1. აეროპორტის თითოეული მოიჯარე,  რომლის ტერიტორიის გავლითაც შესაძლებელია მოხდეს წვდომა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, ვალდებულია  მისი ტერიტორიიდან დაშვების კონტროლის განხორციელებაზე.

2. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტის ტერიტორიაზე დაიცვას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის წესები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურს.

3. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება.

4. აეროპორტის მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს იმ პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც აქვთ წვდომა აეროპორტის  შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახული უნდა იყოს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტსა და მოიჯარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშ