საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
ა) შეიმუშავებს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმას (შემდეგში – კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმა);
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის მიზნით;
გ) საქართველოს აეროპორტებში განთავსებულ სასაზღვრო საკონტროლო-გამტარ პუნქტებში აწარმოებს მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების საპასპორტო კონტროლს;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად ახორციელებს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალურ სიტუაციებში სამოქმედო გეგმების შემუშავებას ყველა აეროპორტისათვის;
ე) ქმნის და ხელმძღვანელობს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობასთან დაკავშირებული სიტუაციების მარეგულირებელ საუწყებათაშორისო ოპერატიულ შტაბებს, გარდა „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევისა;
ვ) ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საფრთხის შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და მის შეფასებას, აგრეთვე ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის;
ზ) აცნობებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ტარდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს ადმინისტრაციას;
თ) საჰაერო ხომალდის უკანონო ხელში ჩაგდების და გატაცების, საჰაერო ხომალდის ბორტზე ან აეროპორტში მძევლების აყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფს:
თ.ა) შუამავლის წარგზავნას მძევლების შესახებ ტერორისტებთან მოლაპარაკების საწარმოებლად;
თ.ბ) ტერორისტების გაუვნებლების სპეციალიზებული ჯგუფის მომზადებას;
ი) უზრუნველყოფს სათანადო სპეციალისტების ოპერატიულ წარგზავნას ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით;
კ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აეროპორტის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე