განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
330100107002438486
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ივნისი 2019 წ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ს--–---- ჩ--------

ადვოკატი: დ----- კ----------–---–-

ს/ს საქმე N7-------

 

განსასჯელი: ა-–---------- პ---------

დაბადებული: 2----------–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თბილისი, ჟ-–----------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: ს------–----------------------------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ (2006 წლის 28 აპრილამდე მოქ. რედ.) და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები

აღკვეთის ღონისძიების სახე: დაპატიმრება

 

ღია სასამართლო სხდომაზე (განსასჯელის მონაწილეობის გარეშე) განიხილა ს/ს საქმე განსასჯელ ა-–---------- პ---------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ა’’ და ‘’გ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ა’’ და ‘’ბ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნის თანახმად: ა-–---------- პ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, ფლობა, სარგებლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება), მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.

მანვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, არაერთგზის ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და დიდი ოდენობით მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა.

 

განსასჯელ ა-–---------- პ---------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის აპრილში, წილებისა და საკრედიტო პორტფელის გამოსყიდვის გზით, სს ,,ქ--------–--------’’ მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო ფიზიკური და არარეზიდენტი იურიდიული პირებისაგან შემდგარმა ა-–---------- ჯგუფმა. მოქმედებდა რა აქციონერებისა და სხვადასხვა ფინანსური მაქინაციების საწარმოებლად არსებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით, რ------------------–--–- მოღვაწე, საქართველოს მოქალაქე ა-–---------- პ--------- ფაქტობრივად განსაზღვრავდა ფინანსური, საკადრო პოლიტიკისა და ბ----- საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შესაბამისად, განკარგავდა ბ----- ქონებას. ქ.მ-------–- მდებარე ,,მ------------ში’’ მობილიზებული უკანონო და საეჭვო თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ა-–---------- პ---------, წინასწარ მოფიქრებული სქემის შესაბამისად, 2004 წლის 11 ოქტომბერს დაუკავშირდა სს ,,ქ--------–--------’’ გ-------–---- დ------------ თ---------- კ------ეს და მიუთითა, რომ შესასრულებელი იყო თამასუქების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაცია და გაუგზავნა ხელშეკრულების ნიმუშები. ამ ოპერაციის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ სს ,,ქ--------–-------’’ ოფშორულ ზონაში - ბ------------ ვ---------- კ-------–----- რეგისტრირებული კომპანია ,,ე-–---------------------აგან’’ თითქოსდა ყიდულობდა 4191318 აშშ დოლარის რ-------- ფ-------–--- ,,მ------------ის’’ მარტივ თამასუქებს, რომელიც შემდგომ უნდა გამოესყიდა ,,მ------------ს’’. რეალურად იმ პერიოდში სს ,,ქ--------–-----ს’’ არ გააჩნდა საკმარისი ფინანსური სახსრები თამასუქების შესაძენად, მაგრამ ა-–---------- პ---------ს დავალებით, თ---------- კ------ემ ხელი მოაწერა ყალბ ხელშეკრულებებს კომპანია ,,ე-–-------------------თან’’, თითქოსდა მის მიერ შეძენილი იქნა ზემოაღნიშნული თამასუქები და იმავდროულად გააფორმა ასევე ყალბი აქტი დასახელებული თამასუქების მიღება-ჩაბარების შესახებ.

იმ დროს, როდესაც სს ,,ქ--------–-----ს’’ ჯერ თვითონაც არ ჰქონდა გადახდილი მარტივი თამასუქის ღირებულება ,,ე-–---------------------ათვის’’ და ჯერ არ იყო დამდგარი თამასუქების განაღდების ვადაც, ა-–---------- პ---------ს მითითებით, მომზადებული იქნა წერილი, რომლითაც სს ,,ქ--------–-------’’ ვადაზე ადრე ითხოვდა ,,მ------------ისგან’’ თამასუქების გამოსყიდვას და მათი ღირებულების ჩარიცხვას იმავე ,,მ------------ში’’ არსებულ მის საკორესპოდენტო ანგარიშზე, რაც განხორციელდა კიდეც და ,,მ------------იდან’’ გადმორიცხული 4191318 აშშ დოლარი სს ,,ქ--------–--------’’ მიერ ჩაერიცხა კომპანია ,,ე-–-------------------ს’’. ამასთან ერთად, გაფორმებული იქნა მეორე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტიც, რომლითაც სს ,,ქ--------–-------’’ მარტივ თამასუქებს, რომლებიც საერთოდ რეალურად არც ჰქონია, თითქოსდა უბრუნებდა მათ თავდაპირველ მფლობელს-კომერციულ ბანკ ,,მ------------ს’’.

აღნიშნულის შემდეგ, იმისათვის, რომ ა-–---------- პ---------ს უკან დაებრუნებინა სს ,,ქ--------–--------ათვის’’ გადმორიცხული თანხა, ამავე დროს მაქსიმალურად შეენიღბა განხორციელებული ფინანსური მაქინაცია, მის მიერ მოფიქრებული სქემის შესაბამისად, კომპანია ,,ე-–---------------------’’ საგადასახადო დავალებით სს ,,ქ--------–-------მა’’ განახორციელა თამასუქებისათვის ჩარიცხული თანხის კონვერტაცია რუსულ რუბლებში და ეს თანხა გადარიცხული იქნა კომპანიების ,,ფ-–-----ის’’, ,,გ---–----------ისა’’ და ,,ე------ოს’’ ანგარიშებზე, ისევ კომერციულ ბანკ ,,მ------------ში’’.

ზემოაღნიშნული ფინანსური მაქინაციები განხორციელდა ერთ დღეში 2004 წლის 11 ოქტომბერს, ა-–---------- პ---------ს დავალებით, რითაც ამ უკანასკნელმა რეალურ ბრუნვაში მოაქცია 4191318 აშშ დოლარი. თანხის რეალური პატრონის დამალვის მიზნით, მრავალსაფეხურიანი ფულად-საანგარიშსწორებო ოპერაციების შედეგად, აღნიშნული თანხა დაბრუნებული იქნა თავდაპირველ მესაკუთრესთან უკვე გარეცხილი სახით, რითაც ,,მ------------ის’’ მეშვეობით მოხდა ორგანიზაციების ,,ფ-–-----ის’’, ,,გ---–----------ისა’’ და ,,ე------ოს’’ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ა-–---------- პ---------მ სს ,,ქ--------–--------’’ ს--------–------- ს------ თავმჯდომარესთან ვ-–- ვ-------–---–თან, გ-------–---- დირექტორთან თ---------- კ------ესთან, დირექტორებთან ი----- მ-----–----ესთან და გ---- თ----------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ბ----- ინტერესების საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახა სხვისი ქონების მითვისება და მისი პირადი და სხვა საჭიროებისათვის გამოყენება საბანკო სესხების უკანონო განკარგვის გზით. იმისათვის, რომ არ დაერღვია საქართველოს ე---------–- ბ----- მიერ დადგენილი ნორმატივები და ლიმიტები ერთ მსესხებელზე მიღებული თანხების მოცულობის შესახებ, იგი ი----- მ-----–----ის მეშვეობით წინასწარ შეუთანხმდა ბ----- თანამშრომლებს, რომ მათ სახელზე გააფორმებდა ხელშეკრულებებს სესხის მიღების თაობაზე, თუმცა გამოტანილ თანხას თვითონ მიიღებდნენ და გამოიყენებდნენ პირადი და სხვა საჭიროებისათვის. ამ შეთანხმების თანახმად, 2004 წლის 1 აპრილს გაფორმებული იქნა ყალბი ხელშეკრულებები ნ-----–---- ბ------ესთან 7700 აშშ დოლარის, 30 აპრილს მ--- კ-------–--ესთან 5500 აშშ დოლარის, 28 მაისს მ------ კ------ესთან 4400 აშშ დოლარის, 1 ივლისს მ------ მ-------–---–თან 7575 აშშ დოლარის, 30 ივლისს ს------- ჯ-–------–---–თან 6000 აშშ დოლარის, 30 ივლისს ვ----– მ-------–---–თან 5000 აშშ დოლარის, 30 აგვისტოს ი----- მ-----–----ესთან 18320 აშშ დოლარის, 27 სექტემბერს ე---------- ფ------–---–თან 5800 აშშ დოლარის, 30 სექტემბერს გ------- შ-–---–---–თან 6000 აშშ დოლარის, 26 ოქტომბერს მ------ ჭ----ესთან 5000 აშშ დოლარის, 29 ოქტომბერს შ--–-- ჭ--–---–თან 5400 აშშ დოლარის და 2 ნოემბერს ბ--------- კ----–---–თან 500 აშშ დოლარის სესხის გაცემის შესახებ.

ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ, ნაცვლად ზემოთ დასახელებული პირებისა, ა-–---------- პ---------მ თ---------- კ------ესთან, ი----- მ-----–----ესთან, გ---- თ----------ესთან და ვ-–- ვ-------–---–თან ერთად, ყალბი სალაროს გასავლის ორდერების საფუძველზე, 2004 წლის 1 აპრილიდან 2004 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში მიიღო სესხების სახით გამოწერილი თანხა სულ 77195 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად გამოიყენა აღურიცხავი ხელფასების გაცემის, სს ‘’ქ--------–--------’’ შენობის აღურიცხავი საიჯარო თანხის დაფარვისა და სხვა, მათ შორის პირადი საჭიროებისათვის. მიუხედავად ხელშეკრულების ვადების ამოწურვისა, მისი და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ დაბრუნებული არ იქნა სესხის ძირითადი თანხა 56618,91 აშშ დოლარის და სესხის სარგებლობის პროცენტი 16928,46 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ სს ,,ქ--------–-----ს’’ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა რ---- ც-–--–---–მა განმარტა, რომ 2005 წლის 5 აგვისტოს, სს ,,ქ--------–-----ს’’ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია და დაინიშნა ამ ბ----- ლიკვიდატორად. 2008 წლის 10 ნოემბრის განკარგულებით ბანკში სალიკვიდაციო პროცესი დასრულდა და ბანკი გამოცხადდა გაკოტრებულად. როგორც მისთვისაა ცნობილი, იურიდიული დოკუმენტების მიხედვით, ბ----- საქმიანობის კონტროლს ა-–----------- არ ახორციელებდა. შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ ბ----- თანამშრომლებზე გაცემული იყო 12 სესხი, რომელიც იყო ასანაზღაურებელი. როგორც ლიკვიდატორმა, კრედიტის ამღებ პირებს მოსთხოვა სესხის დაფარვა, თუმცა მათი განმარტებით, თანხა მათ მიერ არ ყოფილა დახარჯული. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო აღურიცხავი თანხები, რადგან სესხი გაიცა თანამშრომლებზე, თუმცა რეალურად მათ არ მიუღიათ და მოხმარდა სხვა რამეს. 2007 წლის 6 ივნისს ბ----- ს--------–-------- ს------ თავმჯდომარის - თ--- პ---------ს მიერ დაიფარა ნ-----–---- ბ------ეზე გაცემული სესხი 1399 აშშ დოლარის ოდენობით. შემოტანილი იქნა 15000 აშშ დოლარიც, რომელიც გადანაწილდა საკრედიტო დავალიანების დასაფარავად. სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, სამოქალაქო კოლეგიაში შეჩერდა საქმის განხილვა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილია, რომ განსასჯელ ა-–-----------სა და მისი თანამზრახველი პირების მიერ ,,ქ--------–-------დან’’ მითვისებულ და გაფლანგულ იქნა 73547,37 აშშ დოლარი. მოწმემ დაადასტურა, რომ ზიანის თანხის ნაწილი ანაზღაურებულია. მოწმემ ასევე მხარი დაუჭირა სამოქალაქო სარჩელს, ითხოვა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება 59548 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ------ კ------ემ დაადასტურა წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ 2002 წლის გაზაფხულზე, როდესაც გაიცნო ა-–---------- პ---------, მუშაობდა კომერციულ ბანკ ,,კ---------–-’’ მ-------- ბ------–------ თანამდებობაზე. ა-–----------- თავად დაუკავშირდა მას და შესთავაზა ახლად გახსნილ ბანკში თანამდებობა. შეხვედრისას უთხრა, რომ აპირებდა საბანკო დაწესებულების ყიდვას და ვინაიდან მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში, სურდა ბანკს ჩადგომოდა სათავეში. ამ შემოთავაზებას დათანხმდა და ამის შემდეგ მათი შეხვედრა მოხდა ბ----- გადაფორმების დროს. საუბარი იყო ,,ქ--------–-----ზე’’, რომელიც გაკოტრებული და გადახდისუუნარო იყო, თუმცა როგორც ა-–----------- ამბობდა, მას ჰქონდა რესურსები ბ----- ფეხზე დასაყენებლად. მოწმე დაინიშნა გ-------–---- დ--------------, მის უფლებამოსილებაში შედიოდა ფულადი სახსრების მართვა და მოზიდვა, მენეჯმენტი, საქმიანობის ორგანიზება, ხოლო ს--------–-------- ს------ მოვალეობაში შედიოდა ბ----- პოლიტიკის განსაზღვრა, ასევე დირექტორატის პერიოდული კონტროლი. ა-–----------- ,,ქ--------–--------’’ აქციონერი და თანადამფუძნებელი საბუთებით არ ყოფილა, ასევე ოფიციალურად არც ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ მუშაობდა ,,მ------------შიც’’, მაგრამ ტელეფონით იძლეოდა სიტყვიერ მითითებებს, ჩამოდიოდა და ფაქტობრივად ყველა ოპერაცია, გარდა წვრილმანი ხარჯებისა, თანმხდებოდა და სრულდებოდა ა-–-----------ს მითითების საფუძველზე, ხოლო ეს უკანასკნელი ათანხმებდა თუ არა ვინმე სხვასთან, მისთვის უცნობია. ბ----- კაპიტალი იყო პასივები, აქტივების ფარგლებში კი იყო ,,ჯ-------–---------- ბ-----’’ საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული 500000 აშშ დოლარის ნაშთი და უიმედო სესხებით დაკომპლექტებული პორტფელი, რომლის ამოღება იყო შეუძლებელი. აღნიშნული ნაშთი შემდგომ, ა-–-----------ს მითითების საფუძველზე გადაირიცხა ,,მ------------ის’’ საკორესპონდენტო ანგარიშზე. ეს ნაშთი მათთვის მიუწვდომელი იყო და მიუხედაავდ იმისა, რომ მას ამ თანხის გამოყენების უფლება იურიდიულად გააჩნდა, ფაქტობრივად ამის გაკეთება არ შეეძლო ალ. პ---------ს სიტყვიერი განკარგულების გარეშე. ამასთან, კონტროლს ახორციელებდა ს--------–-------- ს------ თავმჯდომარე - ალ. პ---------ს დედა თ------ პ---------. 2004 წლის ოქტომბერში დაურეკა ა-–---------- პ---------მ და უთხრა, რომ მათ უნდა შეეძინათ მათივე კლიენტის ,,მ------------ის’’ თამასუქები, რასაც აუნაზღაურებდა აღნიშნული ბანკი. ფაქტიურად იძულებული გახდა, შეესრულებინა ეს მოთხოვნა, ვინაიდან ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო ა-–----------- და თანხებსაც ის განაგებდა. დამაბრკოლებელი გარემოება იყო ის, რომ ვერ მოაწერდა თამასუქის მიღება-ჩაბარებაზე ხელს, თუმცა ა-–-----------ს მოთხოვნით ეს გააკეთა. მისი ეჭვი იმანაც გამოიწვია, რომ აღნიშნული ოპერაციის შესრულება შეეძლო თავად ,,მ------------საც’’, მაგრამ ეს გააკეთა ,,ქ--------–--------’’ მეშვეობით და ფაქტობრივად, ეს უკანასკნელი გამოდიოდა შუალედურ რგოლად. თანხა იყო 4191318 აშშ დოლარი, რომლის კონვერტაცია მოახდინეს რუსულ რუბლში. თავად ,,ქ--------–-------მა’’ კონვერტაციის შედეგად მიიღო მოგება 4500 აშშ დოლარის ოდენობით. მიიღეს თამასუქის მხოლოდ ფოტოასლები. კლიენტის ,,ე-–---------------------’’ დავალების საფუძველზე, კონვერტაციის შემდეგ თანხა გადარიცხა სხვადასხვა მითითებულ ანგარიშზე. ოპერაცია შესრულდა 3 საათში და ვინაიდან თანხის ბრუნვა აღემატებოდა 15000 აშშ დოლარზე მეტს, აღნიშნულის თაობაზე აცნობა ეროვნულ ბანკსაც. გარდა ამისა, ვინაიდან თამასუქის განაღდების ვადა ამ მომენტისათვის დამდგარი არ იყო, წერილის საფუძველზე მოხდა ვადაზე ადრე განაღდება. მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს თანხები ეკუთვნოდა ,,ე-–-------------------ს’’. მოწმემ განმარტა, რომ ოპერაცია განხორციელდა შემოსავლის მიღების მიზნით, ა-–---------- პ---------ს თხოვნით და თანხის ასეთი ბრუნვის რეალური მოტივაცია მისთვის იყო უცნობი. გარდა ამისა, ა-–-----------ს მითითების საფუძველზე, თანამშრომლებზე გაფორმდა სესხები, რომლითაც დაიფარა სარემონტო ხარჯები და არაოფიციალური ხელფასები. ეს სესხები უნდა დაეფარა თავად ა-–-----------ს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი ა-–----------- ოფიციალურად არც ,,მ------------ის’’ დამფუძნებელი, ან აქციონერი არ ყოფილა, თუმცა ამ ბანკთან გააჩნდა საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა და გავლენასაც ახდენდა მასზე. ამასთან, პ---------ს ოფისი მდებარეობდა ბ----- შენობაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ---- თ----------ემ დაადასტურა წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ თ------ კ------ესთან და ი----- მ-----–----ესთან ერთად მუშაობდა კომერციულ ბანკ ,,კ---------–-’’. 2002 წელს თ.კ------ემ, რომელიც იყო მ-------- ბუღალტერი, ა-–---------- პ---------სგან მიიღო წინადადება, რომ დაეწყო მუშაობა მისდამი დაქვემდებარებულ ,,ქ--------–-----ში’’. თავად მოწმე დაინიშნა დ-------------- და მის მოვალეობაში შედიოდა, კურატორობა გაეწია საკრედიტო დეპარტამენტისათვის, ბუღალტრული აღრიცხვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიისათვის. მათ იცოდნენ, რომ ამ ბ----- აქციონერები უნდა ყოფილიყვნენ შ---–-------–- კომპანიები, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ სერიოზული ინვესტიციები ბანკში. რეალურად აღმოჩნდა, რომ აქციონერები იყვნენ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები. მიაჩნდათ, რომ ოფშორული ორგანიზაციების აქციონერებად ყოფნა ბ-----ათვის სასარგებლო არ იქნებოდა, მაგრამ ა-–----------- თ.კ------ეს არწმუნებდა, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება და პარტნიორები შეიცვლებოდნენ. რაც შეეხება თავად ა-–---------- პ---------ს, ის ა-–---------- ჯგუფში არ ფიგურირებდა, თუმცა ფაქტობრივად განაგებდა ბანკს და გ-------–----ი დირექტორიც ასრულებდა მის მითითებებს. კომერციულ ბანკს უნდა ჰქონოდა კაპიტალი 5 მლნ. ლარის ოდენობით. ვინაიდან ბანკს არ გააჩნდა რეალური ფულადი სახსრები, რომლითაც ის შეძლებდა საბანკო ოპერაციების განხორციელებას, გაჩნდა კაპიტალის აღდგენის აუცილებლობა. ა-–-----------ს მითითებით აღნიშნული განხორციელდა შემდეგნაირად: მოხდა სასესხო პორტფელის და ,,ჯ-------–---------- ბანკში’’ ,,ქ--------–--------’’ აქტივის გამოსყიდვა ოფშორული კომპანიის მიერ. გამოსყიდვის შედეგად მიღებული თანხები ჩაირიცხა ,,ქ--------–--------’’ საკორესპონდენტო ანგარიშზე ,,მ------------ში’’. როგორც მოწმისთვისაა ცნობილი, ამ თანხების ბ----- მიერ გამოყენება არ მომხდარა, რადგან ა-–---------- პ--------- გ-------–---- დ------------ ამის უფლებას არ აძლევდა. ამ თანხის განკარგვა მათთვის ხელმიუწვდომელი იყო. ბ----- მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან საკმარისი არ იყო თანხა რემონტის, იჯარის და ხელფასებისთვის, რაზეც ა-–-----------მ მითითება მისცა გ-------–---- დ------------, გაეფორმებინა თანამშრომლებზე სესხები, ხოლო სესხს და მასზე დარიცხულ პროცენტებს თვითონ გადაიხდიდა. სესხის სახით თანამშრომლებზე გაიწერა თანხები, რომლებიც რეალურად მოხმარდა რემონტს და აღურიცხავ ხელფასებს, რაც ასევე გარკვეულწილად დარღვევას წარმოადგენდა საგადასახადო კანონმდებლობის და ანგარიშგების კუთხით. 2004 წლის 11 ოქტომბერს ა-–----------- დაუკავშირდა თ.კ------ეს, რომელსაც გამოუგზავნა ფაქსით ხელშეკრულების პროექტი ,,მ------------ის’’ თამასუქების გამოსყიდვაზე ,,ე-–---------------------გან’’ და აღნიშნული თამასუქების უკუმიყიდვაზე ,,მ------------ისათვის’’. ხელშეკრულების საფუძველზე, ,,ქ--------–-------მა’’ ,,ე-–---------------------აგან’’ 4191318 აშშ დოლარად შეიძინა მარტივი თამასუქები. ,,ქ--------–-----ს’’ ამისათვის ,,მ------------მა’’ ჩაურიცხა მითითებული თანხა, რაც გადაიგზავნა ,,ე-–---------------------’’ ანგარიშზე. ამ უკანასკნელის დავალებით მოხდა ამ თანხის კონვერტირება რუსულ რუბლში და კონვერტირებული თანხა გადაირიცხა ,,მ------------ში’’. აღნიშნული ოპერაცია ატარებდა ფიქტიურ ხასიათს, ვინაიდან თამასუქის ორიგინალები ,,ქ--------–-----ში’’ წარმოდგენილი არ ყოფილა და არც თ.კ------ე ყოფილა ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად მ-------–- ჩასული. მათი ბანკი გამოყენებული იქნა ა-–---------- პ---------ს მიერ კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად, რითაც განხორციელდა კიდეც საეჭვო წარმომავლობის თანხის ლეგალურ ბრუნვაში მოქცევა. ოპერაციის შინაარსი მართალია მათთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან არ იცოდნენ თანხების წარმომავლობა, მაგრამ ეს ოპერაცია განხორციელდა ვინაიდან ბ----- რეალური მფლობელის სურვილი ასეთი იყო. ამასთან, 2004 წლის დეკემბერში, ს--------–-------- ს------ თავმჯდომარედ ვ-–- ვ-------–---–ის შემდეგ არჩეულ იქნა ა-–---------- პ---------ს დედა თ---თინ პ---------, რომელიც ყველაფრის საქმის კურსში იყო. მართალია, მას არ უნახავს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ა-–---------- პ---------ს ,,მ------------ში’’ ან ,,ქ--------–-----ში’’ მის უფლებამოსილებას, მაგრამ ის იყო ფაქტიურად აღნიშნული ბანკების ფაქტობრივი მფლობელი, რომლის მითითებების საფუძველზე ხორციელდებოდა ყველა ოპერაცია. მოწმე 2005 წლის 1 დეკემბერს გასამართლებული იქნა სსკ-ის 182-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, რასაც მთლიანად აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ა-–---------- პ--------- ერთხელ ყავს ნანახი და ერთხელ ესაუბრა მხოლოდ ტელეფონით, მასთან ერთად ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულს მაინც აღიარებს, ვინაიდან მართალია წინასწარ დანაშაულის ჩადენაში არ შეთანხმებულა ა-–-----------სთან, მაგრამ გარემოებების გამო იძულებული იყო მიეღო მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულში. მათი დანაშაული გამოიხატებოდა ფიქტიური საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებაში, აღურიცხავი ხელფასების გაცემაში და აღურიცხავი რემონტის გაკეთებაში. სესხის სახით აღებული თანხები დაიხარჯა რემონტში, ხელფასებში და იჯარაში, რაც ა-–-----------ს უნდა გადაეხადა. ფაქტიურად მას უნდოდა შეემცირებინა საკუთარი ხარჯები. თანხა მთლიანად ჩაირიცხა ,,მ------------ში’’ ,,ქ--------–--------’’ ანგარიშზე, საიდანაც ამ ფულს არ უმოძრავია, ვინაიდან ა-–-----------ს მითითების გარეშე ,,მ------------ი’’ არ შეასრულებდა მათ განკარგულებებს. აღნიშნულ გარემოებას ისიც ადასტურებს, რომ ბ----- ლიკვიდაციის შემდეგაც ეს თანხა თვით ე---------–---------– კი ვერ დაიბრუნა ლიკვიდატორების მეშვეობით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ი----- მ-----–----ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ 2002 წელს თ------ კ------ისგან, რომელთან ერთადაც მუშაობდა ,,ე---------–-----–-’’, ხოლო შემდეგ ,,კ---------–-’’, ცნობილი გახდა, რომ ვინმე ა-–---------- პ---------სგან იყო შემოთავაზება კომერციულ ბანკში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით. საუბარი იყო იმაზე, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი აპირებდა ან ახალი ბ----- გახსნას, ან მოქმედი ბ----- შეძენას. საბოლოოდ, ასეთ კომერციულ ბანკად შეირჩა ,,ქ--------–-------’’. მოიძებნა შენობა დ---–---- ქუჩაზე, დაიწყო სარემონტო სამუშაოები და ახალი წევრებით დაკომპლექტდა ს--------–-------- ს----- და ბ----- დირექტორატი. თავად დაინიშნა ერთ-ერთი დ------------- თანამდებობაზე და კურირებდა ნაღდი ფულით ოპერაციების სამსახურებს, ს--------–--- ნაწილს და სამეურნეო სამსახურს. იურიდიული თვალსაზრისით, ბ----- დამფუძნებლები იყვნენ იურიდიული და ფიზიკური პირები. რეალური მითითებები და განკარგულებები კი გაიცემოდა ა-–---------- პ--------- მიერ, რომელიც ოფიციალურად არც დამფუძნებელი იყო და არც აქციონერი, იმყოფებოდა მ-------–- და საკითხების მართვა უმეტესად ხდებოდა ტელეფონით. თ.კ------ისგან შეიტყვეს, რომ ა-–-----------ს მითითებით, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე თანხების გადმოგზავნა ვერ ხდებოდა, თანამშრომლებს აეღოთ სესხი, რითაც დაიფარებოდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და სხვა თანხები, ხოლო სესხის თანხა შემდეგ გადაიფარებოდა გამოგზავნილი თანხებით. აღნიშნულის საფუძველზე, რამოდენიმე თანამშრომელთან გაფორმდა სესხი, აღებული თანხა კი მოხმარდა აღურიცხავ ხელფასებს და სარემონტო სამუშაოებს. ასევე თ.კ------ისგან მისთვის ცნობილი გახდა თამასუქით განხორციელებული ოპერაციის თაობაზე და იცის, რომ ეს წინადადება მომდინარეობდა ა-–-----------საგან. ყიდვა-გაყიდვის გარიგება დოკუმენტურად არ განხორციელებულა, ფაქტობრივად საბანკო ოპერაციები განხორციელდა უსაფუძვლოდ და ამის შემდეგ დაიწყო იმ დოკუმენტებზე ზრუნვა, რომელიც ამ ხელშეკრულებას მანამდე უნდა დადებოდა საფუძვლად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ-–- ვ-------–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ ა-–----------- გაიცნო 1999-2000 წლებში, ჰქონდა მასთან ხანმოკლე ურთიერთობა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, პ--------- ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და შესთავაზა განახლებულ ბანკში ს--------–-------- ს------ თავმჯდომარის თანამდებობა. შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და გაემგზავრა მ-------–-, სადაც შედგა შეხვედრა ა-–---------- პ---------სთან. ამ უკანასკნელმა გადასცა მას გ-------–----ი დ------------- თ.კ------ის ტელეფონის ნომერი, რომელსაც თბილისში ჩამოსვლისთანავე დაუკავშირდა. ვინაიდან იჯარით აღებული ფართი არ იყო საკმარისი ბ----- ფუნქციონირებისათვის, დაისვა დამატებითი ფართის შეერთების საკითხი. მოხდა ისე, რომ ფართი იყიდებოდა და შეიძინა მოწმემ. ჩატარდა სარემონტო სამუშაოები ბ----- დაფინანსებით და ბუნებრივია, ა-–-----------ც საქმის კურსში იყო. ა-–----------- ჩამოსული იყო 2004 წლის ზამთარში, ბანკს ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები და მან გამოთქვა აზრი, რომ თანამშრომლებს აეღოთ სესხი, რომელიც შემდეგ დაიფარებოდა მის მიერ. ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა, ვინაიდან ფაქტობრივად სესხის ამღებ პირებს თანხა სახლში არ მიჰქონდათ და თანხის გამოტანა ხდებოდა გარკვეული მიზნებისათვის, თუმცა სესხი მაინც გაიცა თანამშრომლებზე. სესხის თანხა კი არ დაიფარა, რაშიც სრულიად უდანაშაულო ადამიანებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა. ვინაიდან მოწმემ თავი ჩათვალა ზედმეტად, 2004 წლის ივლისში, მისი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ს--------–-------- ს------ თავმჯდომარის თანამდებობიდან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ბ--------- კ----–---–მა დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ 2002 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა ,,ქ--------–-----ში’’ დ-–--- ს----------- უფროსად. ბ----- ხელმძღვანელი პირები იყვნენ თ.კ------ე, ი.მ-----–----ე და გ.თ----------ე. მუშაობის პერიოდში, ი.მ-----–----ემ, რომელიც იყო ერთ-ერთი დირექტორი, სთხოვა, რომ თუ შეიძლებოდა მის სახელზე გაფორმებულიყო კრედიტი, რომელსაც დაფარავდა 3 თუ 6 თვეში. აღნიშნულ თხოვნაზე დათანხმდა, აიღო სესხის სახით 500 აშშ დოლარი, რომელიც იმავე დღეს გადასცა ი.მ-----–----ეს. სალარო გასავლის ორდერზე და ხელშეკრულებაზე არის მისი ხელმოწერა, რადგან თანხა გამოტანილი იქნა მის მიერ, თუმცა მოწმეს არ მოუხმარია და არც იცის თუ რაში დაიხარჯა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე გ------- შ-–---–---–მა დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამoძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ მუშაობდა ‘’ქ--------–-----ში’’ სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის აქტივებისა და პასივების დეპარტამენტში რიგით სპეციალისტად, ს--------–--- სალაროს უფროსად, სალაროს გამგედ, საკრედიტო და სავალუტო განყოფილებაში აკონტროლებდა სახაზინო ვალდებულებებს, ამოწმებდა სესხებს და ა.შ. განსასჯელს არ იცნობს. ი.მ-----–----ის თხოვნით, რომელიც იყო ერთ-ერთი დირექტორი, სესხი გააფორმა თავის სახელზე, ხოლო აღებული თანხა 6000 აშშ დოლარი სრულად გადასცა ი.მ-----–----ეს. როგორც ი.მ-----–----ემ განუმარტა, ეს თანხა დაბრუნდებოდა ხელფასის სახით, ხოლო სესხის თანხას დაფარავდა ბანკი. ხელფასი მართლაც დარიგდა, თუმცა საიდან, მან არ იცის. მისი წამოსვლის დროისათვის სესხი დაფარული არ იყო და არც ის იცის, დაიფარა თუ არა ამის შემდგომ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ----– მ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2002 წლიდან მუშაობდა ‘’ქ--------–-----ში’’, ჯერ მ------–-- თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ ძ--------- ლ---------- შემფასებლად. ბ----- დირექტორები იყვნენ ი.მ-----–----ე, თ.კ------ე და გ.თ----------ე. მან ი.მ-----–----ის თხოვნით აიღო სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით და გადასცა მას. თუ რაში უნდა დახარჯულიყო ეს თანხა, მისთვის უცნობია. საბოლოოდ დაიფარა თუ არა სესხი, არ იცის.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე შ--–-- ჭ--–---–მა დაადასტურა წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ განსასჯელს იცნობს ბავშვობიდან. მუშაობდა ‘’ქ--------–-----ში’’ გ-------–----ი დ------------- თანაშემწედ უ----------------------ში. თ.კ------ის თხოვნით გამოიტანა სესხი 5400 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო აღებული თანხა მთლიანად გადასცა თ.კ------ეს, რომლის თქმითაც, ამ თანხას თვითონ დაფარავდნენ. სესხი გამოიტანა თითქმის ყველა თანამშრომელმა. იცის, რომ რაღაც თანხა იფარებოდა, თუმცა მოცემული დროისათვის თუ რამდენია დასაფარი, ან დაიფარა თუ არა, მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ------ მ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2002 წლიდან მუშაობდა ‘’ქ--------–-----ში’’ ს--------–--- განყოფილების უ-------------------–-ს თანამდებობაზე. ი.მ-----–----ის თხოვნით, გამოიტანა სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც ჩაიდო მისი ა/მანქანა, ხოლო აღებული სესხი გადასცა ი.მ-----–----ეს, რომლის თქმითაც სესხის დაფარვა მოხდებოდა მათ მიერ. დღეის მდგომარეობით, როგორც მისთვის ცნობილია, სესხი დაფარულია, ხოლო ბანკი ლიკვიდირებული.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ--- კ-------–--ემ დაადასტურა წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2002 წლიდან 2005 წლის 1 აგვისტომდე მუშაობდა ‘’ქ--------–-----ში’’ მ-------- ბ------–------ თანამდებობაზე. დირექტორების თ.კ------ის და ი.მ-----–----ის თხოვნით, მან აიღო სესხი 5500 აშშ დოლარის ოდენობით. როგორც თ.კ------ემ უთხრა, ამ სესხთან დაკავშირებით, მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა, თავდებად უდგებოდა გ.თ----------ე და თანხის დაფარვაც მოხდებოდა მათ მიერ. როგორც მისთვის იყო ცნობილი, სესხი სხვა თანამშრომლებზეც იქნა გაფორმებული. მოწმემ განმარტა, რომ ი.მ-----–----ეს ევალებოდა სალაროს კურირება. მოლარეს არ ჰქონდა უფლება გასავლის ორდერით სხვას მიეღო თანხა. იცის, რომ თ.კ------ე და მოლარე მ.კ------ე იყვნენ ნათესავები, ხოლო თუ როგორი, მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ------ კ------ემ დაადასტურა მის მიერ წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2002 წლის 6 სექტემბრიდან მუშაობდა სს ‘’ქ--------–-----ში’’ მოლარედ. ი----- მ-----–----ემ სთხოვა, რომ საქმისთვის ესაჭიროებოდა თანხა და მის სახელზე გაეფორმებინა სესხი. სესხის მიზნობრიობის თაობაზე მას ი.მ-----–----ისთვის არ უკითხავს, დაეთანხმა და გაფორმდა სესხი 4400 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 3400 აშშ დოლარი მისცა ი.მ-----–----ეს, ხოლო 1000 აშშ დოლარი მოიხმარა პირადი საჭიროებისამებრ. თავდებად დაუდგა გ---- თ----------ე. თანხის ნაწილი დაფარა ი.მ-----–----ემ. თ------ კ------ე არის მისი ბიძაშვილი. არ იცის ამ სესხის თაობაზე იცოდა თუ არა მან, ვინაიდან ი.მ-----–----ის თქმით, თანხა საჭირო იყო საქმისათვის. სესხი აღებული ჰქონდა თითქმის ყველა თანამშრომელს და სალაროდან გაიცემოდა პირადად ამ პირებზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ს------- ჯ-–------–---–მა დაადასტურა მის მიერ წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მუშაობდა ‘’ქ--------–-----ში’’ მ-------- ბ------–------ მოადგილედ. ი.მ-----–----ის თხოვნის საფუძველზე, მის სახელზე გაფორმდა სესხი 6000 აშშ დოლარის ოდენობით და აღებული თანხაც გადასცა მას. როგორც მას ი.მ-----–----ემ უთხრა, სესხს თვითონ არ დაფარავდა. თუ რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა მისთვის უცნობია. პირადად თანხა მას სესხის დასაფარად არ შეუტანია და როგორც იცის, მოცემული ეტაპისათვის სესხი დაფარულია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ე---------- ფ------–---–მა დაადასტურა მის მიერ წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მუშაობდა სს ‘’ქ--------–-----ში’’ ჯერ სავალუტო განყოფილების სპეციალისტად, ხოლო შემდეგ ოპერატორის თანამდებობაზე. 2004 წლის 27 სექტემბერს, მასთან მივიდა საკრედიტო განყოფილების სპეციალისტი გ------- შ-–---–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ დ------------- ი----- მ-----–----ის თხოვნით, მის სახელზე უნდა გაფორმებულიყო სესხი 5800 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან თანხა საჭირო იყო ბ-----თვის, ხოლო სესხი დაიფარებოდა ბ----- მიერ. დათანხმდა, ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულებასა და გასავლის ორდერს, თუმცა სალაროდან თანხა ვინ გამოიტანა, მისთვის უცნობია. 2005 წლის აპრილში წამოვიდა სამსახურიდან, რა დროსაც, აღნიშნული სესხის თაობაზე, ვინაიდან იყო დასაფარი, საუბარი ჰქონდა ი.მ-----–----ესთან, გ.თ----------ესთან და თ.პ---------სთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ეს არ იყო მისი პრობლემა და ყველაფერი მოგვარდებოდა. მისი წამოსვლის შემდეგაც სესხი იყო დასაფარი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე მ------ ჭ----ემ დაადასტურა მის მიერ წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2002 წლის სექტემბრიდან მუშაობდა სს ‘’ქ--------–-----ში’’. გ-------–----ი დ------------- თ.კ------ის თხოვნით, მის სახელზე გაფორმდა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდაც, დ-------------ავე თქმით, მას არ მოუწევდა. აღებული სესხის თანხა მან გადასცა ი.მ-----–----ეს, რაც აცნობა თ.კ------ეს. როგორც მისთვის ცნობილია ანალოგიური სესხები გაიცა სხვა თანამშრომლებზეც.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ-----–---- ბ------ემ დაადასტურა მის მიერ წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2002 წლიდან მუშაობდა ‘’ქ--------–-----ში’’ განყოფილების უფროსად. ა-–---------- პ---------ს იცნობს. იცოდა, რომ იყო აღნიშნული ბ----- ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა იურიდიულად თუ ფაქტობრივად, არ იცის. ა-–----------- პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში და თანხმდებოდნენ ბ----- განვითარებაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ერთ-ერთი ასეთი ჩამოსვლის დროს მას თან ახლდა ორი რუსი ეროვნების მამაკაცი, რომლებთანაც საუბარი მიდოდა საკრედიტო ბარათების დანერგვასთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც მისთვის ცნობილია ეს პირები იყვნენ ამ ბარათების სპეციალისტები. ა-–----------- განხილვაში მონაწილებდა, მას აზრს ეკითხებოდნენ. 2004 წლის 11 ოქტომბრის ოპერაციაში მონაწილეობდა ‘’მ------------ი’’. როცა პირველი დავალება იქნა მიღებული თამასუქების შეძენასთან დაკავშირებით, არ იცოდა თუ სად იყო თამასუქები, რადგან ასეთი ოპერაციის გაკეთებისთვის, საჭირო იყო მათთან ყოფილიყო დედნები. მოწმემ დადასტურა, რომ აღნიშნული ოპერაციის ჩატარებით ‘’ქ--------–-------მა’’ მიიღო სარგებელი.

- წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, სისხლის სამართლის №7------- საქმეზე, გამოძიება დაიწყო 2005 წლის 9 აგვისტოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

- სს ‘’ქ--------–--------’’ ს--------–-------- ს------ ს----------- ოქმის თანახმად, 2002 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: სს ,,ქ--------–--------’’ ს--------–-------- ს------ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვ.ვ-------–---–ი, ხოლო მის მოადგილედ დ.ძ--------ი. სს ,,ქ--------–--------’’ გ-------–---- დ-------------- დაინიშნა თ.კ------ე, ხოლო დირექტორებად: გ.თ----------ე და ი.მ-----–----ე.

- 2004 წლის 1 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებით, ნ-----–---- ბ------ემ ბ-----გან მიიღო სესხი 7700 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა. 2004 წლის 31 მარტის თავდებობის ხელშეკრულებით, თ------ ჩ--------მ, როგორც თავდებმა, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ნ.ბ------ის მიერ 2004 წლის 1 აპრილის საბანკო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულება ხელმოწერებით დაადასტურეს თავდებმა თ.ჩ--------მ და ბ----- დირექტორმა გ.თ----------ემ.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 7700 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია ნ-----–---- ბ------ეზე 2004 წლის 29 ოქტომბერს.

- 2004 წლის 30 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებით, მ--- კ-------–--ემ ბ-----გან მიიღო სესხი 5500 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- თ.კ------ის ხელმოწერა. 2004 წლის 29 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებით, გ---- თ----------ემ, როგორც თავდებმა, იკისრა სოლიდარული ვალდებულება მ.კ-------–--ის მიერ საბანკო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულება ხელმოწერებით დაადასტურეს თავდებმა გ.თ----------ემ და ბ----- დირექტორმა თ.კ------ემ.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 5500 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია 2004 წლის 30 აპრილს მ--- კ-------–--ეზე.

- 2004 წლის 28 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ქ--------–-----სა’’ და მოქალაქე მ------ კ------ეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მ.კ------ემ ბ-----გან მიიღო სესხი 4400 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა. 2004 წლის 18 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებით, გ---- თ----------ემ, როგორც თავდებმა, იკისრა სოლიდარული ვალდებულება მ------ კ------ის მიერ 2004 წლის 28 მაისის საბანკო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულება ხელმოწერებით დაადასტურეს თავდებმა გ---- თ----------ემ და ბ----- გ-------–----მა დირექტორმა თ.კ------ემ.

- სალაროს გასავლის ორდერების თანახმად, თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია მ.კ------ის სახელზე 2004 წლის 28 მაისს, 400 აშშ დოლარის ოდენობით - 2004 წლის 1 ივნისს, ხოლო 1000 აშშ დოლარის ოდენობით 2004 წლის 8 სექტემბერს.

- 2004 წლის 01 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ქ--------–-----სა’’ და მოქალაქე მ------ მ-------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მ.მ-------–---–მა ბ-----გან მიიღო სესხი 7575 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა. 2004 წლის 29 ივლისის გირავნობის ხელშეკრულებით, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მ.მ-------–---–მა ბ----- სასარგებლოდ დააგირავა მის საკუთრებაში მყოფი მსუბუქი ტიპის ავტომანქანა ,,ფ-------------------.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 7575 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია მ------ მ-------–---–ის სახელზე 2004 წლის 01 ივლისს.

- 2004 წლის 30 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ქ--------–-----სა’’ და მოქალაქე ვ----– მ-------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვ.მ-------–---–მა ბ-----გან მიიღო სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა. 2004 წლის 30 ივლისის გირავნობის ხელშეკრულებით, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ვ.მ-------–---–მა მოგირავნის სასარგებლოდ დააგირავა მის საკუთრებაში მყოფი მსუბუქი ტიპის ავტომანქანა ,,ო---–-------------’.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, 2004 წლის 30 ივლისს თანხა 7575 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია ვ----– მ-------–---–ის სახელზე.

- 2004 წლის 30 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით, ს------- ჯ-–------–---–მა ბ-----გან მიიღო სესხი 6000 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა ბ----- დირექტორმა გ.თ----------ემ. 2004 წლის 30 ივლისის გირავნობის ხელშეკრულებით, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ს.ჯ-–------–---–მა მოგირავნის სასარგებლოდ დააგირავა მის საკუთრებაში მყოფი მსუბუქი ტიპის ავტომანქანა ,,ჰ----------–-------------’’.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 6000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია 2004 წლის 30 ივლისს ს------- ჯ-–------–---–ზე.

- 2004 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ქ--------–-----სა’’ და მოქალაქე ი----- მ-----–----ეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ი----- მ-----–----ემ ბ-----გან მიიღო სესხი 18320 აშშ დოლარის ოდენობით 16 თვის ვადით, წლიური 24%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- გ-------–----ი დ------------- თ.კ------ის ხელმოწერა. 2004 წლის 30 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულებით, ი.მ-----–----ესა და სს ,,ქ--------–-----ს’’ შორის 2004 წლის 30 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ი.მ-----–----ემ ბ----- სასარგებლოდ დააგირავა მის საკუთრებაში მყოფი მსუბუქი ტიპის ავტომანქანები ,,V---------’ და ,,M-----------------’’. 2004 წლის 15 ოქტომბრის გირავნობის ხელშეკრულებით კი ბ----- სასარგებლოდ ი.მ-----–----ის მიერ დაგირავებული იქნა მსუბუქი ტიპის ა/მანქანა ,,A------’’.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 18320 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია ი----- მ-----–----ეზე 2004 წლის 30 აგვისტოს.

- 2004 წლის 27 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ე---------- ფ------–---–მა ბ-----გან მიიღო სესხი 5800 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 20%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, აღნიშნული თანხა გაცემულია ე.ფ------–---–ზე 2004 წლის 27 სექტემბერს.

- 2004 წლის 30 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ქ--------–-----სა’’ და მოქალაქე გ------- შ-–---–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გ.შ-–---–---–მა ბ-----გან მიიღო სესხი 6000 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 20%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 6000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია გ.შ-–---–---–ზე 2004 წლის 30 სექტემბერს.

- 2004 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ქ--------–-----სა’’ და მოქალაქე მ------ ჭ----ეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ ჭ----ემ ბ-----გან მიიღო სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 20%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- გ-------–----ი დ------------- თ.კ------ის ხელმოწერა.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, 2004 წლის 26 ოქტომბერს 5000 აშშ დოლარი გაცემულია მ------ ჭ----ეზე.

- 2004 წლის 29 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, შ--–-- ჭ--–---–მა მიიღო სესხი 5400 აშშ დოლარის ოდენობით 9 თვის ვადით, წლიური 20%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა. 2004 წლის 29 ოქტომბრის გირავნობის ხელშეკრულებით, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, შ.ჭ--–---–მა ბ----- სასარგებლოდ დააგირავა მის საკუთრებაში მყოფი მსუბუქი ტიპის ავტომანქანა ,,ტ-------------–----------’’.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 5400 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია შ--–-- ჭ--–---–ზე 2004 წლის 29 ოქტომბერს.

- 2004 წლის 2 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ქ--------–-----სა’’ და მოქალაქე ბ--------- კ----–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბ.კ----–---–მა ბ-----გან მიიღო სესხი 500 აშშ დოლარის ოდენობით 3 თვის ვადით, წლიური 20%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია ბ----- დ------------- გ.თ----------ის ხელმოწერა.

- სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით გაცემულია ბ--------- კ----–---–ის სახელზე 2004 წლის 02 ნოემბერს.

- მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციის ანგარიშგების ფორმების თანახმად, ,,მ------------ის’’ მარტივი თამასუქების (6 ცალი) შესაძენად, ,,ქ--------–-----ს’’ ,,ე-–---------------------ათვის’’ 2004 წლის 11 ოქტომბერს გადარიცხული აქვს 4070000 აშშ დოლარი კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდებისათვის, ხოლო 121318,04 აშშ დოლარი კორპორაციულ სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემიისთვის.

ამავე დღეს მოხდა 4185000 აშშ დოლარის კონვერტაცია რუსულ რუბლში კურსით 1 აშშ დოლარი = 29,0500 რუბლი. (მთლიანობაში 121574250 რუბლი).

ყიდვა-გაყიდვების ხელშეკრულებებით, ,,ე-–-------------------ს’’ ,,ქ--------–--------’’ მეშვეობით, 2004 წლის 11 ოქტომბერს შეძენილი აქვს 43074250 რუბლის ,,გ---–-----------’’, 39000000 რუბლის ,,ფ-–-----ის’’ და 39500000 რუბლის ღირებულების ,,ე------ოს’’ აქციები.

ზემოაღნიშნული კომპანიების ,,გ---–-----------’’, ,,ფ-–-----ის’’ და ,,ე------ოს’’ საბანკო ანგარიშები გახსნილია შპს ,,მ------------ში’’.

ბ------------ ვ---------- კ-------–-----, ოფშორულ ზონაში ,,ე-–---------------------’’ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ქ.მ-------–- დაბადებული რ------- ი---------ი. აღნიშნული საწარმოს რეგისტრაციის თარიღია 2004 წლის 29 იანვარი, ხოლო აქციების, პაის წილის მფლობელების ვინაობები დაუდგენელია.

2004 წლის 12 ოქტომბერს 13:47 საათზე, ,,ქ--------–-----ში’’ ფაქტით გაგზავნილია 200000, 480000, 110000, 3000000, 200000 და 80000 აშშ დოლარის 6 ცალი მარტივი თამასუქის ასლი, მთლიანად 4070000 აშშ დოლარის ოდენობით.

მემორიალური ორდერებით და გარებალანსური გასავლის ორდერის თანახმად, მთლიანად გადარიცხულია 4191318 აშშ დოლარი.

,,ქ--------–--------’’ გ-------–----ი დ------------- თ.კ------ის წერილის თანახმად, თ.კ------ე ითხოვს ,,მ------------ის’’ ექვსი მარტივი თამასუქის ვადაზე ადრე დაფარვას.

განაცხადით ვალუტის შესყიდვაზე, 4191000 აშშ დოლარი გაყიდულია 121761123 რუბლზე. კონვერტაცია მომხდარია კურსით 1 აშშ დოლარი=0,0344 რუბლს.

სს ,,ქ--------–--------’’ სავალუტო საგადასახადო დავალებით, ,,ე-–---------------------’’ მიერ ,,გ---–----------ის’’ აქციების შესასყიდი თანხა 43074250 რუბლის ოდენობით, 2004 წლის 11 ოქტომბერს გადარიცხულია ,,მ------------ის’’ ანგარიშზე.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც სს ,,ქ--------–-------დანაა’’ ამოღებული, აღნიშნულ ბანკში ფაქსის მეშვეობით გადმოგზავნილია 2004 წლის 13 ოქტომბერს.

2004 წლის 11 ოქტომბერს ,,ფ-–-----ის’’ და ,,ე------ოს’’ აქციების შესაძენი თანხები 39000000 და 39500000 რუბლის ოდენობით, ანალოგიურადაა გადარიცხული ,,მ------------ის’’ ანგარიშზე. ანალოგიურად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ასლები, სს ,,ქ--------–-----ში’’ ფაქსით გადმოგზავნილია 2004 წლის 13 ოქტომბერს.

- 2005 წლის 22 ივლისის საქართველოს ე---------–- ბ----- ვიცე-პრეზიდენტის ინსტრუქციის თანახმად, სს ,,ქ--------–-----ს’’ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაეკისრა ვალდებულება შპს კბ ,,მ------------ში’’ ,,ნ----------’’ ტიპის ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრების განთავსება მოეხდინა საქართველოს ე---------–-----–- საკუთარ საკორესპონდენტო ანგარიშზე შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობით: 1. 500000 აშშ დოლარი 2005 წლის 29 ივლისამდე, 2. 250000 აშშ დოლარი 2005 წლის 15 აგვისტომდე. 3. 250000 აშშ დოლარი 2005 წლის 30 აგვისტომდე; 4. 250000 აშშ დოლარი 2005 წლის 20 სექტემბრამდე. 5. 1000000 აშშ დოლარი 2005 წლის 30 დეკემბრამდე.

- 2005 წლის მაისის საქართველოს ე---------–- ბ----- შემოწმების აქტის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების შეფასების შედეგად, სს ,,ქ--------–--------’’ ფინანსური მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად. დადგინდა, რომ ფაქტიურად ბანკი ფუნქციონირებდა კაპიტალის შემცირების ხარჯზე, რის შემდეგაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულება უზრუნველყოფდა აქტში მოყვანილი რისკების მინიმუმამდე დაყვანას.

შემოწმების შედეგად კლასიფიცირებულმა სესხებმა უიმედო ვალის სახით შეადგინა 106527 ლარი. მათ შორის ბ.კ----–---–ის სახელზე გაცემული სესხის დარჩენილი თანხა შეადგენდა 917 ლარს, ნ.ბ------ის - 2470 ლარს, მ.კ------ის 4247 ლარს, მ.კ-------–--ის - 3494 ლარს, ვ.მ-------–---–ის - 5293 ლარს, ს.ჯ-–------–---–ის - 6351 ლარს, მ.ჭ----ის - 9170 ლარს, მ.მ-------–---–ის - 9441 ლარს, შ.ჭ--–---–ის - 9909 ლარს, ე.ფ------–---–ის - 10637 ლარს, გ.შ-–---–---–ის - 11004 ლარს და ი.მ-----–----ის - 33599 ლარს.

- 2005 წლის მაისის საქართველოს ე---------–- ბ----- მიერ, სს ,,ქ--------–--------’’ ,,ფულის გათეთრების’’ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ შემოწმების აქტის თანახმად, ბანკში არსებული ,,ფულის გათეთრების’’ რისკი შეფასებულ იქნა მაღალ დონედ. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი მონიტორინგს დაქვემდებარებულ ინფორმაციებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგენდა დადგენილ ვადებში, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები (ანგარიშის რეალური მფლობელების დადგენა) უშუალო კავშირში იყო ბ----- უსაფრთხოებასა და მდგრადობასთან, რადგან ურთიერთობა გაურკვეველი რეპუტაციის კლიენტებთან, ბანკს აყენებდა სერიოზული რისკის ქვეშ. მაღალი რისკის მქონე კლიენტურიდან ერთ-ერთ კლიენტად განისაზღვრა ,,ე-–-------------------იც’’. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბ----- მიერ არ ხდებოდა იმის იდენტიფიცირება, თუ რამდენად დასაბუთებული ეკონომიკური შინაარსი გააჩნია მის მიერ შესრულებულ ოპერაციებს და ხომ არ იყო შესაძლებელი მათი ფორმალური შინაარსის მიღმა დამალულიყო რაიმე უკანონო გარიგებები. სს ,,ქ--------–-----ში’’ ფულის გათეთრების საკითხების შემოწმებასთან დაკავშირებით, ე---------–- ბ----- ინსპექტორების მიერ შემუშავებული იქნა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება აუცილებელი იყო ბ----- მენეჯმენტის მიერ ,,ფულის გათეთრების’’ წინააღმდეგ საქმიანობის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის მისაღწევად.

- 2005 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ე---------–- ბ----- პრეზიდენტის განკარგულებით, სს ,,ქ--------–-----ს’’ გაუუქმდა ლიცენზია, დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორად დაინიშნა რ---- ც-–--–---–ი.

- 2005 წლის 15 აგვისტოს მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე, 2005 წლის 17 აგვისტოს ჩატარდა სს ,,ქ--------–--------’’ შენობის და სათავსოების ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და სხვადასხვა ნივთები.

- 2005 წლის 6 სექტემბრის შუალედური აქტით დადგენილია შემდეგი: 2004 წლის 11 ოქტომბერს შპს ,,ე-–-------------------სა’’ და სს ,,ქ--------–-----ს’’ შორის გაფომებულია მარტივი თამასუქების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,ქ--------–-----ს’’ უნდა შეეძინა შპს ,,ე-–---------------------გან’’ კბ ,,მ------------ის’’ 6 ცალი თამასუქი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 4191318.04 აშშ დოლარს. სს ,,ქ--------–-------მა’’ იმავე დღეს, თამასუქების ღირებულება ჩაურიცხა შპს ,,ე-–-------------------ს’’ სს ,,ქ--------–-----ში’’ გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ჩარიცხული თანხებიდან ბ----- საკომისიოს 0,01%-ს. შესაბამისად 419.13 აშშ დოლარი სს ,,ქ--------–-----ს’’ აღებული აქვს შემოსავალში. 2004 წლის 11 ოქტომბერსვე სს ,,ქ--------–-----სა’’ და შპს ,,ე-–-------------------ს’’ შორის გაფორმებულია კბ ,,მ------------ის’’ თამასუქების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერილია ,,ე-–---------------------’’ მხრიდან მისი გენ.დ------------- რ.ი---------ის მიერ, ხოლო სს ,,ქ--------–--------’’ მხრიდან მისი გენ.დ------------- თ.კ------ის მიერ. 2004 წლის 11 ოქტომბერს სს ,,ქ--------–-------მა’’ კბ ,,მ------------ს’’ მისწერა წერილი, სადაც ის ითხოვს კბ ,,მ------------ის’’ თამასუქების ვადამდე განაღდებას და თანხის ჩარიცხვას კბ ,,მ------------ში’’ სს ,,ქ--------–--------’’ ანგარიშზე. იმავე დღეს, სს ,,ქ--------–-----სა’’ და კბ ,,მ------------ს’’ შორის გაფორმებულია თამასუქების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერილია თ.კ------ის და კბ ,,მ------------ის’’ გამგეობის თავმჯდომარის კ.შ-----–----- მიერ. ამავე დღეს, კბ ,,მ------------ი’’ სს ,,ქ--------–-----ს’’ ურიცხავს თავისსავე ბანკში გახსნილ ანგარიშზე თამასუქების ღირებულებას 4191318 აშშ დოლარს. 2004 წლის 11 ოქტომბერს შპს ,,ე-–-------------------ი’’ სს ,,ქ--------–-----ს’’ აძლევს შეტყობინება-განაცხადს მის ანგარიშზე არსებული თანხიდან 4185000 აშშ დოლარის რუსულ რუბლებში კონვერტაციაზე, რაც განხორციელებულ იქნა სს ,,ქ--------–--------’’ მიერ. თავის მხრივ, სს ,,ქ--------–-------მა’’ იმავე დღეს კბ ,,მ------------ს’’ მიმართა დავალებით 4191000 აშშ დოლარის კონვერტაციაზე რუსულ რუბლებში. აღნიშნული ოპერაციების განხორციელება დადასტურდა ამონაწერებით. სს ,,ქ--------–-------მა’’ შპს ,,ე-–-------------------თან’’ განხორციელებული საკონვერსიო ოპერაციიდან საკომისიოს სახით მიიღო შემოსავალი 4185 აშშ დოლარის, ანუ 0,1%-ის ოდენობით. შპს ,,ე-–-------------------მა’’ სს ,,ქ--------–-----ს’’ 2004 წლის 11 ოქტომბერს მიმართა სავალუტო საგადასახადო დავალებებით აქციების შეძენასთან დაკავშირებით რუსული რუბლების გადარიცხვის თაობაზე. კერძოდ, შპს ,,გ---–----------ს’’ გადაერიცხა 43074250 რუსული რუბლი, შპს ,,ფ-–-----ს’’ 39000000 რუსული რუბლი, შპს ,,ე------ოს’’ 39500000 რუბლი.

- 2005 წლის 4 ოქტომბრის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ამოღებული იქნა სს ,,ტ------–----’’ სარდაფის, პირველი და მე-2 სართულების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია.

- 2005 წლის 16 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, მ---–----------–-----------------------------–------ ამოღებული იქნა სს ,,ქ--------–--------’’ იურიდიული და დაბეგვრის საქმეები 2002-2005 წლის ჩათვლით.

- საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების შესახებ ცნობის თანახმად, ა-–---------- პ---------ს მიერ საქართველოს ტერიტორია ბოლოს დატოვებულია 2004 წლის 5 აპრილს.

- 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით, ბრალდებულ ა-–---------- პ---------ს მიმართ გამოცხადა ძებნა.

- მოსამართლის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანების თანახმად, ნება დაერთო საქართველოს გ-------–----ი პ------------------ უფროს პ--------------, რ-------- ფ-------–--- გ-------–----ი პ------------------ მეშვეობით რ------------------–--–- მდებარე ,,მ------------იდან’’ 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით სს ,,ქ--------–--------’’ საკორესპოდენტო ანგარიშის ამონაწერების და მათში დაფიქსირებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებების ამოღებაზე, აგრეთვე 2004 წლის 11 ოქტომბრის ,,მ------------ის’’ მიერ სს ,,ქ--------–--------ათვის’’ თამასუქების შესასყიდად ჩარიცხული თანხების წარმომავლობასთან და კომპანია ,,ე-–---------------------’’ მიერ კომპანიების ,,გ---–----------ის’’, ,,ფ-–-----ის’’ და ,,ე------ოს’’ ანგარიშებზე აქციების შესაძენად ჩარიცხული თანხების მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ამოღებაზე.

- 2006 წლის 17 თებერვლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის რევიზიის აქტით დადგენილია, რომ რევიზია ,,ქ--------–-----ში’’ დაიწყო 2005 წლის 18 აგვისტოს და დამთავრდა 2006 წლის 17 თებერვალს. საერთო მონაცემებით, სს ,,ქ--------–-------’’ წარმოადგენდა შპს კბ ,,ქ--------–--------’’ სამართალმემკვიდრეს. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 5000000 ლარს. 2005 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ა-–---------- რ-------–- შეტანილი ცვლილებების შემდეგ წილები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: 1. პ----- შ--–-- (25 %), 2. დ----- ძ--------ი (25%), 3. L----------------------’’ (16 %), 4. L-------------------------------’’ (25 %), 5. ,,F----------------------’’ (9 %). აღნიშნული აქტის საფუძველზე, სს ,,ქ--------–-----ს’’ დაეკისრა მოგების გადასახადის 10492,20 ლარის, საშემოსავლო გადასახადის 14196,60 ლარის და სოციალური გადასახადის - 21689,3 ლარის გადახდა.

- 2006 წლის 26 აპრილის საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, სს ,,ქ--------–-----ს’’ გადასახდელად სულ დაერიცხა 46378,10 ლარის გადახდა.

- საქართველოს ი------–-------------------------–--------------------–---------------------------------------–--------------------------------–--------------- წერილის თანახმად, დადგენილია, რომ ა-–---------- დ-----ის ძე პ--------- (დაბ. 2--------- წელი) ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

- 2007 წლის 28 მარტის დადგენილებით, რ---- ც-–--–---–ი ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ.

- საექსტრადაციო წარმოების მასალებით დადგენილია, რომ ა-–---------- პ--------- დაკავებულ იქნა მ-------–- 2006 წლის 25 ივლისს.

- 2007 წლის 22 აგვისტოს რ-------- ფ-------–--- გ-------–----ი პროკურატურიან მოსული წერილით, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ’’ მინსკის კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოს მხარეს განსასჯელ ა-–---------- პ---------ს გადმოცემაზე.

- 2----–-–---------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით, ვ-–- ვ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, სსკ-ის 337-ე მუხლით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. 2----–-–---------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით, ბრალდებულები თ---------- კ------ე, გ---- თ----------ე და ი----- მ-----–----ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 220-ე მუხლით, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით. აღნიშნული განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება განსასჯელ ა-–---------- პ---------ს მონაწილეობა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა-–---------- პ---------ს მიმართ ითხოვა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი, ხოლო დ-–--- მხარემ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

სასამართლო დეტალურად შეეხება ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც დ-–--- და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის (ძვ.რედ.) რეგულაციაზე, რაც გულისხმობს, რომ მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, მოსამართლისათვის, თუ პროცესის არცერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის განაჩენის კანონიერებას. ამასთან, პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, თუ ეს ფაქტი ეწინაღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლის შინაგან რწმენას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა განსასჯელის მხრიდან ბრალად შერაცხული (საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლი) დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

რაც შეეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს, რომ

თანამედროვე მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ საფინანსო ინსტიტუტებს ფულის გათეთრების მიზნით გამოყენების დიდი რისკი ახასიათებთ. ზოგადად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ქვეყნის ეკონომიკური სისტემა, საგანი კი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. ობიექტური მხარე გამოიხატება ასეთი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით. ლეგალიზაციის დროს, ხდება ფულის ექსპორტირება ლიბერალური საფინანსო სისტემის მქონე ქვეყნებში და შემდეგ ხდება სამშობლოში დაბრუნება უკვე კანონიერი გზით. კანონი დანაშაულებრივად აცხადებს უკანონოდ მიღებული ფულადი სახსრების ლეგალურ ბრუნვაში გაშვებას, ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციასა და გარიგებას უკანონო გზით მიღებულ შემოსავლებთან ან კიდევ მათ გამოყენებას სამეწარმეო ან სხვაგვარ ეკონომიკურ საქმიანობაში. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დაგეგმვისას, როგორც წესი, დამნაშავეები შემდეგ ხერხებსა და საშუალებებს იყენებენ: საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციაში ანგარიშზე ფულადი სახსრების განთავსება და შემდგომ ოპერაციების წარმოება, სახსრების დანაწევრების ტექნოლოგია, კვალის არევის მეთოდი, ოფშორული პარტნიორების აქტიურად გამოყენება, ფიქტიური კონტრაქტების საფუძველზე უცხოურ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების წარმოება და სხვა.

ეს არის ზოგადი მოცემულობა, თუმცა სასამართლო შეაფასებს, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ბრალდების მხარის მიერ ბრალდების ამ ნაწილში იქნა წარმოდგენილი.

საბრალდებო დასკვნის თანახმად: ა-–---------- პ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, ფლობა, სარგებლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება), მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მის ჩადენის დროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი, ან თანამონაწილე, ანდა უნდა ემოქმედა მას.

ბრალდების მხარე ა-–---------- პ---------ს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდში ედავება 2004 წლის ოქტომბრის პერიოდს. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობდა, ფულისათვის ან სხვა ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემას, აგრეთვე უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის ან მფლობელის ანდა ქონებრივი უფლების დამალვას.

ამ შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია, ბრალდების მხარე ა-–---------- პ---------ს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის ახალი რედაქციის ფარგლებში (რომელმაც გააფართოვა და გაზარდა დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი დაფარვის არეალი) პრაქტიკულად ედავება იმ ქმედების ჩადენას, რაც 2004 წლის ოქტომბრის რედაქციით, ფორმალურად, საბრალდებო დასკვნაში მითითებული ფორმულირებით, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.

თუმცა, თუ სასამართლო გააკეთებს დაშვებას, რომ უკანონო შემოსავლის ნაწილში ა-–---------- პ---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება სწორია, ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი და უტყუარია წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის ობიექტურად დადგენა, რეალურად ის თანხა, თუ შემოსავალი, ან ქონება, რომლის ვითომდა შემდგომი ლეგალიზაცია მოხდა ა-–---------- პ---------ს და ჯგუფის სხვა წევრების მიერ, სწორედაც რომ უკანონოდ, დანაშაულებრივად იქნა მოპოვებული, ან მიღებული, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის დისპოზიცია, ამ წინაპირობას კატეგორიულად მოითხოვს და განსაზღვრავს.

ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში, გამოთქვამს გარკვეულ ვარაუდს, რომ შესაძლებელია, ეს ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, მართალია, დეტალურად აღწერენ 2004 წლის 11 ოქტომბერს განხორციელებულ სხვადასხვა ფინანსურ ტრანზაქციებს, მაგრამ კატეგორიულად ვერ უთითებენ, რეალურად იყო თუ არა ეს ოპერაციები ფიქტიური, ან მიღებული შემოსავალი, თუ ქონება იყო, თუ არა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. მითითება იმაზე, რომ მოწმეები ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ და ამ შემთხვევაში პირდაპირ ასრულებდნენ მხოლოდ ა-–---------- პ---------ს განკარგულებებს, არ არის საკმარისი ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, ვინაიდან, ისინი სხვა დროსაც ასრულებდნენ ა-–---------- პ---------ს სხვა მითითებებს და ამ ლოგიკით, ა-–---------- პ---------ს ნებისმიერი მითითება, აპრიორი, უკანონო უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, არც უნდა შეესრულებინათ. სასამართლო სხდომაზე ვერცერთმა მოწმემ კატეგორიულად ვერ განმარტა, რა ნორმები, ან საბანკო რეგულაციები იქნა დარღვეული კონკრეტული ფინანსური ტრანზაქციების განხორცილებისას. პირიქით, ყველამ დაადასტურა, რომ ,,ფორმალურად’’ მაინც, ბ----- მიერ განხორციელებული მოქმედებები არ შეიცავდა არსებითი დარღვევის ნიშნებს და ძირითადად შეესაბამებოდა იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას და საბანკო რეგულაციებს. (საგულისხმოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსგავსი შეფასებები გაკეთდა როგორც ე---------–- ბ----- წერილებშიც, ასევე რევიზიის აქტშიც). ხოლო რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება სწორედ დანაშაულებრივი გზით იქნა მოპოვებული, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. შესაბამისად, მხოლოდ ვარაუდი (რაც უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით), რომ კონკრეტულად ადგილი ჰქონდა ჯერ ქონების უკანონოდ, დანაშაულებრივად მოპოვებას და შემდგომ მის უკანონოდ ლეგალიაზაციის ფაქტს, ვერ გახდება პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, ვინაიდან ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის (ძვ.რედ.) თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ საქმეში წარმოდგენილია დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული პრეიუდიციული განაჩენები, რომლითაც სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, ასევე დასტურდება ა-–---------- პ---------ს მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ეს გარემოება სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, პირველ რიგში, აღნიშნული პრეიუდიცია (განაჩენი) საეჭვოდ და უკანონოდ მიიჩნია მხარემ. ამასთან, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, მოსამართლისათვის, თუ პროცესის არცერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის განაჩენის კანონიერებას. ამასთან, პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, თუ ეს ფაქტი ეწინაღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლის შინაგან რწმენას. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ალესანდრე პ---------ს მხრიდან საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- პ--------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში უნდა გამართლდეს.

რაც შეეხება განსასჯელისთვის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს შემდეგს: მითვისებისა და გაფლანგვის დროს დამნაშავეს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებულ ქონებაზე. მითვისების დროს უნდა მოხდეს ასეთი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ხოლო გაფლანგვა გულისხმობს უკვე დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული ქონების დახარჯვას, მის გაყიდვას ან სხვაგვარად გასხვისებას. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოება - ‘’დიდ ოდენობას’’, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის, იგულისხმება ქონების ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.

დ-–--- მხარის მოსაზრებით განსასჯელი უდანაშაულოა, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ა-–---------- პ---------ს უფლებამოსილებას ბ----- საქმიანობაში, ხოლო მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, ვინაიდან მიცემული იყო პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-–--- მხარის პოზიცია არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მართალია განმარტეს, რომ ა-–---------- პ--------- არც ერთი ოფიციალური დოკუმენტით არ იყო სს ,,ქ--------–--------’’ თანადამფუძნებელი ან აქციონერი, მაგრამ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მისი მითითების გარეშე, წვრილმანი საკითხების გარდა, არ ხორციელდებოდა არც ერთი მოქმედება. მოწმეები თ------ კ------ე, გ---- თ----------ე, ი----- მ-----–----ე, ვ-–- ვ-------–---–ი პირდაპირ უთითებენ ა-–---------- პ---------ზე, როგორც პირზე, რომელიც სათავეში ედგა ბ----- საქმიანობას და განსაზღვრავდა მის ყველა მოქმედებას. ზ/აღნიშნულმა პირებმა, სწორედ ა-–---------- პ---------ს შეთავაზების საფუძველზე დაიწყეს მუშაობა სს ‘’ქ--------–-----ში’’. შესაბამისად, ასრულებდნენ მის მითითებებს და მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდნენ ს--------–-------- ს------ა და დირექტორატს, რეალურად არ გააჩნდათ არანაირი ფუნქცია, არ ახორციელებდნენ არანაირ მოქმედებებს და არ ჰქონდათ თანხების განკარგვის უფლება განსასჯელის თანხმობის გარეშე. უფრო მეტიც, თანამშრომლებზე გაცემული სესხები გამოტანილი იქნა ა-–---------- პ---------ს პირდაპირი მითითებით, რითაც მის მიერ შემცირებული იქნა საკუთარი ხარჯები, რომელიც ეკისრებოდა მას, როგორც ბ----- რეალურ ხელმძღვანელს. მის ფაქტობრივ მმართველობას და უფლებამოსილებას ბანკში ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ვ-–- ვ-------–---–ის შემდეგ, ს--------–-------- ს------ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ა-–---------- პ---------ს დედა - თ---თინ პ---------.

მოწმეები უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ა-–---------- პ--------- ჩამოდიოდა მათთან, თ.კ------ეც ხშირად სტუმრობდა მ-------–- განსასჯელს, მაგრამ გარდა ამისა, ყველა საკითხზე ჰქონდათ მასთან სატელეფონო საუბარი. ყველა დეტალი, რომელიც ბანკს სჭირდებოდა ფუნქციონირებისათვის, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ა-–-----------სთან. არაერთი მოწმე უთითებს განსასჯელზე, როგორც ბ----- არაოფიციალურ ხელმძღვანელზე, მათი ჩვენებები თანხვედრაშია ერთმანეთთან და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

ა-–---------- პ---------ს მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, მათ მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა დადასტურებულია სს ,,ქ--------–--------’’ ხელმძღვანელი პირების: თ.კ------ის, გ.თ----------ის, ი.მ-----–----ის, ვ.ვ-------–---–ის, ასევე თანამშრომლების: ბ.კ----–---–ის, გ.შ-–---–---–ის, ვ.მ-------–---–ის, მ.მ-------–---–ის, შ.ჭ--–---–ის, მ.კ-------–--ის, მ.კ------ის, ს.ჯ-–------–---–ის, ე.ფ------–---–ის, მ.ჭ----ის, ნ.ბ------ის ჩვენებებით, ასევე საკრედიტო, თავდებობის, გირავნობის ხელშეკრულებებით, სალაროს გასავლის ორდერებით. უტყუარად დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ უშუალოდ ა-–---------- პ---------ს, როგორც ბ----- ფაქტობრივი ხელმძღვანელის პირდაპირი მითითებით, ბ----- მიერ თანამშრომლებზე გაიცა სესხები, რაც რეალურად სესხის ამღებ პირებს არ მოუხმარიათ და უკანვე გადასცეს დირექტორატს. ა-–---------- პ---------მ კი გ-------–---- დირექტორთან თ.კ------ესთან, დირექტორებთან გ.თ----------ესთან, ი.მ-----–----ესთან და ს--------–-------- ს------ თავმჯდომარესთან ვ.ვ-------–---–თან ერთად, მიითვისა და გაფლანგა დიდი ოდენობით, მათ მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთი. სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა კი გადაუხდელი და უიმედო ვალის სახით დაეწერა გაკოტრების პირას მდგომ სს ,,ქ--------–-----ს’’.

ამასთან, სასამართლო თვლის, რომ განსასჯელ ა-–---------- პ---------ს ქმედებაში არ დასტურდება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება არაერთგზის, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად (ძველი რედაქცია), ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას’’. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- პ---------ს მოცემულ შემთხვევაში ამოძრავებდა არა რამოდენიმე დანაშაულის ჩადენის, არამედ ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა, რომ დირექტორატის წევრებთან და ს--------–-------- ს------ თავმჯდომარესთან ერთად მიეთვისებინა თანამშრომელთა სახელზე გამოტანილი სესხები. დანაშაულის ჩასადენად, ა-–---------- პ---------მ სს ,,ქ--------–--------’’ იურიდიულ ხელმძღვანელობას მისცა ზოგადი მითითება თანამშრომლების სახელით გამოტანილიყო სესხი, რომელსაც თვითონ დაფარავდა შემდგომში გამოგზავნილი თანხებით. ა-–---------- პ---------ს თითოეული ბ----- თანამშრომლის მიერ სესხის გამოტანისას არ აღძვრია დამოუკიდებელი დანაშაულებრივი განზრახვა, ამიტომ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ერთიან დანაშაულს, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. ა-–---------- პ---------ს მიერ განხორციელებული ერთი და იმავე ხასიათის ორი დანაშაულებრივი ქმედება შინაარსობრივად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც ერთიანი ჯაჭვის რგოლები, ცალ-ცალკე არ ქმნიან დამოუკიდებელი დანაშაულის შემადგენლობას, რაც ცხადყოფს, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-14 მუხლით გათვალისწინებული _ განგრძობადი დანაშაული. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლები პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულ ა-–---------- პ---------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ სხვისი მოძრავი ნივთის არაერთგზის მითვისება, რის გამოც წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლო არ იზიარებს დ-–--- მხარის მტკიცებას ა-–---------- პ---------ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადგენილია, რომ მან, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

კერძოდ, ა-–---------- პ--------- იყო რა სს ,,ქ--------–--------’’ ფაქტობრივი ხელმძღვანელი, განსაზღვრავდა ფინანსური, საკადრო პოლიტიკისა და ბ----- საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შესაბამისად, განკარგავდა ბ----- ქონებას. ა-–---------- პ---------მ სს ,,ქ--------–--------’’ ს--------–------- ს------ თავმჯდომარესთან ვ-–- ვ-------–---–თან, გ-------–---- დირექტორთან თ---------- კ------ესთან, დირექტორებთან ი----- მ-----–----ესთან და გ---- თ----------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ბ----- ინტერესების საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახა სხვისი ქონების მითვისება საბანკო სესხების უკანონო განკარგვის გზით, რაც ერთობლივად განახორციელეს კიდეც და ბ----- სხვადასხვა თანამშრომელზე სესხების გაცემის გზით, გამოწერილი თანხა სულ 77195 აშშ დოლარის ოდენობით, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად გამოიყენა აღურიცხავი ხელფასების გაცემის, სს ,,ქ--------–--------’’ შენობის აღურიცხავი საიჯარო თანხის დაფარვისა და სხვა პირადი საჭიროებისათვის. მიუხედავად ხელშეკრულების ვადების ამოწურვისა, მისი და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ დაბრუნებული არ იქნა სესხის ძირითადი თანხა 56618,91 აშშ დოლარის და სესხით სარგებლობის პროცენტი 16928,46 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც სს ,,ქ--------–-----ს’’ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად და უტყუარად დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---------- პ---------მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს განსასჯელ ა-–---------- პ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ყველა სხვა გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

განსასჯელ ა-–---------- პ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

რაც შეეხება ა-–-----------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დასანიშნი სასჯელის ზომას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე, სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვლა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ვინაიდან 2004 წლის რედაქციით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 6-დან 12 წლამდე ვადით, ხოლო დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მუხლის სანქცია განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთით 7-დან 11 წლამდე და მიუხედავად იმისა, რომ სანქციის ზედა ზღვარი შემცირდა, ა-–---------- პ---------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს ძველი რედაქციით, როგორც ყველაზე მსუბუქი კანონით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებული სოციალური საშიშროებისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელ ა-–---------- პ---------ს გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი, ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

რაც შეეხება საქმეზე არსებულ სამოქალაქო სარჩელს, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სარჩელი საქმეზე განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 33-ე (ძვ.რედ.) მუხლის შესაბამისად, თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, უფლება აქვს სამოქალაქო სარჩელი წარადგინოს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის შედგენამდე.

ამავე კოდექსის 36-ე (ძვ.რედ.)მუხლის თანახმად, განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ, გამომძიებელს, პორკურორს, მოსამართლეს, ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება ბრალდებულის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის თაობაზე.

ამავე კოდექსის 38-ე(ძვ.რედ.) მუხლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით.

ამავე კოდექსის 89-ე (ძვ.რედ.)მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც პირს მიადგა დანაშაულის შედეგად და რომელიც დაშვებულია ს/ს საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით.

ამავე კოდექსის 448-ე (ძვ.რედ.) მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო სამოქალაქო სარჩელს არ განიხილავს.

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე დაზარალებული შესაბამისი დადგენილებით ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ, ს/ს საქმეში არ მოიპოვება პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილება ბრალდებულის, განსასჯელის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რეალურად სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო წარმოება საერთოდ არც დაწყებულა და ბრალდებულს არ განმარტებია საპროცესო უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, არათუ დააკმაყოფილოს, ან უარყოს, არამედ საერთოდ შევიდეს სამოქალაქო სარჩელის განხილვაში. ანალოგიურად განმარტავს აღნიშნულ საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკაც (უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის N56აპ-11 გადაწყვეტილება, ¹2012 წლის 21 ივნისის N661აპ-11 გადაწყვეტილება).

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ა-–---------- პ--------- ს/ს საქმეზე ცნობილი არაა სამოქალაქო მოპასუხედ, სამოქალაქო სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე,443-ე, 495-498-ე, 503-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------- პ--------- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.

 

ა-–---------- პ--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით. მასვე, 02(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი, ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა-–---------- პ---------ს გაუნახევრდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი, ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ა-–---------- პ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდეს.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა-–---------- პ---------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

ა-–---------- პ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2006 წლის 25 ივლისიდან 2007 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი დარჩეს განუხილველი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცახდებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლო გამამატყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე