1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრების ინფორმირება შემდეგი მოწყობილობების განთავსების ადგილების და გამოყენების წესების შესახებ:

ა) მისაბმელი ღვედების;

ბ) ავარიული გასასვლელების;

გ) საავარიო ჟილეტების, თუ მათი განლაგება განსაზღვრულია სხ-ზე;

დ) ჟანგბადის მოწყობილობის, თუ ის განსაზღვრულია მგზავრების მიერ გამოყენებისათვის;

ე) პირადი გამოყენების სხვა საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, ავარიულ სიტუაციაში მგზავრების ქმედების სქემების ჩათვლით.

2. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხ-ზე მყოფი  ყველა პირი ინფორმირებული იყოს სხ–ზე  საერთო გამოყენებისათვის განთავსებული ძირითადი საავარიო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის და მათი გამოყენების ზოგადი  წესის შესახებ.

3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფრენისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნისას, მგზავრებს უტარდებოდეთ ინსტრუქტაჟი ისეთ მყისიერ ქმედებებზე, რომლებიც მიზანშეწონილი იქნება არსებულ ვითარებაში.

4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სხ-ზე მყოფი ყველა მგზავრი მიბმული იყოს სავარძელზე მისაბმელი ღვედებით ან ღვედების სისტემით,  აფრენა-დაფრენისას, აგრეთვე, როდესაც ეს მიიჩნევა საჭიროდ ტურბულენტობის ან ნებისმიერი ავარიული სიტუაციის წარმოქმნისა