1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან კავშირს და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციის, აეროპორტის და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის ან აღნიშნული ორგანიზაციების სხვა უფლებამოსილი პირები.
2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მომხდარი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი.
3. აკრძალულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას