1. სხ-ის მეთაურმა უნდა გააკონტროლოს ბორტზე დარჩენილი გამოყენებადი საწვავის/ენერგიის ოდენობა იმის დასადგენად, რომ საწვავის/ენერგიის ოდენობა შენარჩუნებულია და არ არის იმაზე ნაკლები, რაც საჭიროა აეროდრომამდე ან საფრენ მოედნამდე ფრენის გასაგრძელებლად, სადაც შესაძლებელია უსაფრთხო დაფრენის განხორციელება.

2. კონტროლირებული ფრენისას სხ-ის მეთაურმა „MINIMUM FUEL“ შეტყობინების გამოცხადებით უნდა აცნობოს საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს (ATC) საწვავის/ენერგიის მინიმალური მდგომარეობა, როდესაც:

ა) სხ-ის მეთაურს ევალება განახორციელოს დაფრენა კონკრეტულ აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე; და

ბ) სხ-ის მეთაური თვლის, რომ აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე დაფრენის არსებულ სამეთვალყურეო ნებართვაში ნებისმიერმა ცვლილებამ ან საჰაერო მოძრაობის სხვა დაყოვნებამ, შესაძლოა გამოიწვიოს დაფრენა საწვავის დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლები ოდენობით.

3. კონტროლირებული ფრენის სხ-ის მეთაურმა უნდა გამოაცხადოს საწვავის/ენერგიის საავარიო მდგომარეობა „MAYDAY MAYDAY MAYDAY FUEL“ შეტყობინების გადაცემით, როდესაც გამოყენებადი საწვავი/ენერგია, რომელიც მიახლოებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს უახლოეს აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე დაფრენისას, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს უსაფრთხო დაფრენა, არის საწვავის/ენერგიის დაგეგმილ ფინალურ რეზერვზე ნაკლებ