1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ოპერატიულ შტაბთან  შეთანხმების შემდეგ, საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, რათა გამოირიცხოს ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი აეროპორტის კონტროლირებადი ზონის ფარგლებს გარეთ და მათი დაშვება შემთხვევის ადგილზე ხორციელდება ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის ნებართვი