1. მინიმალურად აუცილებელი სახომალდე აღჭურვილობის გარდა, საფრენად ვარგისობის მოწმობის გასაცემად, სხ-ზე საჭიროებისას, უნდა იყოს დაყენებული დამატებითი ხელსაწყოები, 50-ე მუხლის მიხედვით, რომელიც დამტკიცებული ან შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან
2. სხ-ზე უნდა იყოს წარმოდგენილი ოფიციალურად დადასტურებული ექსპლუატანტის მოწმობის ასლი და დადგენილისაექსპლუატაციო სპეციფიკაციები სხ-ის ტიპის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპლუატანტის მოწმობა და საექსპლუატაციო სპეციფიკაციები არის შედგენილი ეროვნულ ენაზე, სავალდებულოა იყოს ინგლისურენოვანი თარგმანი.
3. სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL), დამტკიცებული სააგენტოს მიერ, რომლის საფუძველზეც ხომალდის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას ფრენის დაწყებაზე ან გაგრძელებაზე, ნებისმიერი შუალედური პუნქტიდან, ნებისმიერი აღჭურვილობის, ხელსაწყოების ან სისტემების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
შენიშვნა: MEL-ის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის მე-14 დანართში.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს საფრენოსნო, ტექნიკური და მომსახურე პერსონალი ყოველი ექსპლუატირებული სხ-ბიმოქმედი სეს-თი (ყველა შესაძლო ცვლილებებით), რომელშიც ასახულია საფრენოსნო ექსპლუატაციის პროცედურები სტანდარტული, არასტანდარტული და ავარიულ სიტუაციებში. სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს დაწვრილებით ინფორმაციას სხ-ის სისტემებზე და გამოსაყენებელ „შემოწმების კითხვარზე“. სეს-ის შემუშავებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორი.
შენიშვნა: ინფორმაცია ადამიანური ფაქტორის შესახებ მოცემულია იკაოს DOC-9683- შ