1. ვერტმფრენის მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენის შესრულებამდე განხორციელდეს ეკიპაჟის წევრების და მგზავრების სიტყვიერად ან სხვა საშუალების გამოყენებით ინფორმირება უსაფრთხოებისა და ავრიული ვითარებისას გამოსაყენებელი შემდეგი მოწყობილობების განთავსების ადგილებისა და გამოყენების წესების შესახებ:
ა) მისაბმელი ღვედები ან სისტემები (რომელიც გამოიყენება);
ბ) ავარიული გასასვლელები;
გ) სამაშველო ჟილეტები, თუ მათი განლაგება განსაზღვრულია სხ-ზე;
დ) ჟანგბადის მოწყობილობა, თუ მისი გამოყენება მგზავრების მიერ არის განსაზღვრული;
ე) პირადი გამოყენების სხვა საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა, ავარიულ სიტუაციაში მგზავრების ქმედების სქემების ჩათვლით.
2. ვერტმფრენის მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრების ინფორმირება ერთობლივი გამოყენების ძირითადი საბორტო საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის განლაგების ადგილის და გამოყენების წესის შესახე