1. ყოველი ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს  სფწ-თ ან ღამით ფრენებს აღჭურვილი უნდა იყოს რადიოკავშირის მოწყობილობებით, რომელის მეშვეობით შესაძლებელია ორმხრივი კავშირის დამყარება  იმ სადგურებთან და იმ სიხშირეებზე, რომელიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ რადიოტალღების გავრცელება და  კავშირის დამყარება კონკრეტულ მარშრუტზე შესაძლებელია.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერტმფრენი აღჭურვილია კავშირის რამოდენიმე კომპლექტით, ისინი უნდა ფუნქციონირებდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად  და  რომელიმე მისი ელემენტის მტყუნებამ, არ უნდა გამოიწვიოს სხვა ელემენტის მწყობრიდან გამოსვლა.

3. ყოველი ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს   კონტროლირებულ სივრცეში ვფწ-ით ფრენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეთანხმებულია  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან, აღჭურვილი უნდა იყოს რადიოკავშირის მოწყობილობებით, რომლის მეშვეობით ნებისმიერ დროს შესაძლებელია ორმხრივი კავშირის დამყარება  იმ სადგურებთან და იმ სიხშირეებზე, რომელიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

4. თუ ვერტმფრენი ასრულებს ფრენებს ამ წესის 34-ე და 35-ე მუხლები მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეთანხმებულია  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან, ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს რადიოკავშირის მოწყობილობებით, რომლის მეშვეობით ნებისმიერ დროს შესაძლებელია ორმხრივი კავშირის დამყარება  იმ სადგურებთან და იმ სიხშირეებზე, რომელიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

5. ამ მუხლის ,,1-4“ პუნქტებით გათვალისწინებული რადიოკავშირის აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს კავშირს 121,5 მგჰ საავარიო სიხშირეზე.

6. საჰაერო სივრცის იმ რაიონში ან მარშრუტზე ფრენისას, სადაც კავშირის მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს RCP სპეციფიკაციას მახასიათებლებზე დაფუძნებული კომუნიკაციისთვის (PBC), ამ მუხლის 1-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დამატებით:

ა) ვერტმფრენი უნდა აღიჭურვოს კავშირის იმ საშუალებებით, რომელიც საშუალებას მისცემს განახორციელოს ფრენები დადგენილი  RСP სპეციფიკაციის შესაბამისად;

ბ) საფრენოსნო სახელმძღვანელოში ან მწარმოებლის ან რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ვერტმფრენის რომელიმე დოკუმენტში უნდა არსებობდეს ინფორმაცია ვერტმფრენის RCP სპეციფიკაციის თავისებურებების შესახებ;

გ) ინფორმაცია RCP სპეციფიკაციის თავისებურებასთან დაკავშირებით, შეტანილი უნდა იყოს ვერტმფრენის მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალში.

შენიშვნა: კავშირისა და თვალთვალის (PBCS) შესახებ ინფორმაცია და სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9869.

7. იმ რაიონებში ფრენებისათვის, სადაც PBC კომუნიკაციისთვის დადგენილია RСP სპეციფიკაცია, ექსპლუატანტმა უნდა დაადგინოს და დოკუმენტში აღწეროს:

ა) ნორმალურ და არანორმალურ ვითარებაში, მათ შორის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების პროცედურები;

ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების და კვალიფიკაციის მოთხოვნები შესაბამისი RСP სპეციფიკაციის მიხედვით;

გ) პერსონალის სასწავლო პროგრამა;

დ) ტექნიკური მომსახურების პროცედურები RСP სპეციფიკაციის შესაბამისად, საფრენად ვარგისობის შესანარჩუნებლად.

8. ვერტმფრენისთვის, რომელიც აღჭურვილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებებით ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს:

ა) კომუნიკაციის საშუალებების მახასიათებლების დასაკვირვებლად, ანგარიშების მიღება, მონიტორინგის პროგრამის ჩარჩოში, ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის, მე-3 თავის 3.3.5.2-პუნქტის შესაბამისად;

ბ) ანგარიშების შედეგად გამოვლენილ RСP სპეციფიკაციის მოთხოვნებიდან გადახრის შემთხვევაში, ცალკეული ვერტმფრენებისათვის, ვერტმფრენთა ტიპებისათვის ან ექსპლუატანტისათვის დაუყოვნებლივი გამოსასწორებელი ღონისძიებების მიღება