მუხლი 183. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
თავი XXV — დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ
1. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №2კ-1705-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2013
…მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით გ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით პირობითი…
საქმე №2კ-414აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2011
…თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განაჩენზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მარტის განაჩენით გ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის…
…ბ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად არ შეაფასა სადავო ურთიერთობა და უსაფუძვლოდ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომ მას, როგორც ბრალდებულს უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის სახელმწიფო დახმარების მიღების…
…საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით, თ--------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის…
…კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2016 წლის 31 აგვისტოს, 26 სექტემბრის, 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 19, 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. დისპოზიცია: განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო…
…წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. მუხლი 184. სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება 1. ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 183, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-183/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია