1. სხ-ის მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემოწმების კითხვარების დეტალურად შესრულება.

2. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია იმაზე, რომ კავშირის ყველაზე სწრაფი ხელმისაწვდომი  საშუალებით შეატყობინოს უახლოეს უფლებამოსილ ორგანოს სხ-ზე მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, რამაც გამოიწვია ნებისმიერი პირის სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი ან სხ-ის ან ქონების მნიშვნელოვანი ზიანი. თუ ხომალდიდან შეუძლებელია  შეტყობინების გაგზავნა, ეს პროცედურა უნდა შეასრულოს სხ-ის ექსპლუატანტმა.

შენიშვნა: ტერმინი „სერიოზული დაზიანება“ განმარტებულია ჩიკაგოს კონვენციის მე–13 დანართში.

3. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია ფრენის დამთავრების შემდეგ შეატყობინოს ექსპლუატანტს სხ-ზე გამოვლენილი ან სავარაუდო გაუმართაობის შესახებ.

4. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია საბორტო ჟურნალის წარმოებაზე და გენერალური დეკლარაციის შევსებაზ