1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს საავიაციო უშიშროების მართვის სისტემა, როგორც მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილი, რათა უზრუნველყოს ავიასაწარმოს  ობიექტების, პერსონალის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და მიღებული, დამუშავებული მონაცემების დაცვა არაავტორიზებული პირებისგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ავიასაწარმომ, სულ მცირე:

ა) უნდა შეიმუშავოს  საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის  პროგრამა;

ბ) განსაზღვროს  ექსპლუატაციაში არსებული კრიტიკული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო სისტემები, უზრუნველყოს მათი  ფიზიკური დაცვა და კიბერუსაფრთხოება, ამ დადგენილებისა და სხვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) განსაზღვროს საწარმოს როლი  და ფუნქციები მართლსაწიმნააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით;

დ) შეიმუშაოს გაუთვალისწინებელ  ვითარებაში მოქმედების გეგმა;

ე) განახორციელოს რისკის შეფასება, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და უზრუნველყოს შემდგომი ღონისძიებების გატარება რისკების შემცირების მიზნით;

ვ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები;

ზ) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საავიაციო უშიშროების მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

4. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ან პროგრამის შესაბამისი ნაწილების მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაში ჩართული სხვადასხვა სამსახურებისთვის/პირებისათვი