1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საექსპლუატაციო პერსონალის ყველა წევრს ჰქონდეს მიღებული სათანადო ინსტრუქცია მათი უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ეხება ფრენების შესრულებას.

2. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და გამოსცეს ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელშიც ასახული უნდა იყოს ინფორმაცია ყველა მოქმედი ძრავით სიმაღლის აღებისას საჰაერო ხომალდის საფრენოსნო მახასიათებლების შესახებ, რაც მისცემს საშუალებას ხომალდის მეთაურს განსაზღვროს სიმაღლის აღების გრადიენტი, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს აფრენის ეტაპზე აფრენის პირობების და აფრენის სავარაუდო ტექნიკის გამოყენებით. ეს ინფორმაცია უნდა იქნეს შეტანილი ფრენის შესრულების სახელმძღვანელოშ