1. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრის, მგზავრების და ტვირთის უსაფრთხოებაზე სხ-ის კარების დაკეტვის შემდეგ. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია აგრეთვე სხ-ის მართვაზე და უსაფრთხოებაზე აფრენის მიზნით დაძვრის მომენტიდან ფრენის დამთავრების შემდეგ გაჩერების და ძრავების გამორთვის მომენტამდე.
2. სხ-ის მეთაურმა ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა დეტალურად შესრულდეს შემოწმების კითხვარები.
3. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია იმაზე, რომ კავშირის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებით შეატყობინოს უახლოეს უფლებამოსილ ორგანოს სხ-ზე მომხდარი ნებისმიერი მოვლენის შესახებ რამაც გამოიწვია ნებისმიერი პირის სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი ან სხ-ის ან ქონების მნიშვნელოვანი ზიანი.
4. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია ფრენის დამთავრების შემდეგ შეატყობინოს ექსპლუატანტს სხ-ზე გამოვლენილი ან სავარაუდო გაუმართაობის შესახებ.
5. სხ-ის მეთაური პასუხს აგებს საბორტო ჟურნალის წარმოებაზე ან გენერალური დეკლარაციის შევსებაზ