1. ნებისმიერი ჰიდრო სხ-ი, ნებისმიერი ფრენისას, უნდა აღიჭურვოს:

ა)  თითო სამაშველო ჟილეტი ან ტოლფასი ინდივიდუალური საცურაო საშუალება, ბორტზე მყოფი ყოველი პირისათვის; ისინი ისე თავსდება, რომ პირისათვის ადვილი მისაწვდომი იყოს სავარძლიდან ან საძილე ადგილიდან;

ბ) საერთაშორისო წესებით გათვალისწინებული, ზღვაზე ხომალდების შეჯახების თავიდან ასაცილებელი, ხმოვანი სიგნალების გამომცემი აღჭურვილობა (იქ, სადაც ეს გამოიყენება);

გ) ერთი საზღვაო ღუზა.

შენიშვნა: ჰიდრო სხ-ების კატეგორიაში შედის ჰიდრო სხ-ის მსგავსად ექსპლუატირებული სხ-ი-ამფიბია.

2. თუ ფრენა მიმდინარეობს წყლის თავზე სხ-ის აღჭურვილობა შედგება სამაშველო ჟილეტისაგან ან ტოლფასი ინდივიდუალური საცურავი საშუალებისაგან, ბორტზე მყოფი ყოველი პირისათვის; ამასთან, ისინი ისე თავსდება, რომ პირისათვის ადვილი მისაწვდომი იყოს მის სავარძლიდან ან საძილე ადგილიდან;

შენიშვნა: სახმელეთო სხ-ების კატეგორიაში შედის სახმელეთო სხ-ის მსგავსად  ექსპლუატირებული  სხ-ი-ამფიბია.

3. თუ ფრენა მიმდინარეობს წყლის თავზე, იძულებითი დაფრენისათვის გამოსადეგი ხმელეთიდან ისეთ მანძილზე, რაც კრეისერული სიჩქარით 120 წთ-ის ფრენით გადალახულ მანძილზე ან 400 საზღვაო მილზე (740კმ-ზე) (გაითვალისწინება უმცირესი მნიშვნელობა) მეტია, იმ სხ-ისათვის, რომელიც ფრენს ამ წესის 46-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად. ხოლო სხვა სხ-ებისათვის, ეს მნიშვნელობები, შესაბამისად, ტოლია: 30წთ ან 100 საზღვო მილი (185კმ) (გაითვალისწინება უმცირესი მნიშვნელობა). ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული აღჭურვილობის დამატებით, უნდა იყოს:

ა) ბორტზე მყოფი პირების განსათავსებლად საკმარისი რაოდენობის სამაშველო ტივები, განთავსებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი სწრაფად გამოყენება ავარიულ მდგომარეობაში და ისეთი საავარიო-სამაშველო აღჭურვილობით (სიცოცხლის უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით),  რომელიც ფრენის პირობებს შეესაბამება;

ბ) ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართით განსაზღვრული, სასიგნალო რაკეტების გაშვების მოწყობილობა.

გ) არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა, ყველა სხ-ბზე, რომელთა მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა მეტია 2700კგ-ზე, უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით დამონტაჟებული უნდა იყოს წყალქვეშა მიმყვანი რადიოსადგური, რომელიც მუშაობს 8,8კჰც სიხშირეზე. რადიოსადგურის მუშაობის  მინიმალური ვადა ავტომატურ რეჟიმში შეადგენს 30 დღეს და მისი დამონტაჟება აკრძალულია ფრთის ან  კუდის ფრთასხმულობის შიგნით.

შენიშვნა: მიმყვანი რადიოსადგურის (ULB) მინიმალური მოთხოვნები მოცემულია, AS6254SAE დოკუმენტში ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტებში.

4. ყოველი სამაშველო ჟილეტი უნდა აღიჭურვოს ელექტრული განათების საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამაშველო  ჟილეტის ნაცვლად სხვა ინდივიდუალური საცურავი საშუალება გამოიყენებ