1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან კავშირს და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ სააგენტოს, აეროდრომის და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები ან სხვა უფლებამოსილი პირები.
2. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი.
3. აკრძალულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უშიშროება