1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ქრთამის აღება:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) გამოძალვით;
დ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა:
დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად – თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №403 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(71)
- საქმე №2კ-367აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2025
…ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ვ. ჩ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022…
- საქმე №2კ-413აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
…შესახებ და გათავისუფლდეს ყადაღისაგან მ. კ-ას (პ/ნ:...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი 4781.00 კვ.მ, მდებარე მ-ის რაიონი სოფელი ბ-ძა (საკადასტრო კოდი....). 1.3. გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. 1.4. გ. ჩ-ძე, - დაბადებული... წლის... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ…
- საქმე №ბს-1499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. ამავე განაჩენით თ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)…
- საქმე №2კ-62აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2023
…ლარი, ხოლო 2019 წლის 20 მარტს, ქ. მ-ში, 2----ის მოედანზე კი დარჩენილი ნაწილი - 1500 ლარი. 2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით: 2.1. რ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. 2.2. რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს…
- საქმე №2კ-366აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2022
…წლის 16 დეკემბრის განაჩენზე; ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: 1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით ბრალდებულ გ. ტ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე. - ბრალდებული გ.…
- საქმე №ბს-508(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №2კ-943აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №2კ-376-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2021
- საქმე №2კ-157აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2021
- საქმე №2კ-781აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2021
- საქმე №2კ-727აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2021
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
- საქმე №2კ-538აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2019
- საქმე №ას-271-271-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №25აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2017
- საქმე №2კ-366აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2016
- საქმე №2კ-322აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2016
- საქმე №2კ-128აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2016
- საქმე №2კ-225აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2015
- საქმე №ბს-312-308(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2014
- საქმე №620აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2013
- საქმე №2კ-1574-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2013
- საქმე №2კ-1494-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2013
- საქმე №2კ-291აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2011
- საქმე №2კ-2-I-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2009
- საქმე №2კ-8კოლ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2008
- საქმე №ბს-1008-965(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2007
- საქმე №ბს-924-886(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
- საქმე №2კ-266აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2007
- საქმე №2კ-939აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2006
- საქმე №2კ-110კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2005
- საქმე №2კ-23კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2005
- საქმე №2კ-149კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2005
- საქმე №ბს-1109-910-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2004
- საქმე №2კ-151კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.12.2003
- საქმე №2კ-113კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2003
- საქმე №2კ-27კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2003
- საქმე №330100116001233721 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №010141318700066151 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №020100116001662844 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.02.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 71-დან.