მუხლი 337. სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა
თავი XXXIX — სამოხელეო დანაშაული
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ანდა, კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, მის მართვაში მონაწილეობა, თუ ეს დაკავშირებულია მისთვის უკანონო შეღავათის ან უპირატესობის დაწესებასთან ან მის სხვა ფორმით მფარველობასთან, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის
კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
მთავარი მონაცემები
სასჯელიშინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №19აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2024
…სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 337-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ,…
საქმე №23აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
…სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ვ. ვ. საქმის არსებითად განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით – 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2…
საქმე №ას-192-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
…2016 წლის 19 ივლისის დადგენილებით ამავე უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N074290216801, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 337-ე მუხლით, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად. 6.8. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 15 აპრილის წერილობითი პასუხით დგინდება, რომ 2019…
საქმე №2კ-376-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2021
…მე-3 ნაწილის,,ბ”,,,გ”,,,დ” და,,ე” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 337-ე მუხლით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3…
საქმე №ას-1167-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2020
…სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2016 წლის 19 ივლისის დადგენილებით ამავე უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 337-ე მუხლით, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად. სისხლისსამართლწარმოების ფარგლებში გამოძიება არ დასრულებულა და სასამართლოს მიერ შემაჯამებელი…
ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე− 208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაზე;“; ა.ე) „დ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ7“ და „დ8“…
ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე− 208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაზე; დ6) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 337, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-337/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია