1. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია) და ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურები.
2. ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან და სახელმწიფოს პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ბ) ითანხმებს და შესაბამისი ცვლილებების დროულად შეტანის მიზნით პერიოდულად გადასინჯავს ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების პროგრამებს;
გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობასა და აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების) საქმიანობის კონტროლს;
დ) აწარმოებს სამოქალაქო ავიაციის ნორმალური ფუნქციონირების საფრთხის დონის შეფასებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უშიშროების რისკის შეფასების საფუძველზე უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, სახავს მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ეფექტიანი ნეიტრალიზაციისათვის საჭირო მოქმედებებს, რომლებიც უნდა განახორციელონ ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილე ავიაგადამზიდველების/აეროპორტების საავიაციო უშიშროების სამსახურებმა (გარდა ამ პროგრამის მე-40 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებისა);
ე) სამინისტროებსა და უწყებებს, ავიასაწარმოებს, საფოსტო და სხა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან, აწვდის ინფორმაციას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში არსებული ნაკლოვანებებისა და პრობლემების შესახებ და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახავს მათი აღმოფხვრის გზებსა და მეთოდებს;
ვ) ადგენს გაფრენისწინა შემოწმების წესს;
ზ) აანალიზებს და ავრცელებს ინფორმაციას მართლსაწინააღმდეგო ქმედობის, აღმოჩენილი ან/და ჩამორთმეული გადასატანად აკრძალული ნივთიერების (საგნების) რაოდენობისა და სახეობების შესახებ, ამასთან არის ტექნიკური საცნობარო და საინფორმაციო ცენტრი;
თ) თანამშრომლობს ICAO -სთან, სხვა სახელმწიფოებთან და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას;
ი) აეროპორტის ადმინისტრაციას, საპროექტო და არქიტექტურულ ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციას აეროპორტის დაპროექტების ან/და რეკონსტრუქციის დროს უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით