1. ვერტმფრენზე, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ და რომელიც აღჭურვილია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის, მე-4 დამატების „5.1.2“ პუნქტში მოცემული კომუნიკაციის საშუალებებით და უნდა აღიჭურვოს CVR-ით, გადაცემული შეტყობინებები, უნდა რეგისტრირდებოდეს დარტყმამედეგ საბორტო თვითმწერზე.
2. ვერტმფრენზე, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2016 წლის პირველ იანვრამდე და ექვემდებარება CVR-ით აღჭურვას და რომელიც მოდიფიცირებულია 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის, მე-4 დამატების „5.1.2.“ პუნქტში მოცემული კომუნიკაციის საშუალებებით, გადაცემული შეტყობინებები უნდა რეგისტრირდებოდეს დარტყმამედეგ საბორტო თვითმწერზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადამცემთა ხაზის აღჭურვილობა შეესაბამება სხ-ის ტიპის კონსტრუქციას ან მოდიფიკაციას, რომელიც პირველად იყო დამტკიცებული 2016 წლის 1 იანვრამდე.
შენიშვნა: 1. გადამცემი ხაზის მონაცემთა რეგისტრაციის მოთხოვნების მაგალითები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის, დამატება G-ის, G-4 ცხრილში;
2. B კლასის AIR შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონაცემთა გადამცემი ხაზით გადაცემული და მიღებული შეტყობინებების შესანახად, თუ მათი შენახვა FDR-სა და CVR-ზე არაპრაქტიკული ან მატერიალურად გაუმართლებელია.
3. ტერმინი „სხ-ის მოდიფიკაცია“ გულისხმობს მხოლოდ სხ-ის მონაცემთა გადამცემი ხაზის აღჭურვილობის მოდიფიკაციას (მაგ.: სტრუქტურული ცვლილება, ელექტროგაყვანილობა და სხვა).
3. ვერტმფრენზე, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2016 წლის პირველ იანვრამდე და ექვემდებარება CVR-ით აღჭურვას და რომელიც მოდიფიცირებულია 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის, მე-4 დამატების „5.1.2.“ პუნქტში მოცემული კომუნიკაციის საშუალებებით, გადაცემული შეტყობინებები უნდა რეგისტრირდებოდეს დარტყმამედეგ საბორტო თვითმწერზე.
4. გადამცემი ხაზის მონაცემთა ჩამწერებს უნდა შეეძლოს, სულ მცირე, ბოლო 2 საათის განმავლობაში ჩაწერილი ინფორმაციის შენახვა.გადამცემი ხაზის მონაცემთა ჩამწერებს უნდა შეეძლოს გადამცემი ხაზის მონაცემების და ეკიპაჟის კაბინის გარემოს ხმოვანი ჩანაწერების კორელაცი