საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:

ა) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ერთობლივი გამოყენების აეროდრომებზე სამხედრო ნაწილების მიერ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესრულებას;

ბ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის პროცესში მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში,  საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის დროულ მიწოდებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის;

დ) უზრუნველყოფს მოწყვლადი ადგილების შეფასებას, საიდანაც შეიძლება, საჰაერო ხომალდის მიმართულებით  განხორციელდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის და მსგავსი იარაღის გამოყენება და მიღებული მონაცემების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მიწოდებას;

ე) უფლებამოსილია, ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით,  მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები სხვადასხვა უწყებებიდან და გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცი