1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი (შემდგომ – ეროვნული კომიტეტი) იქმნება ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესრულების ეროვნულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო პროგრამის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებისა და საფრთხის სახეობების ცვალებადობის გათვალისწინებით.

2. ეროვნული კომიტეტი არის უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო. ეროვნული კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების მასშტაბების, როლისა და ამოცანების გათვალისწინებით.

3. ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს მთავრობის  2012 წლის 20 ივნისის N223 დადგენილები