1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 182. მითვისება ან გაფლანგვა 1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №403 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.176 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(901)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 901-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-291აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2026
აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
საქმე №2კ-88აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2026
კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 19 მარტიდან.
საქმე №ას-602-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
…დაკისრება. 2. სარჩელის საფუძვლები: 2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1/6612-14) ა.ნ–ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქმე №2კ-208აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2026
…დახმარება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ჯგუფურად), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი…
საქმე №2კ-1123აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. 2.2. გაუქმდა კ.
საქმე №ას-57-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
საქმე №2კ-96აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2026
საქმე №2კ-1052აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2026
საქმე №2კ-1057აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №2კ-1142აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2026
საქმე №2კ-1018აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2026
საქმე №2კ-1043აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2026
საქმე №2კ-816აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
საქმე №2კ-913აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2026
საქმე №2კ-932აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2026
საქმე №2კ-889აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
საქმე №2კ-867აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
საქმე №2კ-617აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
საქმე №2კ-675აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2025
საქმე №2კ-699აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2025
საქმე №2კ-496აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2025
საქმე №ბს-365(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
საქმე №2კ-574აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2025
საქმე №ას-945-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
საქმე №2კ-279აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2025
საქმე №ას-156-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
საქმე №2კ-100აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2025
საქმე №ას-131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2025
საქმე №2კ-203აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2025
საქმე №2კ-144აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2025
საქმე №2კ-171აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2025
საქმე №ბს-55(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
საქმე №2კ-69-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
საქმე №2კ-1292აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
საქმე №ას-146-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2025
საქმე №2კ-1250აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2025
საქმე №2კ-1263აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2025
საქმე №2კ-1264აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2025
საქმე №2კ-1294აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2025
საქმე №ას-802-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 901-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
აცხადებს, რომ 2019 წლის მაისში ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა მიღებული თანხა მიისაკუთრა, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით.
…მფლობელობაში. აღნიშნული თანხა ------ძეს უნდა შეეტანა სს „----ის“ სალაროში, რაც არ განუხორციელებია და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რამაც სს ----ში დიდი ოდენობის ზიანი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიეცა შესაბამისი კვალიფიკაცია და სს „-----ი“ ცნობილი იქნა დაზარალებულად.
საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილებით, ------- წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში: „შპს „-------“…
შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი…
…მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადების/გამოყენების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა: რომ შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 22 მაისს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 182, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-182/