უსაფრთხოების სამსახურის
მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო:
1. უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის მიერ მიწოდებული მგზავრის სახელის ჩანაწერისა და მგზავრის წინასწარი მონაცემების მიღებასა და დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.OTA.GOV.GE) ახორციელებს საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
3. ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით დამტკიცებული „პირველი, მეორე, მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნუსხით“ განსაზღვრული, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ ავიასაწარმოებზე ზედამხედველობას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისა