1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას უზრუნველყოფს  სააგენტო.

2. ფრენების უსაფრთხოდ  განხორციელების, რეგულარულობის შენარჩუნებისა და საავიაციო უშიშროების  ეფექტიანობის  უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს;

ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობასა და  მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლს;

გ) მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის თანახმად,   სამოქალაქო ავიაციის გამართული ფუნქციონირებისათვის, საფრთხის დონის განსაზღვრის მიზნით, აწარმოებს რისკის შეფასებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  მიერ  განხორციელებული საფრთხის შეფასების ან/და სხვა, წყაროებიდან მიღებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;

დ) უზრუნველყოფს მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის (მაგ: აფეთქების მუქარა, ოპერირება კონფლიქტის ზონებში, კიბერსაფრთხეები და სხვა) შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის, რისკის ადგილობრივი შეფასების  ხელშეწყობის მიზნით;

ე) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან, სახელმწიფოს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რისკის შეფასების საფუძველზე, შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო პროგრამასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე და უზრუნველყოფს  ავიასაწარმოების ინფორმირებას განხორციელებული ცვლილებების შესახებ;

ვ) განსაზღვრავს საფრთხის დონეს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში, მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, უზრუნველყოფს კონკრეტული საფრთხის დონის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას,   მომატებული საფრთხის შემთხვევაში, ამ ღონისძიებების სწრაფი ამოქმედების  მიზნით;

ზ) სახელმწიფო უწყებებს, ავიასაწარმოებს და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან, აწვდის ინფორმაციას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში არსებული ნაკლოვანებებისა და სირთულეების შესახებ და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგენს მათი აღმოფხვრის გზებსა და მეთოდებს;

თ)  ახორციელებს ზედამხედველობას  აეროპორტების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კომიტეტის საქმიანობაზე;

ი) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ახორციელებს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის  სერტიფიცირებას  და გასცემს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის  სერტიფიკატს;

კ) ითანხმებს მომზადების პროგრამებს საავიაციო უშიშროების სფეროში;

ლ) ახორციელებს შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირებას;

მ) თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO), სხვა სახელმწიფოებთან და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას;

ნ) ითანხმებს   ავიასაწარმოების მიერ სააგენტოში წარდგენილ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამებს და ასევე ამ პროგრამებში შესატან ცვლილებებს;

ო) უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების ფარგლებში,  ითანხმებს საავიაციო უშიშოების უზრუნველყოფის პროგრამებს;

პ) ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე განხორციელებული  მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს ახორციელებს საპასუხო მოქმედებების  ოპერატიულ ხელმძღვანელობას;

ჟ) უწევს კონსულტაციებს კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს (შემდგომში – ოპერატიული შტაბი);

რ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს  აწვდის საჭირო ინფორმაციას  დაინტერესებულ სახელმწიფოებსა და ICAO-