საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და სააგენტოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმას (შემდგომში – კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმა), რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობას და  მიმართულია სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ქმნის ოპერატიულ შტაბს, გარდა „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევისა;

გ) საქართველოს აეროპორტებში განთავსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე  აწარმოებს მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების საპასპორტო კონტროლს;

დ) რეაგირებას ახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ  სამართალდარღვევებზე;

ე) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ზომების გატარებას აეროპორტის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ:

ე.ა) ქვეით პატრულირებას სამგზავრო ტერმინალებში შეიარაღებული თავდასხმის აღკვეთის მიზნით;

ე.ბ) ქვეით პატრულირებას სამგზავრო ტერმინალის მიმდებარედ არსებული ავტოსატრანსპორტო სადგომების ტერიტორიაზე საეჭვო პირებისა და საგნების აღმოჩენის მიზნით;

ე.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამგზავრო ტერმინალების უშუალო სიახლოვეს პარკირების აღკვეთას და დარღვევით პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დაუყოვნებლივი გადაყვანის უზრუნველყოფას;

ე.დ) უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, პარკირების წესის დარღვევის შემთხვევაში;

ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირებას აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონის პერიმეტრზე;

ე.ვ) საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ახორციელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოსატრანსპორტო  საშუალებების შემოწმებას,  საეჭვო ნივთების აღმოჩენის მიზნით, იმ აეროპორტებში, სადაც საზოგადებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტები განთავსებულია სამგზავრო ტერმინალის სიახლოვე