1. ფრენისას საწვავის ხარჯვის მართვის მიზნით, ექსპლუატანტმა უნდა დაადგინოს საწვავის რაოდენობის კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები.

2. სხ-ის მეთაურმა მუდმივად უნდა  აკონტროლოს, რომ საწვავის მარაგი არ იყოს ნაკლები იმ რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა ფრენის გასაგრძელებლად აეროდრომამდე,  რომელზეც შესაძლებელია უსაფრთხო დაფრენა. დაფრენის შემდეგ საწვავის რაოდენობა არ უნდა იყოს დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლები.

შენიშვნა: საწვავის ფინალური რეზერვის დანიშნულებაა უზრუნველყოს უსაფრთხო დაფრენა ნებისმიერ აეროდრომზე, როდესაც გაუთვალისწინებელი პირობებით ვერ ხერხდება დაფრენა დანიშნულების აეროდრომზე. საწვავის მარაგის კორექტირების წესები მოცემულია იკაოს DOC -ში 9976.

3. სხ-ის მეთაურმა უნდა მოითხოვოს ინფორმაცია დაყოვნების შესახებ საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურიდან, თუ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა იმაზე ნაკლები საწვავის მარაგით, ვიდრე   ფინალური რეზერვის და იმ საწვავის მარაგის ჯამი, რომელიც საჭიროა სათადარიგო ან იზოლირებულ აეროდრომამდე ფრენისთვის.

4.სხ-ის მეთაურმა უნდა გადასცეს სმმ-ის სამსახურს შეტყობინება მინიმალური საწვავის მარაგის შესახებ „MINIMUM FUEL“, როდესაც უნდა შესრულდეს დაფრენა კონკრეტულ აეროდრომზე და თვლის, რომ ამ აეროდრომზე გაცემული ფრენის ნებართვის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს დაფრენას დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლები საწვავის მარაგით.

შენიშვნა: შეტყობინება „MINIMUM FUEL“ აძლევს ინფორმაციას სმმ-ს სამსახურს, რომ ამ კონკრეტულ აეროდრომზე გაცემული ფრენის ნებართვის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს დაფრენას დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლები საწვავის მარაგით. შეტყობინება არ ნიშნავს ავარიულ სიტუაციას, არამედ მიუთითებს, რომ შესაძლებელია წარმოიქმნას ავარიული სიტუაცია, თუ ადგილი აქვს რაიმე დაუგეგმავ დაგვიანებას.

5. სხ-ის მეთაურმა უნდა გადასცეს შეტყობინება საწვავის მარაგთან დაკავშირებული შესაძლო ავარიული სიტუაციის შესახებ „MAYDAY, MAYDAY, MAYDAY FUEL“, თუ საწვავის მარაგის სავარაუდო გამოთვლა აჩვენებს, რომ უახლოეს აეროდრომზე დაფრენისას საწვავის მარაგი იქნება დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლები.

შენიშვნა:  საწვავის მარაგის დაგეგმილი ფინალური რეზერვი უნდა შეესაბამებოდეს  ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის  გათვლილ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ აეროდრომზე დაფრენის მომენტისათვი