1. ექსპლუატანტს ეკრძალება შეასრულოს კომერციული გადაყვანა–გადაზიდვები, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი.

2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი ანიჭებს უფლებას ექსპლუატანტს შეასრულოს კომერციული გადაზიდვები, საექსპლუატაციო დაშვებების შესაბამისად.

შენიშვნა:
სხ-ის ექსპლუტანტის სერტიფიკატი გაცემის მოთხოვნები და ზედამხედველობის პირობები   დადგენილია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესით.“

3. ექსპლუატანტმა უნდა შეასრულოს იმ სახელმწიფოს მოთხოვნები, სადაც ასრულებს ფრენებ