1. სხ-ის ერთი პილოტით სახელსაწყო ფრენის წესებით ან ღამით ფრენების შესრულების უფლებას იძლევა სააგენტო.
2. სახელსაწყო ფრენის წესებით ან ღამით ფრენები სრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები არ ითხოვს, რომ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდეს ერთ პილოტზე მეტი;
ბ) სხ არის ხრახნიანი;
გ) სამგზავრო ადგილების რაოდენობა არ აღემატება 9-ს;
დ) სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 5700კგ-ს;
ე) სხ აღჭურვილია შესაბამისი ხელსაწყოებით;
ვ) სხ-ის მეთაურის გამოცდილება, მომზადება, შემოწმება და საფრენოსნო სამუშაო წყვეტის ხანგრძლივობა შეესაბამება ამ წესის 88-ე მუხლის მოთხოვნებ