1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი (შემდეგში – ეროვნული კომიტეტი) იქმნება ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესრულების ეროვნულ დონეზე კოორდინაციის უზრუნველყოფისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებისა და საფრთხის სახეობების ცვალებადობის გათვალისწინებით.
2. ეროვნული კომიტეტი არის უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო. ეროვნული კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების მასშტაბების, როლისა და ამოცანების გათვალისწინებით. მის შემადგენლობას განსაზღვრავს და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეროვნული კომიტეტის წევრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულების პასუხისმგებელი პირები