სიმაღლის აღებისას ან დაშვებისას დანიშნულ აბსოლუტურ სიმაღლემდე ან ეშელონამდე, მომიჯნავე აბსოლუტურ სიმაღლეებზე ან ეშელონებზე, ან მათ სიახლოვეს, იმისათვის რომ გამოირიცხოს ACAS II-ის მიერ შეჯახების თავიდან აცილების არასაჭირო რეკომენდაციების გაცემა, ბოლო 300 მ-ის (1000ფტ) მონაკვეთზე პილოტმა უნდა შეასრულოს 8მ/წმ-ზე (1500ფტ/წთ) დაბალი ვერტიკალური სიჩქარით სიმაღლის აღება ან დაშვება, იმ შემთხვევაში, თუ პილოტს აქვს ინფორმაცია სხვა სხ-ზე, რომელიც იმყოფება ან უახლოვდება მომიჯნავე აბსოლუტურ სიმაღლეს ან ეშელონს.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია PANS–OPS (იკაოს DOC 8168) I ტომის მე-3 ნაწილის, მე-3 განყოფილების მე-3 თავშ