ვერტმფრენის მესაკუთრე/მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნება სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად და არ დაუშვას საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაცია, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგი პირობები:
ა) ვერტმფრენი არის საფრენად ვარგის მდგომარეობაში;
ბ) ვერტმფრენზე არსებული საექსპლუატაციო და ავარიული აღჭურვილობა გამართულია და განლაგებულია სათანადო ადგილას ან, გაუმართაობის შემთხვევაში, ნათლად არის აღწერილი;
გ) ვერტმფრენს გააჩნია მოქმედი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;
დ) ვერტმფრენს ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა ტექნიკური მომსახურების პროგრამის მიხედვით და ექსპლუატაციაში დაშვებულია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად;
ე) ვერტმფრენს ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა და ექსპუატაციაში დაშვებულია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ, გარდა თვითმფრინავის გაფრენის წინა შემოწმებისა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ შესაბამისი პროცედურების დაცვით