1. არაჰერმეტიზირებული ვერტმფრენები, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს მაღალ სიმაღლეებზე, უნდა აღიჭურვონ ჟანგბადის შენახვის და მიწოდების მოწყობილობით, რომლის მარაგი განისაზღვრება ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით.
2. ჰერმეტიზირებული ვერტმფრენები, რომელებიც ახორციელებენ ფრენებს მაღალ სიმაღლეებზე, ავარიულ სიტუაციაში გამოყენების მიზნით, აღჭურვილი უნდა იყოს ჟანგბადის შენახვის და მიწოდების მოწყობილობით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესის მე-17 მუხლის მეორე პუნქტშ