1. თუ ვერტმფრენზე გამოიყენება პორტატული ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა(EFB), ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მან უარყოფითი ზეგავლენა არ იქონიოს ვერტმფრენის სისტემების, აღჭურვილობის ან მართვის მახასიათებლებზე.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა EFB აღჭურვილობის, ფუნქციების და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ მოცემულია იკაოს DOC-ში 10020 EFB-ის სახელმძღვანელო.
2. პორტატული ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის(EFB) გამოყენების ნებართვის გაცემა ხორციელდება „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანების შესაბამისა