1. ის სხ-ი, რომელიც ფრენს იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ეკიპაჟის კაბინისა და სამგზავრო სალონის ატმოსფერული წნევა 700ჰპა-ზე ნაკლებია, უნდა აღიჭურვოს ჟანგბადის მიწოდებისა და შესანახი აპარატურით, რომლის მარაგი განისაზღვრება ამ წესის 29-ე მუხლის პირველიპუნქტით.
2. ის სხ-ი, რომელიც ფრენს იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ეკიპაჟის კაბინისა და სამგზავრო სალონის ატმოსფერული წნევა 700ჰპა-ზე ნაკლებია, მაგრამ აღჭურვილია 700ჰპა-ზე უფრო მაღალი წნევის შენარჩუნების საშუალებით, უნდა აღიჭურვოს ჟანგბადის მიწოდებისა და შესანახი აპარატურით, რომლის მარაგი განისაზღვრება ამ წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
3. 1962 წლის 1ივლისამდე ექსპლუატაციაში შესული ჰერმეტული სხ-ი, რომელიც ფრენს 376ჰპა-ზე ნაკლები ატმოსფერული წნევის პირობებში, უნდა აღიჭურვოს ჰერმეტულობის სახიფათო დარღვევაზე პილოტის გამაფრთხილებელი საშუალებით.
4. ის სხ-ი, რომელიც ფრენს იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ატმოსფერული წნევა 376ჰპა-ზე ნაკლებია, ან რომელიც ფრენს იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ატმოსფერული წნევა 376ჰპა-ზე მეტია, მაგრამ 4 წუთის განმავლობაში არ ძალუძს უსაფრთხოდ დაეშვას იმ აბსოლუტურ სიმაღლემდე, სადაც ატმოსფერული წნევა 620ჰპა-ია, და რომელზედაც ინდივიდუალურისაფრენად ვარგისობის მოწმობა გაიცა 1998 წლის 9 ნოემბრამდე, უნდა აღიჭურვოს ავტომატურად განშლადი ჟანგბადის აღჭურვილობით. ჟანგბადის ხელსაწყოების რაოდენობა მგზავრებისა და მომსახურე ეკიპაჟის ადგილების რაოდენობას უნდა აღემატებოდეს, სულ ცოტა, 10%-ით.
შენიშვნა: გამოყენებული აბსოლუტური სიმაღლის მნიშვნელობა სტანდარტული ატმოსფეროს პირობებში, დაახლოებით შეესაბამება აბსოლუტური წნევის შემდეგ მნიშვნელობას:
აბსოლუტური წნევა მეტრი ფუტი
700 ჰპა 3000 10 000
620 ჰპა 4000 13 000
376 ჰპა 7600 25 0