1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კოორდინირებული განხორციელების მიზნით იქმნება:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის კომიტეტები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად უზრუნველყოფილია კავშირი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO) და სხვა სახელმწიფოებთან.
3. «ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო