1. ვერტმფრენის მეთაური ვალდებულია გამოიყენოს  ვერტოდრომის ან დასაფრენი მოედნის საექსპლუატაციო მინიმუმი, რომელიც გამოქვეყნებულია აეროდრომის სახელმწიფოს მიერ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) ან სპეციალიზებული ორგანიზაციის (მაგ: Jeppesen) მიერ გამოქვეყნებულ ჰაერსანაოსნო ინფორმაციაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აეროდრომის სახელმწიფოს მიერ არ არის  გამოქვეყნებული საექსპლუატაციო მინიმუმი, ვერტმფრენის მეთაურმა უნდა ისარგებლოს ვიზუალური ფრენის წესებით დადგენილი მინიმუმით.

2. ვერტმფრენებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დაფრენის ავტომატური სისტემებით, კოლიმატორული ან ეკვივალენტური ინდიკატორებით, EVS, SVS ან CVS-ის სისტემებით, სააგენტო გასცემს საექსპლუატაციო კრედიტების გამოყენების ნებართვას. თუ საექსპლუატაციო კრედიტები ეხება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებს, სააგენტო გასცემს სპეციალურ ნებართვას. ნებართვამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურების კლასიფიკაციაზე.

შენიშვნა: 1. საექსპლუატაციო კრედიტები მოიცავს:

ა) დასაფრენად შესვლის გაგრძელების უფლებას ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე უფრო ნაკლებ სიმაღლეზე;

ბ) ხილვადობის მოთხოვნების შემცირებას ან დაკმაყოფილებას;

გ) შემცირებული რაოდენობის მიწისზედა აღჭურვილობას, რომელიც კომპენსირდება საბორტო აღჭურვილობის შესაძლებლობით.

2. ავტომატური დაფრენის სისტემებით, კოლიმატორული ინდიკატორით (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობებით, EVS, SVS ან CVS სისტემებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდებისათვის საექსპლუატაციო კრედიტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის „F“ დამატებაში და „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365).

3. ინფორმაცია ავტომატური დაფრენის სისტემების, კოლიმატორული ინდიკატორის (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობების შესახებ მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365), რომელიც აგრეთვე მოიცავს მონაცემებს RTCA და EUROCAE-ის შესაბამისი დოკუმენტების შესახებ.

4. ავტომატური დაფრენის სისტემა წარმოადგენს, შვეულმფრენის ავტომატურ დასაფრენად შესვლას საბორტო სისტემების გამოყენებით, ტრაექტორიის ავტომატური კონტროლით იმ წერტილამდე, რომლის შემდეგ მფრინავს შეუძლია გადასვლა უსაფრთხო დაფრენაზე ბუნებრივი ხილვადობის და ავტომატური კონტროლის გამოყენების გარეშ