1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:

ა)  ახორციელებს სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებულ პირთა  და მისაღებ კანდიდატთა ანკეტური მონაცემების შემოწმებას, შესაძლო ხელისშემშლელი გარემოებების დადგენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ხელმძღვანელობს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებს და კოორდინაციას უწევს მას „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ზედამხედველობას და იღებს სათანადო ზომებს,  გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და მითითებებს  მართლსაწინააღმდეგო ქმედების, თავიდან აცილების მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ან მსგავსი იარაღის არასანქცირებელი გავრცელების, დამზადების და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის განადგურების მიზნით გამოყენების   გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის მიზნით;

ე) რეაგირებს  მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე;

ვ) განიხილავს სხვა სახელმწიფოს მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტლებას საქართველოს ტერიტორიაზე დამფრენ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის დაშვების/არდაშვების შესახებ.

2. საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, საჰაერო ხომალდის ბორტზე ან აეროპორტში მძევლების აყვანის და სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, უზრუნველყოფს:

ა) შუამავლის წარგზავნას მძევლებთან დაკავშირებით ტერორისტებთან მოლაპარაკების საწარმოებლად;

ბ) ტერორისტების გაუვნებელყოფის მიზნით, სპეციალიზებული ჯგუფის მომზადებას;

გ) სათანადო სპეციალისტების ოპერატიულ წარგზავნას ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით.

3. ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებები  ვალდებულნი არიან მიაწოდონ  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და მის შეფასებას, აგრეთვე ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას  სააგენტოსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უფლებამოსილია, შექმნას ან მოიწვიოს ოპერატიული შტაბ