1. დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის ნებართვის მოსაპოვებლად, ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს  საექსპლუატაციო შესაძლებლობების დემონსტრირება:

ა) თუ რამდენად შესაძლებელია სხ-ის  შესაბამისი სისტემებით  (HUDLS-ის ჩათვლით, თუ ასეთი დამონტაჟებულია) ფრენების შესრულება  LVO-ს პირობებში;

ბ) თუ რამდენად ეფექტურია  საფრენოსნო ეკიპაჟისათვის დადგენილი მომზადების პროგრამა და საექსპლუატაციო პროცედურები;

გ) თუ რამდენად ეფექტურია სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა და სახელმძღვანელოებები.

2. ექსპლუატანტმა უნდა დააკმაყოფილოს  შემდეგი მოთხოვნები:

ა) პირველადი შეფასებისას თითოეული ტიპისათვის  II/III კატეგორიის სისტემების გამოყენებით შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 30 დასაფრენად შესვლა და დაფრენა, რომლის დროსაც წარმატებით შესრულებული დასაფრენად შესვლების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 95%-ს. დასაფრენად შესვლა წარმატებულად ითვლება, თუ:

ა.ბ) უზრუნველყოფილია  ადზ-ზე შესვლის აუცილებელი სიზუსტე;

ა.გ) შვეულმფრენზე დაყენებული სისტემები  სათანადოდ ფუნქციონირებს;

ბ) დასაფრენად შესვლის და დაფრენის შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით ექსპლუატანტმა უნდა შექმნას მონაცემთა რეგისტრაციის ბაზა, რომლის მონაცემები და მოკლე მიმოხილვა  მიწოდებული უნდა იქნეს სააგენტოსთვის;

გ) ავტომატურ რეჟიმში წარუმარტებელი დასაფრენად შესვლა ან/და დაფრენა ექვემდებარება სავალდებულო დოკუმენტირებასა და გაანალიზებას, რისთვისაც:

გ.ა) როდესაც გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 50 ფუტზე მეტია უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ დაფიქსირებული სულ მცირე შემდეგი მონაცემები:

გ.ა.ა) გამოყენებული ადზ და „დასაფრენად შესვლის საბოლოო ეტაპის და აფრენის ზონა“ (FATO);

გ.ა.ბ) მეტეოროლოგიური პირობები;

გ.ა.გ) დრო;

გ.ა.დ) გაუმართაობის მიზეზი, რომლებსაც დასაფრენად შესვლის შეწყვეტა მოჰყვა;

გ.ა.ე) დადგენილი სიჩქარის სიზუსტის დაცვა;

გ.ა.ვ) სხ-ის გაწონასწორება ფრენის ავტომატური მართვის სისტემის გამორთვისას;

გ.ა.ზ) ფრენის ავტომატური მართვის სისტემის და  სხვა  საპილოტაჟო სისტემების მონაცემთა შორის შეთავსებადობა;

გ.ა.თ) ILS/MLS-ით მითითებულ ღერძულ ხაზთან შეფარდებით შვეულმფრენის მდგომარეობის ინდიკაცია დაშვებისას 30 მ (100 ფუტი) სიმაღლის გადაკვეთის დროს;

გ.ა.ი) ვერტმფრენის პოზიცია ადზ-სთან შეხების დროს;

გ.ბ) როდესაც გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 50 ფუტი ან ნაკლებია საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ რეგისტრირებული მონაცემების გარდა, ანალიზისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საბორტო თვითმწერის ან სხვა მოწყობილობით რეგისტრირებული შემდეგი მონაცემები:

გ.ბ.ა) ILS, MLS-ით მითითებული კურსიდან გადახრა:

გ.ბ.ა.ა)  30 მ-ის (100 ფუტი) სიმაღლეზე;

გ.ბ.ა.ბ) ადზ-სთან შეხების დროს;

გ.ბ.ა.გ) გარბენის კონტროლის სისტემის გათიშვისას;

გ.ბ.ა.დ) ამ წერტილებს შორის მაქსიმალური გადახრის მნიშვნელობები;

გ.ბ.ბ) ვერტიკალური სიჩქარე ადზ-სთან შეხების დროს;

დ) დაფრენის დროს მომხდარი ყველა არასტანდარტული ვითარება უნდა იყოს სრულად გაანალიზებული, ხოლო მისი წარმოქმნის მიზეზები დადგენილი – ყველა არსებული  ინფორმაციის გამოყენებით;

ე) თუ ექსპლუატანტის ერთი და იმავე ტიპის სხ-ის სხვადასხვა მოდიფიკაციებზე   გამოიყენება სხ-ის მართვის და საფრენოსნო ინფორმაციის ასახვის ერთი და იგივე  ძირითადი სისტემა, ან თუ ერთი და იმავე ტიპის სხ-ზე გამოიყენება სხ-ის მართვის და საფრენოსნო ინფორმაციის ასახვის სხვადასხვა ძირითადი სისტემა და იგი დაადასტურებს რომ ამ სხვადასხვა ვარიანტებს გააჩნია დამაკმაყოფილებელი ტექნიკური მახასიათებლები, საექსპლუატაციო თვისებების სადემონსტრაციო ფრენები შეიძლება შესრულდეს შემოკლებული პროგრამით;

ვ) თუ ექსპლუატანტი იწყებს შვეულმფრენის ისეთი ტიპის ექსპლუატაციას, რომლებიც  სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ ადრე უკვე იყო დაშვებული II/III კატეგორიით ფრენებზე,  საექსპლუატაციო თვისებების სადემონსტრაციო ფრენები შეიძლება შესრულდეს შემოკლებული პროგრამით.  სააგენტოს შეუძლია პილოტს შეუმციროს დასაფრენად შესვლის და დაფრენის რაოდენობა არაუმეტეს 50%-ით   იმ პირობით, რომ მას გააჩნია სხ-ის იგივე ტიპზე ან მოდიფიკაციაზე ფრენების და იგივე პროცედურების  სხვა ექსპლუატანტთან  გამოყენების გამოცდილებ