1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს,  რომ საექსპლუატაციო პერსონალის ყველა წევრი სათანადოდ იყოს ინსტრუქტირებული მათი უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის შესახებ.

2. ფრენის შესრულებისათვის, სიმძლავრის მიწოდებით მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყება ნება დართულია მხოლოდ კვალიფიცირებული პილოტისათვის. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სპეციალური მომზადება და ინსტრუქციები ყველა იმ სხვა პერსონალისათვის, რომლებიც ახორციელებენ  სიმძლავრის მიწოდებით მზიდი ხრახნის ბრუნვას სხვა მიზნებისათვის, გარდა ფრენისა.

3. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და გამოსცეს საექსპლუატაციო ინსტრუქცია და უზრუნველყოს ინფორმირება სიმაღლის აღებისას საჰაერო ხომმალდის საფრენოსნო მახასიათებლებზე ყველა მოქმედი ძრავით, რაც მისცემს საშუალებას ხომალდის მეთაურს განსაზღვროს სიმაღლის აღების გრადიენტი რომელიც შესაძლებელია მიაღწიოს აფრენის ეტაპზე აფრენის პირობების და აფრენის სავარაუდო ტექნიკის გამოყენებით. ეს ინფორმაცია უნდა იქნეს შეტანილი ფრენის შესრულების სახელმძღვანელოშ