1. აეროპორტის/აეროდრომის უშიშროების პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, აეროპორტის თითოეული მოიჯარე, რომელიც ახორციელებს საქმიანობას აეროვაგზალსა და საფრენ მინდორს შორის არსებული საზღვრის ნაწილში, ან/და რომლის ტერიტორიის გავლითაც შეიძლება მოხდეს გასვლა აეროვაგზლის კომპლექსიდან საფრენ მინდორზე, უზრუნველყოფს მისი სადგომიდან დაშვების კონტროლს.
2. აეროპორტის/აეროდრომის მოიჯარე ვალდებულია აეროპორტის/აეროდრომის ტერიტორიაზე დაიცვას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის წესები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტის/აეროდრომის მოიჯარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აეროპორტის/აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახული უნდა იქნეს აეროპორტს/აეროდრომსა და მოიჯარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში