ფრენა, არ შეიძლება დაიწყოს თუ, ვერტმფრენის მეთაური არ დარწმუნდება, რომ:
ა) ვერტმფრენი საფრენად ვარგისია და რეგისტრირებულია და სხ-ზე არის შესაბამისი სერთიტიკატები;
ბ) სხ-ზე დამონტაჟებული ხელსაწყოები და აღჭურვილობა შესაფერისია მოსალოდნელი ფრენის პირობების გათვალისწინებით;
გ) ამ წესის მე-6 თავის მოთხოვნების შესაბამისად, ყველა საჭირო ტექნიკური მომსახურება ჩატარებულია;
დ) ვერტმფრენის მასა და გაწონასწორება შესაძლებლობას იძლევა მოსალოდნელ პირობებში ფრენა შესრულდეს უსაფრთხოდ;
ე) სხ-ზე ნებისმიერი ტვირთი სწორად არის განაწილებული და საიმედოდაა დამაგრებული;
ვ) ვერტმფრენის საექსპლუატაციო შეზღუდვები, რომელიც მოცემულია ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ან მის ეკვივალენტურ დოკუმენტში, არ იქნება გადაჭარბებულ