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას მკაფიოდ განმარტეს, რომ მათ არასდროს უნახავთ, რომ დ. კ-ს აეღოს თანხა და არც რაიმე ტიპის საუბარი ჰქონიათ ამ საკითხზე კ-თან. ორივე მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან მათ ბიზნესს პრობლემები არ ექმნებოდა, ისინი ვარაუდობენ, რომ თანხა მიდიოდა კ-თან.

24. რაც შეეხება მ. ბ-ს მიერ დ. კ-ს პირად ანგარიშზე 59,311,00 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტს, პალატა ვერ მიიჩნევს მას დ. კ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ამ დოკუმენტით (სალაროს შემოსავლის ორდერი) არ დასტურდება, რომ ქრთამის სახით მისაღები თანხაა გადარიცხული და ასეთი არც მ. ბ-ს განუცხადებია. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ მოწმეებმა - ი. ი-მ და ნ. დ-მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი თანხას არ ურიცხავდნენ დ. კ-ს და აძლევდნენ მ. ჯ-ს. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა გადარიცხული თანხის დანიშნულებასთან დაკავშირებით, რომლითაც ირკვევა, რომ შავი ფერის, 2009 წლის მოდელის ავტომანქანა ,,ლენდ როუვერ რეინჯ როუვერი“ 2010 წლის 25 დეკემბერს დ. კ-მა მიჰყიდა მ. ჯ-ს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცება, თითქოს გადარიცხული თანხა წარმოადგენს ქრთამს, არის მხოლოდ ვარაუდი.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდება ამ ნაწილში აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

26. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ქრთამის აღების ფაქტის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურების შეუძლებლობის შესახებ და მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური შეფასების საგანს წარმოადგენს.

27. დ. კ-ს მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის შესაძლო ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. ქ-ს მეშვეობით დ. კ-მა გაუკეთა თუ არა ორგანიზება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანას, არ დასტურდება, ვინაიდან გამოძიებას არ დაუკითხავს დ. ქ-ე, ხოლო საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დ. კ-სგან იღებდა დავალებებს სპირტის ბიზნესთან დაკავშირებით.

28. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საგულისხმოა მოწმე ლ. ლ-ს ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ იგი დავალებებს იღებდა თავისი უშუალო უფროსისგან - დ. ქ-სგან. ხოლო ქ-ს დავალება ვინ მისცა, მისთვის უცნობია, ვინაიდან ასეთ დროს შეკითხვებს არ სვამენ. მისივე განმარტებით, იგი დ. კ-ს იცნობს, თუმცა, ხსენებულ საკითხზე მას რაიმე ტიპის დავალება დ. კ-სგან არ მიუღია.

29. რაც შეეხება მოწმეების - მ. ბ-ს, მ. გ-ს, თ. ფ-ს ჩვენებებს, რომ როგორც მათთვის ცნობილია, სპირტის ბიზნესს მფარველობას უწევდა დ. კ-ი, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ისინი ვერ უთითებენ ინფორმაციის წყაროს და დასკვნები მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების საფუძველზე გამოაქვთ.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ დავალება საბაჟოზე უკანონო საქმიანობის განხორციელების თაობაზე დ. კ-სგან მოდიოდა ეფუძნება ვარაუდს, რაც, საქართველოს სისხლის სმართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

31. რაც შეეხება მ. ჯ-სთვის საქართველოს სსკ-ის 24-ე,338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან, არ დადასტურდა დ. კ-ს მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტი, ბუნებრივია, იმის მტკიცება, რომ მ. ჯ-ი დ. კ-ს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, პროკურორ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

პ. სილაგაძე