ნებისმიერ ვერტმფრენზე, რომელიც ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის I ტომის შესაბამისად ექვემდებარება სერტიფიცირებას ხმაურზე, უნდა იყოს ხმაურზე სერტიფიცირების დამადასტურებელი საბუთი. თუ ასეთი საბუთი გაცემული არ არის ინგლისურ ენაზე, მას უნდა ახლდეს ოფიციალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი.
შენიშვნა: ხმაურზე სერტიფიცირების დამადასტურებელ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს ბორტზე არსებული, რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული, ნებისმიერი საბუთი, რომელიც შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მოთხოვნებ