საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ა) სხვა უწყებებთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო თანამშრომლობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცენტრალური დარგობრივი ორგანოს ფუნქციებს იმ საერთაშორისო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, რომლებიც ეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან  დაკავშირებული სიტუაციების საერთაშორისო დონეზე დარეგულირებას;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანკეტური მონაცემების შემოწმების პროცესში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებშ