1. იმ შემთხვევაში, თუ დაფრენისათვის გამოსაყენებლად დაგეგმილი ადზ-სთვის მაკონტროლებელი ხილვადობის სიშორე (Controlling RVR) არის 550 მ (ან LVO-ის სპეციალური ნებართვის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი უფრო დაბალი მნიშვნელობა), დასაფრენად სახელსაწყო შესვლით ექსპლუატაცია არ უნდა გაგრძელდეს:

ა) იმ წერტილს ქვემოთ, სადაც სხ იმყოფება აეროდრომის შემაღლების ნიშნულის თავზე 1000 ფტ სიმაღლეზე; ან

ბ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის სეგმენტში (FAS), იმ შემთხვევაში, თუ DH ან MDH აღემატება 1000 ფტ-ს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დამყარდა ორიენტირებთან საჭირო ვიზუალური კონტაქტი, შეწყვეტილი დასაფრენად შესვლა უნდა იქნეს განხორციელებული DA/H ან MDA/H სიმაღლის ნიშნულზე ან სიმაღლის ამ ნიშნულის მიღწევამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ DA/H ან MDA/H სიმაღლის ნიშნულს ქვემოთ ვერ შენარჩუნდა ორიენტირებთან საჭირო ვიზუალური კონტაქტი, მეორე წრეზე წასვლა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლი